შუაში გავიხვრიტეთ მაგრად, ძაან საგანგაშო იყო ეგ. ტელეშის გოლი მაგრად გამისწორდა, თან რა გოლი, მაგის გოლები რომ მაქვს ნანახი მაგრად მინდოდა აქაც გაესროლა და ბრავო, უმაგრესი შესრუელბა იყო <3 გუშინ არ იყო ცუდი, ამაზე კარგი ბექაფი ვეღარ ეყოლება შოუს, ჩილუელს ან რობერტსონს ვერ დავუსვამთ სკამზე. დალომ დაისრულა კარიერა მანჩესტერში. ლინდელოფი იყო ძალიან კარგი, თავით თამაში რომ არ არსებობდეს ფეხბურთში, მსოფლიო დონის მცველი იქნებოდა

ერთი-ერთზე ყოველთვის კარგად იდგა ხოლმე, პროსტა 50 სმ-ზეც რომ აიწევა ბურთი, უკვე კატასტროფა ხდება.
პოგბა სუსტი იყო, რონალდო უსუსტესი, მაგრამ ზუსტად ეგ ასწორებს, ერთი მომენტით შეუძლია გმირი გახდეს. კავანი არის არანორმალური, ქომაგებსაც როგორ უყვართ, მაგრად ამხნევებდნენ, პროსტა მაგარი ბურთი გამაზა როგორც ყოველთვის

უნიკალური ფორვარდია, ამ ასაკში ესეთ დონეზე აპრესინგებდეს ადამიანი და ამდენს მოძრაობდეს, არავინ მინახავს.
ბრუნო ნორმალური იყო, მაგრამ უკეთესებიც გვინახავს. სანჩოც ნორმალური იყო, გრინვუდი ცოტა მიწაზე უნდა დაეშვას, მოუხდებოდა 2-3 მატჩის სკამიდან დაწყება.
დაგვღუპა რონალდომ კიდევ ერთხელ, ევროპა ლიგას ვუახლოვდებოდით და ლიგის მერვედფინალს მიგვაახლოვა