ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
„სპარტაკის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი მიიღო. ამ ინფორმაციას რუსული სპორტული ვებგვერდი, Sport-express.ru ავრცელებს, თუმცა ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი დადასტურებულა.
ქუთათელაძე 20 წლის თავდამსხმელია, რომელიც „სპარტაკის“ ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, მან მოსკოვური კლუბის მაისურით 4 შეხვედრა ჩაატარა, საერთო ჯამში, კი „სპარტაკის“ რიგებში 41-ჯერ ითამაშა და მის ანგარიშზე 15 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.
ქუთათელაძეს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში უთამაშია და მონაწილეობა 4 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. ცნობილი პორტალი, Transfermarkt მას 175 000 ევროდ აფასებს.
20 წლის თავდამსხმელმა პირველი ნაბიჯები პრაღის „სპარტის“ საფეხბურთო სკოლაში გადადგა. შემდეგ რამდენიმე სეზონი „ლილის“ აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი „პარი სენ-ჟერმენის“ ასაკობრივ გუნდებში ვარჯიშობდა.
ეხლა მალე ხვიცა რო ზენიტში გადავა ისიც დაირტყავს მქოალაქეობას მერ ენახეთ თქვენ <3
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი