მე ვიცი თქვენი მთავარი პრობლემა რა არის
კაროჩე, ერთი პერიოდი ძაან მაგრად გაგივარდათ ტრანსფერებში, განსაკუთრებით კონტეს პირველ სეზონში.
კაპიკებად მოყვანილი ბარძალი, უფასოდ მოყვანილი ბებერი პირლო. იქ კაპიკებად მოყვანილი ვიდალი. მერე შემადგენლობის ნახევარი ჩვეულებრივი მოთამაშე იყო, მაგრმა კონტე მაქსიმუმს ადებინებდა.
მერე ტევესი დაიმატეთ უფასოდ ეგეც მგონი, ან ძალიან იაფად და მაგანაც იფრინა.
და კაროჩე, ასე მგონია რო ტურინში ჰგონიათ რომ სულ ეგრე გაამართლებს ტრანსფერები.
აბა რა რაბიო და რა მაკკენი? ანუ, არცერთია ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ იუვენტუსის ამბიციების მქონე გუნდს ეგენი სკამზე უნდა ყავდეს მყარად, არა თუ ძირითადში.
ან რა ბენტანკური კიდევ

ტიპი ჩვეულებრივი ხეა.
ახლა რონალდოს გაშვება, კაი გავიგე რო აღარც თვითონ რონალდოს უნდოდა და მისი ხელფასიც გუნდს მძიმედ აწვა კისერზე, მაგრამ
უშვებ ფორვარს რომელიც ბოლო 3 სეზონია 30 გოლიან ნიშნულს სცდება და შემცვლელად მოგყავს მოიზე კინი.
მოიზე კინი სიმართლე გითხრათ მევასება, მაგრამ იუვენტუსის მხრიდან მისი დაბრუნება ცოტა განწირულის ქმედებას გავს.
ჯერ ვაფშე რას გაუშვეს ტიპი? ანუ რატომ გაყიდეს, იჯარით გაეშვათ. ახლა საერთოდ რაღას მოჰყავთ, გაემართლებინა მაინც სადაც იყო კინს, ბოლო 3 წელია საშუალოდ 8 გოლს იტანს სეზონში.
რა მოიზე კინი და მორატა. ლიგის ამბიცია მემგონი აღარ აქვს იუვენტუსს, მაგრამ სერია ა-ს ამბიციის მქონე კლუბიც როგორ რჩება ამ ორი ფორვარდის იმედზე, ვერ ვხვდები.
კაროჩე, დიდი აყლიოზი ჭირთ ტურინში.
ეს ალეგრიც მაგრად გატყუებთ ყველას რა. "ალეგრი დაალაგებს", "ალეგრი მიხედავს".
მაგარი მწვრთნელია ალეგრი, მაგრამ ჯადოქარი კი არაა ტიპი. ჯერ კიდევ მის უკანასკნელ სეზონში ეტყობოდა გუნდს რო ვეღარ იყო ხოდზე, ისეთ კატასტროფულ ფეხბურთს თამაშობდა. ახლა რონალდუს გაშვება, კინის მოყვანა (ერთ წინადადებაში ეს ორი რა უხერხულად ჟღერს

)
ნახევარდაცვის არ გაძლიერება და ალეგრის იმედი რავიცი, შეიძლება ფიორენტინას ჰქონდეს მსგავსი გეგმები, მაგრამ იუვენტუსის პროფილის მქონე გუნდისთვის დიდი დილეტანტიზმი მგონია.
This post has been edited by weasel on 29 Aug 2021, 22:20