ძვირფასო ინტერის ფანებო
მადლობა...
მადლობა, რომ გიყვარვართ, როგორც საკუთარი ახლობელი.
მადლობა, რომ მე და ჩემს ოჯახს თავი სახლში გვაგრძნობინეთ.
მადლობა უპირობო მხარდაჭერისა და ყოველდღიური სიყვარულისთვის.
მადლობა პირველი სეზონის შემდეგ მოტივაციისთვის.
როდესაც ′′ინტერში′′ ჩამოვედი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ამ კლუბისთვის ყველაფერი კარგის მიცემა შემეძლო.
ლამაზი ისტორიის დასაწყისი იყო ის სიყვარული და დახვედრა, რაც მალპენსას აეროპორტში მივიღე.
გადავწყვიტე, რომ ინტერის მაისურით არ გამეცრუებინა თქვენთვის იმედები.
ყოველ ვარჯიშზე, ყოველ დღე 100%-ით დახარჯვას ვაძალებდი ჩემს თავს, მაგრამ განსაკუთრებით თამაშებში ვიხარჯებოდი, რომ ბედნიერი გავმხდარიყავი.
პირველი სეზონი რთულად დასრულდა , მაგრამ თქვენ მე მომეცით ძალა, რომ გამეგრძელებინა და ჩვენ ეს ერთ გუნდად შეკრულებმა გავაკეთეთ, ამიტომაც გავხდით ჩემპიონები.
იმედი მაქვს მიხვდით ჩემს გადაწყვეტილებას ჩელსიში გადასვლის შესახებ. ეს ჩემთვის მთელი ცხოვრების შესაძლებლობაა და ვფიქრობ, რომ კარიერის ამ ეტაპზე ის შესაძლებლობაა, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
ერთი რამ ნამდვილად ვიცი, მე სამუდამოდ დავრჩიები აქ, ჩემი გული სამუდამოდ დარჩება აქ, რადგან თქვენს გარეშე მე არ ვიქნებოდი ის კაცი და მოთამაშე, რომელიც დღეს ვარ.
ასე რომ, მადლობა ჩემი გულის სიღრმიდან
მე მიყვარს აქაურობა
უღრმესი მადლობა
ყოველთვის ფორცა ინტერ
რომელუ.
This post has been edited by Masha_Sharapova on 15 Aug 2021, 14:56
მიმაგრებული სურათი