George_Best
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23706
წევრი No.: 242935
რეგისტრ.: 19-May 18
#58372975 · 17 Sep 2021, 01:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mr-Raptor შენ კიდე რა იყო კოლეაქციას აგორვებ კორონის შტამების? ხო ხარ კარგად? * * * გლეხი,რომელიც მეფე ვერ გახდა ლონონში,ტრაფარგალრის მოედანზე აღმართულ ნელსონის შთამბეჭდავ ობელისკს ასეთი წარწერა აქცს:"ბრიტანეთი იმედოვნებს,რომ ყოველი მოქალაქე მოიხდის თავის ვალს",ეს დიდად სიმბოლური წარწერაა და ჩვეულებრივი ინგლისელები,დიახაც რომ,ამ შეგნებით ცხოვრობენ. მაგრამ არის დღევანდელ კუნძულზე კაცი რომელმაც ეს ვალი ვერ მოიხადა.ეს არის კაცი,რომელსაც შეეძლო მარადონას მემკვიდრედ ქცეულიყო და მსოფლიო ფეხბურთის გვირგვინი დაეპყრო.ეს კაცი დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ,საოცარ ფიგურად მსოფლიო ფეხბურთში. მის სახეს ვერ ნახაVთ სარეკლამო დაფებზე,ის არ ჩანს პოპულარულ ტელეგადაცემებში და არავის აინტერესებს მისი აზრი ამა თუ იმ საკითხის შესახებ.ნორჩ ფეხბურთელებს არასდროს ასწავლიან თამაშს მისი სახელის და ოსტატობის მოხმობით.სამაგიეროდ წერენ აუარებელ წიგნს მისი ცხოვრების ,სწორედ ცხოვრობის და არა თამაშის შესახებ.სადაც აღწერილია ამ აკცის,ერთი ქუჩის ბიჭის თავგადასავლები,გაუთავებელი მუშტი-კრივი,ლოთობა,არაჯენლტმენური ქცევა და ზურდელური სიტყვა პასუხი.ისიც კარგა ხანი შეეჩვია ამას. ამბობენ,რომ პოლ გასქოინი,იგივე გაზა,რომელსაც ძალუძდა ფანტასტიური თამაში ათიდან ათ შეხვედრაში,ამას ათიდან ორში აკეთებდა.,ოეჩვია ამას და ის თავს დამარცხებულადამიანად მიიჩვნევს. საზოგადოებისთვის ის ისეთი მიუღებელი ვინმეა,როგორც შარაგზის ყაჩაღი,ან მკვლელ-მანიაკი.მის სახლის ფანჯრებს ყოველთვის მძიმე ფარდები აქვს ჩამოფარებული,რადგან სახლის გარშემო მუდმივად დაძრწიან ტაბლოიდების ფოტორეპეორტიორები.ესენი,თურმე,დარწმუნებული არიან,რომ გაზას აფეთქება ყოველ წამს მოსალოდნელია და ცინცხალი სკანდალური ფოტო ძაან წაადგება მათ ჯიბეს.ეგებ პოლმა ცოლი ცემოს,ან ტელევიზორი გადმოაგდოს ფანჯრიდან,ან სულაც სახლიდან გამოავრდეს და რომელიმე რეპორტიორს თავპირი დაუსიოს.მთელი ინგლისის აუტანელმა მოკალმეებდა და ფოტორეპორტიორება იციან რომე ღამის კლუბებში დადის გაზა დროის სატარებლად.თუ არ იციან დ აკუდში სდევენ მანქანით/.გაზამ ეგებ არაფერი მაოხდინოს,მაგრამ მეორე დღეს გაზეთში ზუსტად იქნება აღნუსხული,რამდენი დალია,ვის უპწკინა,ვის შეაგინა და შეზარხოშებული პოლის ფოტოსაც არავინ დაამადლის მკითხველს. ევრო 96 მერე გაზა დაოჯახდა და თავის დახურულ საქორწინო ცერემონიალზე ფოტოეის გადაღების უფლება მხოლოდ ჟურნალ "ჰელოუს " მიჰყიდა და როგორ გგონიათ რა მოხდა,გაზეთმა "სანმა: ერთ-ერთი სტუმარი მოისყიდა და რამდენიმე უხარისხო ფოტო მაინც გამოაქვეყნა მეორე დილით/ როდესაც შემთხვევით ტელეკამერას მიუშვერენ და რაღაცის გამო აზრს კითხავენ,პასუხად შესაძლოა მხოლოდ ბოყინი გაისმას,ან კიდე გაზამ თავისი განთქმული ნაგაზის ენა გადმოაგდოს. დიახ,პოლ გასქოინი არ იძლევა ინტერვიუებს. ის მუდმივი პრესის ქვეშ ცხოვრობს და თამაშობს,რადგან არასდროს არავინ არის მის მხარეს.