LEVANY-Mმე არ დამიწერია ნ1 ტრენერობაზე არასოდეს, უბრალოდ რა კონტექსტშიც აგინებდით წინა გვერდებზე
და ზოგადად - იმას გავეცი პასუხი..

ისეთი სურათი შეიქმნა, ვითომ გუარდიოლა ვესტხემის ად კრისტალ პალასის ხარჯზე ხდება ჩემპიონი,
არადა არ ყოფილა სეზონი - სადაც ჩემპიონი გახდა და ბიგ6-ს გუნდებთან დაგროვილი ქულებით ვინმემ აჯობა,
არაფერს ვამბობ უშუალო კონკურენტებთან მოგებულ ე.წ საჩემპიონო მატჩებზე, იქნებოდა ეს კონტესთან ბრიჯზე 2017-ში,
კლოპოსთან ეტიხადზე 2019-ში, ჟოზესთან ტრაფორდზე 2017-2018-ში თუ შარშან უკვე კლოპოსთან ენფილდზე 2021-ში..
და ლიგაზე წარუმატებლობა - ლიგაზე წარუმატებლობაა..
უბრალოდ მარათონის ფორმატი არ გამორიცხავს დიდ მატჩებს და ლიგაზე თუ წარუმატებელია მწვრთნელი, არ ნიშნავს
რომ დიდი მატჩების მოგება არ შეუძლია..
მაგრამ ლიგაზე წარმატება / წარუმატებლობაც რაღაც გაურკვეველი მცნებაა. თუ ტიტულების რაოდენობა იგულისხმება - უდევს 2 ცალი და მასზე მეტი ლიგა მხოლოდ ორ მწვრთნელს აქვს თუ სამს.. თუ პლეიოფებში გამარჯვების ratio, მანდ არამგონია ახლა ვინმეს დათვლილი ჰქონდეს
და შედარებული სხვა მწვრთნელებთან, თორემ დარწმუნებული ვარ წარუმატებელი კი არა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ექნება მანდ.. თუ უეფა როგორც ითვლის მაგ პრინციპით გავყვებით - რაც სიტიშია მეორე ადგილზეა კოეფიციენტებით და მხოლოდ ბაიერნი უსწრებს..
და ეს მოლოდინი რომ გუარდიოლას უნდა ჰქონდეს 10 ლიგა მოგებული და სხვა მწვრთნელებს 3-ც ეყოფათ, არასწორია და გამოდის რომ ვინც მაგას ითხოვთ, ისინი ადეკლარირებთ პეპის საუკეთესოობას ამ მოლოდინებით და თამასის აწევით - მის სტატუსსაც მაღლა სწევთ..

ფაქტია რომ გუარდიოლა სიტისთვის იდეალური მენეჯერია..
-დისციპლინის პრობლემა იყო და მოაგვარა - აუშვიცის რეჟიმი აქვს დამყარებული და ძღრენიანი წკეპლით ოპერირებს.. თან 7 წელია ინარჩუნებს პარიადკას, რაც ურთულესია და ყველამ იცის რომ 2-3 წლიანი ციკლის შემდეგ, მწვრთნელებს გაექცევათ ხოლმე სიტუაცია და ახალია მოსაყვანი..
-დახარჯული ფული შედეგებს არ შეესაბამებოდა და ეგეც საგრძნობლად გამოსწორდა, თუნდაც
ტრანსფერმარკეტზე სიტის მარკეტ ვალიუს რომ შევხედოთ და აგერ ფერან ტორესი რომ გაყიდეს
1 წელიწადში, სადღაც 100%-იანი ფასნამატით..
-PL-ებს იგებს, პატარა თასებიც ბლომად მოაყარა, კლუბის ისტორიაში ლიგის ფინალი დადო პირველად,
ზოგადად სტაბილურობა შემოიტანა და მუდმივობის განცდა.. 100-დან 98 თამაშს ერთ დონეზე ატარებენ, პლიუს-მინუს..
-აკადემიის ბავშვებთან მაგრად მუშაობს, აგერ ფოდენი მის ხელში გაიზარდა და რამდენიმეს კიდევ ზრდის
-გუნდის საშუალო ასაკი 24-25 წლამდე ჩამოიყვანა, როცა მისი მოსვლის დროს 29-30 იყო სადღაც..
-სახელფასო ბიუჯეტი სიტის არ აქვს განსაკუთრებული, მაგრამ აქ თამაში პრესტიჟულად ითვლება, ძირითადად პეპის პონტში.. -პიარი და მთავარი იკონია გუნდის, კომერციის ჭრილშიც მას შემოაქვს მაყუთი..
და ახლა ნ1 არის თუ არა კლეზე არ მკიდია ? სიტისთვის ნ1 არის და იქნება.. ფუტბოლის ჭრილში, პოხუი..
ფულს სიტი მაინც დახარჯავს და მტლად რომ კლოპი მიიყვანონ ან სხვა "მაზოხიზმისკენ" მიდრეკილი მწვრთნელი,
არამგონია ბიუჯეტს რომ დაუდებენ მინამინო მოითხოვოს და გრილიში არ მინდაო იძახოს, ანუ ეგ სიტის სპეციფიკაა..
ლიგაზე წარუმატებლობა და ზოგადად პატარა კლუბის კომპლექსებიც - სიტის სპეციფიკაა და მარტო გუარდიოლას დანაშაული
არ არის ლიონთან გამოვარდნა იქნება თუ სხვა მრავალი. იყო პერიოდი ჯგუფიდანაც ვერ გადიოდნენ და PL-ში ჩემპიონები ხდებოდნენ..
ამიტომ დღესაც ეგეთი სიტუაციაა.. სიტის უფრო სჭირდება გუარდიოლა, ვიდრე გუარდიოლას სიტი.. გუარდიოლა დარწმუნებული ვარ მანჩესტერ იუნაიტედში რომ მისულიყო, ბევრად უფრო კაი პონტში იქნებოდა ახლა, იმის მიუხედავად რომ სიტიშიც ინდივიდუალურად უამრავი ტიტული მოიგო და კვალი დატოვა..
This post has been edited by DATOIA on 5 Jan 2022, 14:43