ერთი მეკარეზე გეტყვით ერთ-ორ სიტყვას რა.
შტეგენი რომ წასასვლელია ამას მიშოს გარდა ყველა ხედავს და პირველ რიგში თვითონ, მაგიტომაა ესეისტად რომ გადაიქცა ლამის და ყოველი თამაშის მერე ბოდიშების ახალ-ახალ წერილებს აქვეყნებს ინტერნეტში; ეტყობა ლიტერატურას ჩაუჯდა და სულ განსხვავებულ სტილში გვთავაზობს ესეებს

გინდ ნეტო მდგარა კარში, გინდ პენა, გინდ არნაუ და გინდ შტეგენი, რამე ძირეული ცვლილება არაფერი იქნება ცუდის მხრივ, ისენი გასაშვებს გაუშვებენ და ასაღებს აიღებენ; ამასავით არ იქნებიან ზოგჯერ გასაშვებს რომ იღებს სასწაულად და ასაღებებს უშვებს თითქმის სულ.
არა ძმაო რა, ვალდესზე მაგარი მეკარე არ გვყოლია მართლა. ბრავო კი სტაბილურად და დასტოინად იდგა ლა ლიგაში, უნდა ვაღიარო. შტეგენი რაღაც პერიოდი ძაან კარგი იყო, მაგრამ რამდენი წელიც ვიქტორამ ითამაშა, ეგეთი სტაბილურები ესენი ვერც ერთი ვერ გამოდგებოდნენ და შტეგენი რომ ვერ გამოდგა აგერ არის ფაქტი. ვალდესმა პირადად ითამაშა უდიდესი წვლილი ყველა ლიგის დადებაში, განსაკუთრებით გაიხსენეთ 2006 წლის ფინალი, რამდენჯერ აიღო ანრის ერთი-ერთზე. 2009 წელს დროგბას რა ბურთები აუღო ბრიჯზე. ფინალშიც დონე დაჯვა. ამდენი და ასეთი მნიშვნელობის სეივები არ აქვთ იმათ ჯამშიც კი, რადგან ვალდესის დონის მეკარეები არ არიან.
ეხლა შემცვლელს რაც შეეხება, ჩემი აზრით აქ კითხვის ნიშანიც კი არ დგას - ანდრე ონანა !
ლა მასიის გაზრდილი, ტოპ დონეზე ნათამაშები, სტილს მორგებული, აიაქსში დაღვინებული, მოვალდესო ტიპი.
ბარსელონას დეენემმა განაპირობა ის რომ მეკარე არ უნდა იყოს სულ მოწოდების სიმაღლეზე, რადგან ეს კონცენტრაციას აკარგინებს მცველებს და შესაბამისად ბევრ გოლს ვუშვებთ. პარადოქსია, მაგრამ მეკარის კარგი თამაში გუნდის დაცვაზე საპირისპიროდ მოქმედებს. ადრე როცა შტეგენი დედას იტყნავდა ძაან ბევრ მომენტს გვიქმნიდნენ, მაგრამ ეს იღებდა სასწაულ ბურთებს. ეხლა როცა პროჭს უვსებენ იმდენი მომენტი აღარ იქმნება, მაგრამ ეს უშვებს დაგორებულ ბურთებსაც, სრულიად შეურაცხადი გახდა. დაცვა ეხლაც ცუდია, მაგრამ ფოინთი სხვა რამეა.
აი ამ პრობლემას აღმოფხვრის ონანა, რადგან ვალდესისებრთა ოჯახიდანაა, რაც პირდაპირ ჩამოყალიბდა ბარსელონას დეენემის ნაწილად. აუცილებლად გაუშვებს ერთ-ორ კომიკურ გოლს სეზონის განმავლობაში, მაგრამ კრიტიკულ მომენტში სულ მოწოდების სიმაღლეზე იქნება როგორც ვალდესი იყო. მართალია, საიმედოობის განცდა აღარ გვექნება, მაგრამ სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, რომ ეს განცდა უბიძგებს ჩვენს დაცვას მობილიზებული და კარგი თამაშისკენ.
ონანას მოსვლით ორი პრობლემა გვარდება: მეკარის და დაცვის.