Deutschland..ესტონეთის გემთმშენებლობის წილი ეკონომიკაში არის 0.76% ანუ იმაზე ცოტა, ვიდრე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წილი საქართველოს ეკონომიკაში. ანუ ესტონეთის მაგალითი არ გამოდგება. თითქმის 64% მოდის სერვისზე. თვითონ ინდუსტრიას თუ ჩავშლით ყველაზე დიდი პროცენტი უკავია ხე-ტყის წარმოებას, ტექსტილის, ნავთობს. ერთ ერთი ყველაზე დაბალია გემთმშენებლობა.
რაც შეეხება სინგაპურს, ინდუსტრიის წილი არის 21%. აქედან მთავარი წილია ელექტონიკაზე, ბიოინჟინერიაზე, ქიმიური მრეწველობა და სხვა. არსად აქაც მძიმე მრეწველობა არ არის.
ახალ ზელანდიაში კიდე ტერიტორიის მიზეზად მოყვანა კაი ფანდია

მარა ეგ არაფერ შუაშია, თითქმის ნოლია მძიმე მრეწველობის წილი.
დანიაზე პიონერი რა შუაშია, წილი რამდენია წილი, ეგაა მთავარი ფაქტორი. პიონერები არიან თუ გამობრძედილი მაგას არანაირი მნიშვნელობა აქვს.
ძაან მოკლედ რომ შევაჯამოთ, მძიმე მრეწველობის წილი საქართველოში უფრო დიდია ვიდრე ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში. ეგ არის საბჭოთა ცხოვრების ბრალი, რო დღემდე მანქანათ მშენებლობას შევტირით ისევ ჩაიზე და ციტრუსზე რო ტირის ერი.
ერთადერთი პროდუქტი დემოკრატიული ქვეყნის პირობებში, რაც გამდიდრებას იწვევს არის ნავთობი. სხვა რამე დარგი რითიც რომელიმე ქვეყნა იყოს მდიდარი არ არსებობს. იაპონიის და გერმანიის ეკონომიკაც კი არ არის ჩამოკიდებული მძიმე მრეწველობა ზე და მხოლოდ 20% ის ფარგლებშია მისი წილი ეკონომიკაში. ასე რომ თუ იქნება საქართველოში მაგას რა ჯობია, კარგია, მაგრამ საერთოდ არ არის მძიმე მრეწველობის ქონა აუცილებელი, მითუმეტეს არ არის მანქანათმშენებლობა, ეს არის დარგი, რომელიც ამ ბოლო დროს ხდება ძალიან სენსიტიური და გლობალური კომპანიებიც კი ვერ ქაჩავენ, მაგალითად საიტი, ფიატი, ნიშანი, დაჩია და სხვა კიდე ბევრი.
This post has been edited by Guro_ on 22 Oct 2021, 21:47