მთავარია დღეს მოვიგოთ!
ჰოლანდი ნაკლებად სავარაუდოა რომ ჩაიჯვამს, ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს და უკვე ამ ასაკში ისეთ ფეხბურთს აჩვენებს,რომ მცირე შანსია ვერ გაამართლოს მასზე გაცემული ავანსები, თუმცა ფეხბურთში და არა მარტო ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჰოლანდზე უფრო ნიჭიერი ხალხი ახსოვს ფეხბურთს ყველა რომ გაიძახოდა ახალი მარადონა და პელეაო, მაგრამ ბოლოს ჭ კლასის გუნდებში დაასრულეს კარიერა. შორს რომ არ წავიდეთ სავიოლა ემახსოვრება ბევრს.
რამხელა მომავალს უწინასწარმეტყველებდენ და საბოლოოდ იგუანის დონეც ვერ დადო. არადა, ჰოლანდისგან განსხვავებით სიმაღლით მაინც იყო ჩვენი კაცი
მეც მგონია, რომ საჩვენო კაცი არ არის ჰოლანდი, მითუმეტეს თუ ჩავიმ ტიკტაკუნები მოსცხო.
ბრაზილიდან გვინდა ვინმე სამბას მოცეკვავე,მაგრამ ბრაზილიაში ამ ბოლო დროს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტექნიკური ფეხბურთელების ნაკლებობაა.
აღარა ის დრო, 3 გუნდის გამოყვანა რომ შეეძლო ბრაზილიას, სადაც რამოდენიმე ვარსკლავი იქნებოდა.