სწორს შვები
https://ombudsman.ge/geo/broshurebi-da-bukl...itsia-macherebsეს ბუკლეტი ნახე, ჩემი გაკეთებულია, ყველა საბაზისო ინფოა, რაც პოლიციელთან შეხვედრისას გჭირდება
წაიკითხე ესენი და დაიმახსოვრე, რაზე გატრაკების უფლება გაქვს და რაზე არა - იცოდე კანონი, იქნები დაცული :დ
პრაქტიკული კუთხით, რასაც გირჩევდი, არის 1 ვიდეოს ჩართვა 2 სიმშვიდის შენარჩუნება 3 სახელის და გვარის კითხვაზე ენძრევათ რამე არასწორს თუ აკეთებენ ხოლმე, ამიტომ ეგ კითხე პირველივეზე აუცილებლად და ახსენე 126 (გენინსპექციის ნომერი) ან 1481 (ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი)
99% შემთხვევაში გაჭრის
და თუ ის 1%-ია, სადაც იმენა შენი გაფუჭების/რამის ჩადების მიზანი აქვთ, ვიდეო გათიშე, დარეკე 1481-ზე და სანამ არ მოვალთ, ჩხრეკა არ ჩაატარებინო
ჩხრეკა მაინც თუ დაიწყეს, ან ვიდეო ჩართე, ან გამვლელის დასწრება მოითხოვე, ან სამხრე კამერის ჩართვა მოსთხოვე (თუ საპატრულოა)
ჩხრეკა მაინც თუ ჩაატარეს, გაეცანი ოქმს და ეს ყველაფერი, რაც დაარღვიეს - ანუ სახალხო დამცველის აპარატს რომ დაუკავშირდი, გამვლელი და ვიდეო რომ მოითხოვე და ყველაფერზე უარი გითხრეს - ჩაწერე ეგრევე ოქმში
ეს უკვე იმხელა საბუთი იქნება, რომ მოსამართლე გვერდს ვერ აუვლის
რაც ეშლაბთ ხოლმე ამ დროს ისაა, რომ უარს ამბობენ საერთოდ ხელის მოწერაზე ოქმის და მერე ამას პოლიცია ისე განმარტავს როგორც თვითონ აწყობს და მოსამართლეს დასკვნის გამოტანის საშუალება აღარ აქვს