დაცვაშია პრობლემები. ძირითადი 3-დან რომელიმემ რომ ტრავმა მიიღოს, ჩათვალეთ ვეთიშებით საჩემპიონო ბრძოლას.
ამხანაგურებში გამოჩნდა, რომ დ'ამბროზიო იქნება მარჯვენა მცველი, დარმიანი - მარცხენა. დი მარკო ფლანგე ავიდა ( ეგრე უნდა ყოფილიყო გასულ სეზონშიც ) გოსენსის შემცვლელად.
შუა ცენტრ.მცველის ( დე ვრაის ) შემცვლელი საერთოდ არ გვყავს. შკრინიარიც თუ გაყიდეს მაშინ ნერვიულობაც აღარ მოგვიწევს

დიდი ალბათობით დამფრისი, კასადეი, პინამონტის გაყიდვით შეავსებენ იმ წყეულ ციფრს.
რაც ვნახე და დავაკვირდი:
ბელანოვას იმედი არ მაქვს;
ასლანი მგონი კარგი შენაძენია, უბრალოდ ფიზიკას უნდა მოუმატოს, თორემ დაიჩაგრება ძალიან.
ლუკაკუ ამძორებულია და 1 კვირა აქვს ფორმაში შესასვლელად

ძეკოს ყოფნას გუნდში სჯობს საერთოდ არ გყავდეს. მოსაგებ თამაშში ვერ დააყენებ. ბოლო წუთებზე შემოსაგდებადაც არ ვარგა. ისეთი ნელია კონტრ-შეტევას უბრალოდ ვერ გააკეთებ;
გოსენსის ტრავმები გაგვაწვალებს, მაგრამ მგონია დიმარკოს უკეთესი სეზონი ექნება.
კორეა იმედია რამეს იზამს, ძალიან დაგვჭირდება.
ონანაზე ჯერ ვერ დავწერ.
სამწუხაროდ, ბეწვზე კიდია ჩვენი მეორე ვარსკვლავის ამბიციები და იმედია არ გაწყდება.