სალამი ჩემო საყვარელო იუვენტინოებო. კარგა ხანია აქ არ გამოვჩენილვარ და მომენატრეთ. სიმართლე თუ გინდა უკვე ყველაფრის ხალისი მქონდა დაკარგული ამ სეზონში, და ყველა იმედი გადაწურული, მეოთხე ადგილისაც კი, მითუმეტეს კიეზას ტრავმის შემდეგ... და იუვეს ხელმძღვანელობამ შოკური თერაპია ჩამიტარა, რეანიმაცია გაუკეთა ჩემს გულს.
ცოდვა გამხელილი სჯობს და რამდენადაც დაგვაკლდება ენრიკიჩი, იმდენად წაგვადგა ვლაჰოს მოყვანის გადაწყვეტილებაში. რატომგაც მგონია ზაფხულამდე მოითრევდნენ ფეხს და თუ მოიყვანდნენ მერე კონკურენციის პირობებში ეგეც საკითხავია...
ბენტაზე ცოტა გული დამწყდა, ჩემი დილივიო იყო, ჩემი პადოინი, ჩემი ჯარისკაცი... რაც არ უნდა დაავალო იმას რომ მოაცილებ მშვენიერი როსტერის წევრი, მაგრამ არა უშავს, ხელს შეგვიწყობს სხვა ლეველზე გადასვლაში.
ზაქრო ძალიან მაგარი კადრია თუ ჯანმრთელი იყო, რაც ვნახე მატუიდის სერიოზული დააფგრეიდებული ვარიანტია, აი პოგბა და მატუ რომ გაასაშუალო ეგეთი, ისევ და ისევ თუ ჯანმრთელი იყო კანფეტ!
კაიოს ლოანიც გარდაუვალია: კინი მესამე გუნდში ვეღარ ითამაშებს წელს, ამიტომ რჩება, მორატაზე კატლეტებმა კონკურენტში არ გაუშვებთო ბარსაზე ანუ ესეც რჩება და მე ვფიქრობ მორატა სკამიდან ან ფლანგზე ალა მანძუკიჩ არის ზე იდეალური კადრი! არა 9 ზე!!!! ნანდესსაც მოაგდებენ სკამისთვის და ეგაა. ნუ ის მძორი უელსელი თუ მოგვცილდა დიდი არაფერი პლუსვალენცა იქნება და ეგაა... და პოგბასთვის რაბიო რამზის ხელფასი რომ გავითვალოთ თუ დათანხმდა სუპერ გამოვა თუნდაც ზაფხულში...
დიბო... კი მიყვარს, კი მანიჭებს მომენტალურ ორგაზმებს, მაგრამ დუნდულების კუნთების თამაშს თუ არ დაანება თავი, კარგად იყოს. მხოლოდ 3-5-2 შია მაგის ფასი და ჰაჰა 4-4-1-1 ში. რასაც მ9მენტებში გვაძლევს ტაქტიკაში და ტიტალურ ფეხბურთის მცდელობაში სუნს გვიყენებს... დარჩება ძალიან კარგი, თუ არადა მოკიეზო მარცხენა ვინგერი მოაგდონ და მე თანახმა ვარ. პლუს მაგის ხელფასი და რამზის და რაბიოსი დაემატება უკვე პოგბას ან სმს ან ამ კალიბრის ნახევარდაცვას ზაფხულში.
დღევანდელი სასტავით ჩემი აზრით 2 საუკეთესო ტაქტიკა:
3-5-2
დე(დანილო)- ბონუ(დე)-კიელო(დანილო)
კვადრატა(დეშილიო)- მაკენა(ლოკა)- ზაქრო(ლოკა/არტურა)- ლოკა(რაბიო/არტურა)-დეშილიო(ბერნა/პელე)
დიბო-ვლაჰო
4-2-3-1
კვადრატა- დე-ბონუ-დეშილიო
ლოკა-ზაქრო
მაკენა-დიბო-მორატა
ვლაჰო
მორა ალა მაძუკა, თაურები მაგრად ესმის, კონტრების, სისწრაფე და რამე.
ვნახოთ ალეგრი რას შემოგვთავაზებს. და პრინციპში ფიზიკურ მენტალურად ვინ როგორ ფორმაში იქნება.
ფინი ალა ფინე!