ბარემ დავწეროთ მშვილდაძეზე და თუ ვინმე არ მეთანხმებიტ ან ეხლავე თქვით ან დადუმდით სამუდამოდ
თუ სწორად მახსოვს, და 90% სწორად მახსოვს 2007 წლის 7 ნოემბრის მერე მალევე მშვილდაძის თაოსნობით გადაიღეს კლიპი მიშა მაგარია. ეგეთი დაბალი დონე და ეგეთი გამოვლინება ბელადომანიის მე პირადად სიცოცხლეში არ მოვსწრებივარ და ისე გამიგია რო ლენინზე და ან ძველი ტომის ბელადებზე იქმნებოდა მსგავსი პროდუქტები. ვანო ჯავახიშვილსაც კი არ უკადრია მსგავსი, შედარებისთვის რო ავიღოთ წარმოიდგინეთ 20 ივნისის მერე ერთ თვეში ვიღაცას "ბიძო მაგარია" ან "გახარია მაგარია" კლიპი რო გადაეღო. ლექსენის პატრიოტები მაგ კლიპთან შედარებით სამყაროს ობიექტურად აღქმის და ფილოსოფიის ზეიმია.
უშუალოდ იუმორის გრძნობაზე ვილიას ვეთანხმები, მეც მგონია რო აქვთ მაგრამ "მიშა მაგარია"-ს შემქნელის ნათქვამი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოუხატავს საჯარაოდ რამდენად დიდი ბანძობა გააკეთა, დადებით ემოციებს ძალიან ძნელად აღძრავს
ბახარხალა მოკლედ ბახარხალ ძმაო, იუმორზე გაგეცინოს რა პრობლემაა მაგრამ იმას რო წერ გაკვირვებული რა დაემართა ფორმულასო ძალიან დიდი გულუბრყვილობაა, უბრალოდ შეუძლებელია სხვანაირად. ერთი ჟიჟისი მიკვირს წარსულიდან გამომდინარე თორე აი დანარჩენისგან სხვანაირად უფროი გასაკვირი იქნებოდა.
სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ მშვილდაძეს აქუსთან აქვს ნათქვამი ბელადომანია უნდა დამთარვდესო და თვითთონაც ჩაეცინა შინაგანი უხერხულობისგან
ბერას არ აქვს მგონი სიმღერა მამამისზე ესე სახელდებით დაწერილი და ამან მიშა მაგარიაო და ამის მერე აგრძელებს თავის საქმის კეთებას წარბშეუხრელად
მეტიც , შეუძლია ისეთ აქციაზე გამოვიდეს სადაც მაგ სიმღერით კვლავ "ისიამოვნებენ" და იქიდან პუტინს უყვიროს "დავაი ტანკ ნაზად ბიჭო"-ო
პ.ს ამ განყოფილების ერთი ძალიან კარგი იუზერია მუშაობს მასთან, არ დავთაგავ მაგრამ თუ კითხულობ და თუ გაინტერესებთ გადაეცი რო ვართ ხალხი ვინც ასე ვფიქრობთ და ეს ხელს გვიშლის იმაში მისი პროდუქტი რაიმენაირად დადებითად აღვიქვათ. თუ აქვს სურვილი ერთხელ მაინც გააკეთოს განმარტება, რამენაირად მიგვანიშნოს რო ნანობს თუ არა და ჩემი და ჩემნაირების გარშემო მისის სიტყვის ფასი იქნება დალაგებული ზირო-ს ქვევით ზევით
პ.პ.ს ყველაფერს კარგს ვუსურვებ პიროვნულად, მათ შორის იმასაც რო მალე მოვიდეს აზრზე ( ან თუ უკვე მოსულია დააფიქსიროს). ცოტა დადებით კონტექსტში რო დავმთავროთ აგე ძმაო ამ ვიდეოში რა საყავრელია
VIDEO ზვიო იმენნა კობახიძეა
This post has been edited by gaucho on 11 Jun 2021, 13:44