ორასმა მილიონმა რომ გაიჟღერა ხომ არ დავიჯერეთ და მართლა რაღა აკლია ორას მილიონს.
შევაჯამოთ:
შევიძინეთ ძალიან დიდ თანხად მეკარე. რად გვინდოდა? ხეზ?
ცენტრალური მცველი 50 მილიონად. რომელსაც არაფერი არ დაუმტკიცებია საერთოდ. 30 მილიონიანი ტალანტი ისევ იჯარით გავუშვით.
სამბი ლაკონგა - ნუ თავისთავად ცხადია სკამის გასაძლიერებლად.
ტავარეში - მე მგონი ყველაზე ნორმალური და საჭირო ტრანსფერი, ფიზიკურად არ გვყავდა ტირნის შემცვლელი.
პრობლემური პოზიციები - მარჯვენა მცველი და კრეატიული ნახევამცველი. გავუშვით ბელერინი და მოვიყვანეთ იაპონელი ცენტრალური მცველი რომელსაც მარჯვნივაც შეუძლია თამაში

+ - ჩემბერსი ანუ.
კრეატიულ ნახევარმცველის პოზიციაზე მოვიყვანეთ მთავარ ტრანსფერად ტიპი რომელიც შარშანაც გვყავდა და სამში გრძელი მოვიგეთ მასთან ერთად
მთავარ პრობლემად რამდენი ხანია სახელდება სრედნიაკებით გავსება გუნდის, ისე რომ მერე უფასოდაც ვერ ვაგდებთ და ამის გამო საშინლად გადახარჯული სახელფასო ფონდი.
და ისევ სრედნიაკებით გადავავსეთ გუნდი

150 მილიონი ჩავათხლიშინეთ და იმედიც კი არ გაქვს რომ შარშანდელ გუნდს შეიძლება ჯობდეს რამით.