ყოველთვის მის წინაამღდეგ არიან,რადგან მისი ქცევების შემყურე ადამიანს გაუჭირდება მის მხარეს ყოფნა. ამბობენ რო ის გიჟია. მეტიც ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებსაც კი გამოთქვამენ ხოლმე ტელევიიზიით,აგვიხენით ერთი,რა სჭირს ამ ბიჭსო.და ისინიც მოყვებიან:არამდგრადიაო,უმარტავიაო,ისტრეიულიაო,ამას ლუდის მოჭარბებული სიყვარულიც ერთვისო. მაგრამ გაზა განა იმაზე მეტ ლუდს სვამს,რამდენსაც ბრაინ რობსონი,საყავრელი კაპიტანი ამრველი ითვისებდა ფეხბურთის წლებში? ინგლისში ამბობენ,რაგბი ხულიგნური თამაშია და მას ჯენლმენები თამაშობენ,,ფეხბურთი კი ჯენტლმენური თამაშია და ავრსკვლავებად ხულიგნები ჰყავსო. მახვილი ნათქვამის.ფეხბურთს უფრო ქუჩის ბიჭები მისდევენ,გაზაც ქუჩის ბიჭია.უფრო სწორად კი გაზა ერთ ღარიბ ოჯახში გაზრდილი,ფეხბურთით გამდიდრებული ვინმეა.ყველაფერთან ერთად ის ჯორდია-რაც იმას გულისხმობს,ერთი ქაჯი ბიჭი გახლავთ.როდესაც ინგლისელები გაბრაზებით ეტყვიან ვინმეს,შე ჯოროვ შენაო,ეს იმას ნიშნავს,რომ ეუბნებიან შე ქაჯო,გოიმო და გორსალაო..უფრო სხვანაირად კი,უსწავლელო გლეხოო. დიახ,გაზა გლეხია,გადარეული გლეხი/ მან წააგო ყველა ბრძოლა ქვეყნის მედიასთან,სასამართლოსთან,ცოლთანაც კი,მაგრამ ამასობაში ისე გამოვიდა მან ფეხბურთიც კი წააგო. იქ,ინგლისში გასქოინი ყველაზე,შავი უარყოფითი გმირია.მაგალითია იმისა,თუ როგორი არ უნდა იყო.არ არსებობს ინგლისური სარეკლამო კლიპი მისი მონაწილეობით,რადგან არავინ იყიდის ორცხობილას,რომელიც გაზას მოწონს.უცნაურია მაგრამ ერიკ კანტონა,ტონი ადამსი,პოლ მესრონი,მორალის,ვაჟკაცობის და პირუთვნელობის მაგალითებად ითვლებიან.ეს მონანიე ხალხია,ასეთი ხალხი უყვართ და მათში გმირს ხედავენ. პოლი კი...განა მას ჭკუა მოეკითხებაა? ცოლს ცემს,მობოდიშება კის ერიოზულად არ აღიქმება,იმიტომ რო გაზა არანორმალურია და ხვალეც იმავეს მოიმოქმედებს.ა რუყუროთ გაზას-ის ყოველდღე ამტკიცებს თავის სიგიჟეს. მაგრამ ეს ერთი გაზაა/ ხომ არსებობს მეორე გაზაც?არსებობდა კი არა,მთავარი სწორედ ის არის,ფეხბურთელი პოლ გასქოინი. მისი ყოფა და თამაში გადაჯაჭვულია.მოედანზე პირდაპირ აისახება ხოლმე გაზას პირადი ცხოვრება,აი გაზა ცოლს ეჩხუბა და მეორე დღეს ვინსენტ ბოგარდს უთავაზა წიხლი. თბილისის სტადიონის გასახელის დერეფანში,ინგლისელთა აქ ჩამოფრენის დროს,მე ვნახე გასქოინი,თავჩაღუნულმა,შემცბარმა და თითქოს რაღაცით ნირწამხდარმა,პირადი ცმელის თანხმლებით ჩაიარა და თვალი იატაკისთვის არ მოუცილებია. გაზა აღარაფრის მეფობას არ აპირებს,ის არ ჩანს ,რომ მას რაიმე საფეხბურთო ოცნება ქონდეს,უბრალოდ მას ერთი სიხარული ქონდა-თამაში/ "პოლ გასქოინის გმოსათხოვარი სეზონი,ონავარი ბიჭის უსახელო დასასრული.