კანტეს ჯერ წინ აქვს ყველაფერი. ისეთი სტილი აქვს და ისეთ პოზიციაზე თამაშობს, ძნელია გამოჩენა, როგორი მომენტია, მაკელელეზე რო ამბობდნენ, გალაქტიკოში არავისზე ნაკლებს არ აკეთებს მაკელელე მაგრამ არ ჩანსო, სახელები უფრო ჩანსო: კარლოსი, ზიზუ, ფიგუ, რონალდო, რაული და ამათთან კლოდი მართლა ვის გაახსენდებოდა.. რო წავიდა კი დაენძრა გუნდს..მაგრამ მაკელელე იყო ცენტრის შემკვრელი, წებოს პონტში რა

აი ვიეირა მაკელელე ჰო იყვნენ და ცენტრს აბეტონებდნენ, მაგრამ ზიდანის გარეშე ეგ ცენტრი იქნებოდა დაცვითი სტილის ჩაბეტონებული მაგრამ წინ დირიჟორის გარეშე. მომენტების შექმნის გარეშე...ამიტომაცაა ეგ დირიჟორობა არის ფეხბურთის IQ თუ რაცაა, ტვინი სჭირდება,, სხვა გენია. აი ჟერარდს იმიტო ვერ დაუდგება მაგ პონტში კანტე, რომ სტივის შეეძლო გუნდის დირიჟორობაც ეკისრა, გაენაწილებინა, (ავად თუ კარგად, მაგრამ შეეძლო, ჰქონდა ეგ დონე) პახოდუ ლიდერიც იყო, რაც დიდ მატჩებში სულისკვეთებას მატებდა ყველას.
პირადად მაინც ცოტა ზედმეტად გაბერილი მგონია ჯერარდის შეფასება, პირადად მე, უფრო სტამბოლის ფინალის ეფექტია და კიდევ ის, ლივერპულს რომ უერთგულა. უფრო ლამაზად ჩანს რა. ოსტატობის მხრივ, რავი ლამპარდი მირჩევნია,სიტყვაზე. თუმცა ეს სუბიექტური აზრია მაინც