"არის ასეთი ჟურნალისტი, სირო ლოპესი, რომელმაც ერთ დროს დააარსა გადაცემა, რომელიც დღეს გადაფორმატირდა და სახელად ჰქვია - ყველასთვის ნაცნობი El Chiringuito. თავად სირო ლოპესი პერიოდულად სხვადასხვა მედიაში ჩნდება, მაგრამ ძირითადად Twitch-ზე ლაივებს უშვებს ხოლმე.
ამ ლაივების დროს ის ხშირად ინსაიდერულ ინფორმაციად გვთავაზობს. მის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი ინსაიდები:
სერხიო რამოსი რეალს დატოვებს, ლუკას ვასკესი გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
რეალს არც პოჩეტინო, არც რაული და არც ალეგრი არ ჩაიბარებენ (იმ დროს სწორედ ამ სამეულზე იწერებოდა), რეალში დაინიშნება მწვრთნელი, რომლის სახელიც ჯერ პრესაში არავის უხსენებია. კლუბმა კარლო ანჩელოტი დანიშნა, რომელზეც იმ დროს არავინ წერდა ❗
რატომ გიყვებით ამ ყველაფერს და რა შუაშია კილიან მბაპე? ამ ჟურნალისტმა დააანონსა, რომ ხვალ, თბილისის დროით 17:30 საათზე გაუშვებს ტვიტჩზე ლაივს, რომელსაც არ გათიშავს იქამდე, სანამ (ამ ზაფხულსვე) კილიან მბაპეს ტრანსფერი არ დადასტურდება, ანუ ის ამ ტრანსფერში იმდენად არის დარწმუნებული..."
იმედია ხვალ საღამოს „საღოლ სირო!“-ს ყვირილის საბაბი გვექნება
This post has been edited by Gioma771 on 29 Aug 2021, 18:37