პოჩემ
ბედნიერია აქო ეგ ყვერიო და რავიცი
ზიზუ იმენნა მეგეთხოვება რამე ჩეპე არ მოხდესსსზს
22 წლის ფრანგი ფორვარდის „გათეთრება“ უფრო და უფრო ახლოს არის. ჯერ არასდროს, არასდროს! რეალს არ უმუშავია ასე დაწვრილებით და დეტალურად რომელიმე ტრანსფერზე.
ახლა ფლორენტინო პერესის და ყატარის ემირ ტამიმ ბიმ ჰამად ალ ტანის შორის გამართულ მოლაპარაკებებში არავინ არ უნდა ჩაერიოს, რომელიც თავადვე მიიღებს ბოლო გადაწყვეტილებას მბაპეს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით. მხარეები მოლაპარაკებებში არცერთ შუამავალს არ უშვებენ და არც ერთმანეთზე ახდენენ ზეწოლას.
ამ პერიოდის მანძილზე, რეალს არცერთი შეცდომა არ დაუშვია. კლუბის ხელმძღვანელობიდან არავის უცდია პსჟ-სთან მოლაპარაკებების წამოწყება. გარდა ამისა, ბევრმა აგენტმა რეალს ამ ტრანსფერში შუამავლის როლის შესრულება შესთავაზა, თუმცა კლუბი ამ შემოთავაზებებს ძირშივე სპობდა.
ჯერ კიდევ წინა წლის მარტიდან, რეალის ხელმძღვანელობამ მთავარი სატრანსფერო სამიზნე დაისახა - კილიან მბაპე. ვერავინ და ვერაფერმა გადააფიქრებინა ვერც კლუბს და ვერც თავად ფეხბურთელს, რომელსაც სურს, პროექტის მთავარი სახე იყოს. მადრიდელებმა სრული ყურადღება ფრანგი ფორვარდის ტრანსფერზე გადაიტანეს და მინო რაიოლასაც კი უარი უთხრეს, რომელიც გუნდს ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი დაეხმარებოდა. მბაპეს უნდა დაენახა, რომ ახლა მისი დროა, რომ ახლა, ის - განსაკუთრებულია.
სწორედ ამის გამო უთხრა უარი მბაპემ პსჟ-ს ყველა შემოთავაზებაზე. მან უდიდესი მოთმინება გამოიჩინა და ძალიან სწორი დრო შეარჩია იმისთვის, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობისთვის ეთქვა, რომ კარიერის გაგრძელება მადრიდის რეალში სურს. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ახლა ჯერი პარიზელთა მფლობელზეა, რომელმაც ფინალური მოლაპარაკებების გამართვაზე საბოლოო თანხმობა უკვე განაცხადოს.
უკუთვლა უკვე დაწყებულია და ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ ტრანსფერი აჩქარდეს. რეალის ხელმძღვანელობას სიტუაცია არ აუჩქარებია, პსჟ-ს პატივისცემით ეპყრობოდა, იგივეს აკეთებდა მბაპეც, რომელზეც მესის მოსვლამაც ვერ იქონია გავლენა. ამ ისტორიის დასასრული უკვე ახლოს არის. თუმცა, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ხვდება, რომ მბაპე მადრიდის რეალში ამ ზაფხულსვე გადავა.
Marca, Jose Felix Diaz
ტიკ ტაკ ტიკ ტაკ
This post has been edited by sxm777 on 19 Aug 2021, 20:40