zigfriedრა ხდება აყვავდით მესის გარეშე?
რა მარტივი იყო ზიგფრიდისთვის რამდენჯერაც ვერ მოიგებდა გუნდი მესის დააბრალიდა ხოლმე
"ბარსელონას" ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, Voetball International-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.
კუმანის თქმით, მესის გვერდით ყველა ფეხბურთელი იმაზე უკეთესი ჩანს, ვიდრე რეალურადაა.
ლეო მესი "ბარსელონაში" არსებულ პრობლემებს ფარავდა. რა თქმა უნდა, მას გარშემო კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ მატჩის ბედს იგი წყვეტდა. მის გვერდით, ყველა იმაზე უკეთესი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ეს არის არა კრიტიკა, არამედ დაკვირვება.
მე ვიცოდი, რამდენად კარგი იყო ის, მაგრამ მისი ყოველდღე ახლოდან ხილვა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო. ყველაფერს, რაც შეიძლება რომ ფეხბურთელს ასწავლო, სიტუაციის აღქმა, ბურთის მიღემა პრესინგის დროს, პასის სიზუსტე, გოლების გატანა, მესი იდეალურად ასრულებდა, ათიანზე. ეს არანორმალურია, არანორმალური.
ანდახან, ვარჯიშის ბოლოს, ზოგიერთი ფეხბურთელი სრული დატვირთვით აღარ ვარჯიშობდა. მესის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო, იგი არასდროს ეკიდებოდა ვარჯიშს არასერიოზულად და ყოველთვის, ყველაფერში გამარჯვება სურდა.
ჩვენ, ყოველთვის, ვარჯიშამდე რონდოს ვაკეთებდით. ერთ ცდაზე 20 პასი კეთდება, თუ წრეში მყოფი ორი ფეხბურთელი ბურთის ჩაჭრას ზედიზედ სამი ცდა ვერ შეძლებს, დანარჩენები მათ კორიდორს უწყობენ და მსუბუქად ურტყამენ.
მესის ვკითხე, წაგებული ჰქონდა თუ არა რონდო ოდესმე, მან მიპასუხა, რომ ერთხელ. ამ წლების განმავლობაში, ვეტერანები ახალგაზრდებთან რონდოს არასდროს აგებდნენ. ეს ერთხელ მესის დაემართა და ამის გამო იგი ერთი კვირა უკმაყოფილო იყო. მესი ვარჯიშებზე ნამდვილი ტირანი იყო.
როდესაც "ბარსელონაში" მუშაობა დავიწყე, მესის მასთან სახლში ვესაუბრე. გაოცებული ვიყავი, თუ რამდენად იყო იგი დაინტერესებული და ჩართული ფეხბურთში.
მას სეზონის სტარტი რთული გამოუვიდა, რის გამოც მოიბოდიშა. მისთვის, აუცილებელია, ჰქონდეს რწმენა, რომ რასაც აკეთებს, პერსპექტივა გააჩნია. თანდათან, იგი საქმეს უფრო მეტი ენთუზიაზმით ეკიდებოდა.
იგი იდეალურად თამაშობდა. ხანდახან, პასსა და დარტყმაზე ვვარჯიშობთ, როდესაც ბურთი მცირე ზომის კარში უნდა მოახვედრო. რამდენიმე დღის წინ, ანსუ ფატიმ კარს სამი მეტრით ააცილა, რადგან ბოლომდე ფოკუსირებული არ იყო. ეს არ მოხდებოდა, გვერდით მესი რომ ჰყოლოდა. ასეთი რამ მესის არასდროს დამართნია.
იოჰან კრუიფის გარდა, არავინ მინახავს ისეთი ადამიანი, რომელსაც მესის მსგავსი საფეხბურთო ინტელექტი აქვს. ხანდახან, ალფრედი (შროიდერი, კუმანის ასისტენტი) ფეხბურთელებს ვარჯიშებს ინგლისურად უხსნიდა. მესი ინგლისურად კარგად ვერ საუბრობს, მაგრამ რამდენიმე წამში მან უკვე იცოდა თუ რაზე იყო საუბარი.
მესიმ წინა წელს 50 გოლი შექმნა. იგი სხვა მოთამაშეებისთვის მისაბაძი მაგალითი იყო. მას არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ შარშანდელმა კოპა დელ რეიმ მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად, მან დაინახა, რომ "ბარსას" მომავალი აქვს. თასის აღნიშვნისას, ყველას მასთან ერთად ფოტოს გადაღება სურდა, მსგავსი რამ არასდროს მინახავს.
ამდენად დიდი იყო და არის იგი. მისი წასვლა მთელი ქალაქისთვის შოკისმომგვრელი იყო.
This post has been edited by ani-salivani on 24 Sep 2021, 09:35