schatz_87მაგალითად სიტი ცდილობს თავისუფალი ზონების შექმნას,მერე ამ ზონებში შერბენებს
ყველაფერი ამ მარტივ ფორმულაზეა აგებული,ასეთ დროს არც კი გიწევს ახედვა,იცი რომ თავისუფალი ზონაა წინ,პირდაპირ აგედბ მანდ ,გუნდელმაც იცის,რომ თავისუფალ ზონაში მისცემენ პასს და შერბიან მანდ
თითქოს მარტივია,მაგრამ საოცარ სინქრონს მოითხოვს ოსტატობასთან ერთად
ამიტომაც ეძახიან პეპს დირიჟორს,მაესტროს და ა.შ
რა თქმა უნდა ყველა გუნდი ცდილობს თავისუფალი ზონის შექმნას,მაგრამ როგორც წესი ეს ლოკალური ხასიათისაა და კონკრეტულ სიტუაციაში ,ან მონაკვეთში ხდება ხოლმე
მთელი გუნდის სინქრონული ჩართვა არ ხდება საჭირო
ანჩელოტის რეალი კიდე თავისუფალ ზონებს არ ქმნის ბევრი მოძრაობით
ყველაფერი კარგ პასებზე და დიაგონალებზეა აგებული
სიტყვაზე სიტი თუ სივრცეს ქმნის მოძრაობით და შერბენით
რეალი ქმნის ამ სივრცეს დიაგონალებით
მიიღო კროსმა და გადაკიდა მარცხნივ,შეიქმნა მარცხენა ფლანგზე მეტობა,ანუ შემტევი ფეხბურთელები და მათკენ წამოსული დაცვა,რა თქმა უნდა ამ დაცვას მათ გვერდით ფეხბურთელებიც მოყვება,ამ დროს ისევ კროოსი მიიღებს ბურთს,ან მოდრიჩი,კაზემირო,არ აქვს მნიშვნელობა,თუმცა ძირითადად კროოსს ევალება ეს საქმე,გადააქ მარჯვნივ ,სადაც უკვე მეტი სივრცეა გასაქცევად,ჩასაწოდებლად,მისაღებად და ა.შ თან ეს ყველაფერი ციკლურადაა,მარჯვენა ფლანგიდან მერე ისევ ცენტრისკენ და ისევ გადაკიდება დიაგონალის,ამჯერად უკვე კარებთან უფრო ახლოს და ასე,სანამ რეალური სახიფათო მომენტი არ შეიქმნება,რაგბიში რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან ,იმ პრინციპით
ასეთი ტაქტიკა მოითხოვს ზუსტად კროოსნაირ ოსტატებს
აგერ სევილიასთან ვინისიუსი გოლი
საერთოდ არც სივრცე ჰქონდა და არც გაქცეულზე მისცეს დიაგონალი,უბრალოდ ზუსტად დაასვეს ,ყველანაირი ლოგიკით არაფერი არ უნდა მომხდარიყო,მაგრამ ამიტომაა ვინისიუსი იშვიათი ფეხბურთელი,რომ სისტემის გარეთ არიან
წარმოიგინე სიტიმ ერთი ფლანგიდან მეორეზე რომ გადაიტანოს,ჯერ კანსელომ უნდა მისცეს გიუნდოგანს,მერე გიუნდოგანმ აუნდა ნახოს ბერნარდო,ან უკან ცენტრისკენ ვინმე საყრდენი და მერე უკვე მარჯვნივ გაქცეული მარეზი ან უოლკერი,ამდენი მოკლე პასი ,გახსნა და მოძრაობაა საჭირო
ჩვენთან მიეცი კროოს და გადაუგდებს პირდაპირ კარვახალს.
მაგრამ ასე მარტივად არაა,ზოგჯერ არაა სივრცე,ასე ვთქვათ პერევესი არაა ფლანგზე,ამ დროს ისევ თავიდან ხდება ყველაფერი
ჩვენი ფეხბურთი მოძრობაში არაა,კარგ და სწორ დიაგონალებზეა აგებული
ეს ყველაფერი პოზიციურ ფეხბურთს ეხება
კონტრებზე სხვა რამეები ხდება