რამდნიმე რეკორდი დმაყარდა წუხელ
გერმანიის ნაკრებს პორტუგალიის კარში გატანილი 4 გოლის შემდეგ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯამში 302 გოლი დაუგროვდა, რაც ევროპულ ქვეყნებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.
ჯერჯერობით სხვა არცერთ ევროპულ ნაკრებს 300 გოლიანი ნიშნული არ გადაულახავს.
პორტუგალიის ნაკრებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯამში 67 მატჩი ჩაატარა. აქედან ისტორიაში მხოლოდ 2-ჯერ მოხდა, რომ მათ ერთ შეხვედრაში 4 გოლი გაუშვეს და ეს ორივეჯერ გერმანიამ გააკეთა.
2014 წლის მუნდიალზე „ბუნდესმანშაფტმა“ პორტუგალიას 4:0 მოუგო, მიულერმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ერთიც ჰუმელსმა გაიტანა. გუშინ კი გერმანელთა მხრიდან ჰავერცმა და გოსენსმა გაიტანეს, ორი ბურთი კი საკუთარ კარში რუბენ დიაშმა და რაფაელ გერეირომ შეაგდეს.
პორტუგალიის ნაკრები ისტორიაში გახდა პირველი მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც ერთ თამაშში 4 გოლი გაუშვა.
ევროპის ჩემპიონატებზე გატანილი ბოლო 5 გოლიდან 4 ალვარო მორატას ანგარიშზეა. ესპანეთის ნაკრებში დიდ სანაკრებო ტურნირებზე მასზე მეტი მხოლოდ ფერნანდო ტორესს (5) აქვს გატანილი.
ეძახე ### ეხლა ამას

ათრევს გუნდს
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე 5 ავტოგოლი დაფიქსირდა, რაც ახალი რეკორდია. 2016 წლის ევროზე მხოლოდ 3 ავტოგოლი გავიდა.
ანტუან გრიზმანმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი მე-7 გოლი გაიტანა. ტურნირის ისტორიაში ეს მე-3 საუკეთესო შედეგია.
ანტუანი მხოლოდ რონალდუს (11) და პლატინის (9) ჩამორჩება. ასევე აღსანიშნავია, რომ „გრიზის“ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დიდ სანაკრებო ტურნირებზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
იმედია გაასწრებს გრიზმანი ყველას <3
22 წლისა და 8 დღის კაი ჰავერცი გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო.
„ბუნდესმანშაფტის“ ისტორიაში კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ყველა დროის რეკორდი ტომას მიულერს ეკუთვნის, რომელმაც 2010 წლის მუნდიალზე ურუგვაის (20 წლისა და 300 დღის) გაუტანა.
რონალდუს მორიგი რეკორდი. კრიშტიანუმ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამართულ მატჩებში ჯამში უკვე 19 გოლის გატანა შეძლო, რაც მიროსლავ კლოზესთან ერთად ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ერთი ბურთის გატანის შემთხვევაში რონალდუ ერთპიროვნული რეკორდსმენი იქნება.
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი