Bluntეგ უფრო გააჩნია რომელი თამაშის ნახვა გინდა. ვისაც მილანური ფეხბურთი უყვარს - იქ აზრიც არ აქვს შედარებას.
სხვა მხრივ პარიზთან მილანი ახლოსაც ვერ მივა ხელოვნების კუთხით, ოღონდ პარიზი უფრო ძვირია ეგეც გაითვალისწინე
მილანში დადებითად მახსოვს ყავა და ნაყინი. საჭმელიც დიდად არ მომწონდა - დუომოსთან ვიყავი სასტუმროში და იქვე კაფეებში საჭმელი ან ცივი იყო ან უგემური ან ორივე
შორს წასვლა მეზარებოდა. დუომო ლამაზია. შობას ვიყავი და წვიმიან-ნისლიანი ძალიან ლამაზი იყო, სახურავზეც ყავის სმა კარგად მახსოვს
შობის ბაზარი არ იყო თითქმის - ქუჩებში შემწვარი წაბლი და გლინტვეინი შეგეძლო გეპოვა, მაგრამ იმის იქით არაფერი.
ბევრად ლამაზია სხვა ქალაქები ჩემი აზრით
ვისაც მაინც და მაინც მილანის თამაშის ნახვა უნდა კიდე მესმის. ეგ ქალაქი ჩემთვის საშოპინგოდაც არ ვარგა : დიდი იტალიური ბრენდები არ მიყვარს და "ძვირი - სნობურია" მეტი არაფერი.
ნაძვის ხეც კი არ იყო ისე ლამაზი, როგორც თავიდან ჩანდა.
მე მიყვარს ბარსელონა თავის კამპ ნოუთი და ბოკერია მარქეთით, გოთიკურ უბნებში დაკარგვა , სანგრია, ფლამენგო, კალმარები და ზღვა
აი კამპ ნოუ დაუვიწყარია მართლაც და შეუძლებელია რამეს შევადარო.
თუმცა ხო გეუბნები, ეგ სუბიექტურია. მილანში მე ხელოვნების სანახავად არ წავიდოდი, არც შობის გასატარებლად, არც ფეხბურთისთვის, არც შოპინგისთვის და არც ისე
მოკლედ არაა ეგ ჩემი ქალაქი