უსახური თამაშების სერია,უდიპლომო პროფესორის მარცხი.მას თამაში არ უნდა "-ასეთია ინგლისელ საფეხბურთო მწერალთა აზრი ვაჰ,დრონი,დრონი პოლი არ არის ხოლმე მზად კაცური საუბერებისთვის.უფრო სწორად,არ ესმის,ამ საუბრების დიდი მნიშვნელობის.ნაკრების მწვრთნელად ტერი ვენეიბზლი აღარ იყო,არადა ამ გულთბილმა,ჭკვიანმა კაცმა სამი წლით მაინც გადადო გაზა--ბიჭის საფეხბურთოი გარდაცვალება/მისმა მამაშვილურმა და ადამიანურმა მიდგომამ გამოაცოცხლა ფორმიდანა მოვარდნილი გასქოინი-ათამაშა მას ევროპის ჩემპიონატი.ვენეიბზლი ცალფეხა გაზასაც დაუძახებდა ნაკრებში,მახ ახლა სხვა დროა/ გაზა განზე დარჩა და ინგლისურმა მედიამ პირველმა იგრძნო რომ აკცი დაღმართისკენ მიექანებოდა. ინგლისელები გასაოცრად ფაქიზნი არიან ფეხბურთის აღქმაში,მათ თAმაშის გაგება სისხლში აქვთ და კარგად უწყიან,ვინ არის პოლ გასქოინი.ეგებ,დიასახლისებმა კიდეცგალანძრონ,ან არ უყიდონ შვილებს რვანომრიანი ნაკრების მაისური,ნაგრა ქომაგებმა იციან რომ არსებობს გაზა და არსებობს ყველა დანარჩენიი. ფეხბურთი ასეა გაყოფილი.ალან შირერს ყოველ შაბათს გაქჰონდა გოლები,ილაჯგაწყვეტილი,გულამღვრეული გაზა კი თვენახევარში ერთხელ თუ დაივიწყებდა თავის პირშავ,არეულ ცხოვრებას და ხასიათს და აი მაშინ საოცრება ხდებოდა.მაშინ საფეხბურთო ზეიმი იმართებოდა და მინდორს ამ სულელი ბიჭის მაგია იპყრობდა. და სწორედ მაშინ,შირერის გოლებს,შერინგემის დახვეწილ თამაშს და ადამსის სალ კლდეებს აღარვინ იხსენებს. გაზააააააააააააააა!!! დევიდ ბექემი კი არ არის გაზა,ბრწყინვალე მომავალი და საუცხოო დღევანდელობა აქვს,მაგრამ ის ვერასდროს იქნება გაზა/ გასქოინი ახლა იმ ასაკშია ,როცა უმძიმესი წუთები უდგება,მას აღარავინ ელოლავება და თვალში საცემია,რომ ბევრად არც არავის უღირს/ საკაცეზე გაშხლართულს ფეხზე ოვაციებით მიაცილებდნენ ოლდ ტრაფორდის ფანები.ის უიღბლო და უბედური კაცია,როგორც ერთმა ქომაგმა თქვა,,გიჟია,მაგრამ ფეხბურთელად დაიბადა,სულ ცალი ხელის თითებზე ჩამოითვლება ის ხალხი,ასეთებად რომ იშვნენ.ის ფეხბურთელობისთვის დაიბადა და ამიტომ სტადიონზე არავინ იხსენებს,სად რა სისულელე ჩაიდანა.მას ელოდნენ,მისი იემდი ჰქონდათ.ფიქრობდნენ ეგებ დღეს იყოს,ის ძველი დაუვიწყარი დღესასწაული,გაზას ცარიელ თავს და დამძიმებულ გულს აგრე რომ სწყურიაო. განა ღირს იმაზე ლაპარაკი,როგორ თამაშობდა ფეხბურთს გლეხი კონცერტმეისტერი? გლეხი,რომელიც მეფე უნდა ყოფილიყო,კაცი რომელმაც ვერაფერი მოიგო,კაცი რომელმაც ტალანტი დაახურდავაო.იტყვიამ ხოლმე,მაგრამ საკვირველიც ეს არის,გაზას ტალანტი არდაუხრდავებულა,ის ისეთია როგორიც იყო/ დავასრულოთ ივნინგ სთედერის საფეხბურთო მწერლის მაიკლ ჰარისის სიტვყებით"ამიტომ ჩემთვის აგზა ყოველთვის ბიჭი იყო,რომელიც არ გაიზარდა და რომელიც დიდად ნანობს ამას"VIDEO
--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@ ოკ იმ პენალტის დედა ######, იქ ჟირუმაც ვერ გიატანა პენალტი, ასე რომ გაიქვიტა ეგ თემა@