ზოგადად ორი სახის კლასი არსებობს ფეხბურთში - ინდივიდუალური და გუნდური
პირველი ყველაზე ნაკლებად არის მწვრთნელზე დამოკიდებული და გაცილებით ნაკლებად სისტემურია.
შორს რომ არ წავიდეთ, ლივერპული-სიტის თამაშიდან მოვიყვან ორივე კლასის მაგალითს
სალაჰის გოლი სიტის კარში. გუნდურად იდელურად იყო სიტი განლაგებული, არც დაცვა ჩავარდნილა, არც თავისუფალი ზონა დაუტოვებია ვინმეს
მაგრამ სამი კაცი მოატყუა და გაიტანა. ეგაა ინდივიდუალური კლასი.
მაგრამ მწვრთნელი ხო ვერ დაგეგმავს კონკრეტულ მატჩში, რომ მისი ფეხბურთელი სამ კაცს შემოიხვევს და თამაშს გაამწვავებს რეგულარულად. (აქ გამონაკლისი მხოლოდ ერთი კაცი იყო

)
ამიტომ მწვრთნელის ამოცანაა შეუმსუბუქოს ეს სამუშაო, რომ სიტყვაზე 5 კვადრატულში სამი კაცის მოტყება კი არ უწევდეს მის შემტევს, ისე იღებდეს ბურთს რომ სივრცე ჰქონდეს სისწრაფის ასაკრეფად და ერთი მეტოქეზე მეტი არ ეღობობედეს
ამის მაგალითი უკვე ფოდენი-მილნერის დუელია. დააწიოკა ფოდენმა ლივერის ფლანგი, იმიტომ რომ ისე თამაშობდა სიტი, რომ ხშირად დარჩენილიყო ერთი-ერთზე მცველთან, გამჭოლ გადაცემებს უკეთებდნენ სისწრაფეზე
მოკლედ ყველანაირი პირობა ჰქონდა რომ თავისი კოზირები მაქსიმალურად გამოეყენებინა.
ანუ სალაჰს არ ჰქონია არანაირი წინაპირობა, უბრალოდ შეკლასა და გაიტანა. ფოდენის გოლი კი სიტის მთელი თამაშის შედეგია.
ეგაა ინდივიდუალური და გუნდური კლასი. ჩვენ ახლა ობიექტურად გვაქვს ინდივიდუალური კლასის მინიმალური რაოდენობა, როგორც მინიმუმ ამ საუკუნეში

ახლა გვჭირდება გუნდური კლასი და ეგ უკვე დიდ წილად მწვრთნელზეა დამოკიდებული.
მაგრამ ამ ეტაპზე სამწუხაროდ არც ეს გვაქვს. განსაკუთრებით კარგად ატლეტიკოსთან გამოჩნდა ეს.
სიმეონეს ატლეტიკო გუნდური კლასით ყოველთვის გვჯობდა, მაგრამ ინდივიდუალურ კლასში იყო იმხელა სხვაობა, რომ მხოლოდ ლიგაზე გვიგებდა, ზე მოტივაციის ხარჯზე
წინა თამაშში კი ყველაზე ცუდი საყურებელი ის იყო, რომ გუნდური კლასითაც და უკვე ინდივიდუალურადაც ჩვენზე მაღლა იდგნენ.
ეხლა პერსპექტივებს რაც შეეხება და ამდენი რატო ვწერე:დ ინდივიდუალურ კლასის მხრივ მხოლოდ ლაზარეთიდან თუ მივიღებთ შევსებას და მაგას ელოდებაო კუმანი სულმოუთქმელად
მაგრამ აი გუნდური კლასი რაცაა და მესის მერე ვისაც გვეგონა რომ ამაზე გაკეთდება აქცენტი, მგონი სასტიკი იმედგაცრუება გველის:დ
ზოგადად კი ძაან დიდი სისულელე მგონია ყველა დროის უძლიერესი ინდივიდუალისტის გაშვება და მერე ისევ ინდივიდუალიზმზე ფსონის გაკეთება და არა გუნდურობაზე
მაგრამ გუნდურობას გავიმეორებ, შესაბამისი მწვრთნელი სჭირდება
This post has been edited by Nicolas_ on 4 Oct 2021, 16:12