მომავალ ზაფხულს გუნდის შემადგენლობაში წესით დიდი ცვლილებები უნდა იყოს,
ვინც მიდიან ბეილი, ისკო, მარსელოც ალბათ და დამატებით ვისი გაყიდვაც უნდათ თუ მოახერხეს მარიანო, იოვიჩი ამათ ყველას შემცვლელი ჭირდება თან გუნდს რეალურად რო ადგებოდეს ეგეთი ფეხბურთელებია საჭირო და არა ისკოსავით ბოლო 3 წელია სკამზე რო ზის ვითომ გუნდშია ვითომ აი მაგ როტაციაში გუნდს უნდა აძლიერებდეს და ამ დროს რეალურად უსარგებლო ვირის ხორცია ბოლო 3 წელი, უბრალოდ ადგილს იკავებს გუნდში ნუ ფაქტიურად უბრალოდ პარაზიტია.
1 ცენტრალური მცველია საჭირო დამატებით, კონკრეტულად რომელი ფეხბურთელი ჩაჯდება კარგად რეალის სქემაში და რუდიგერის "უფასოდ" მოყვანა ჯობია 10 მილიონიან ხელფასზე თუ პაუ ტორესში ტრანსფერის გადახდა თავისი 3-4 მილიონიანი ხელფასით ეგ უკვე ტექნიკური დეტალებია,
ფლანგის მცველებიც საჭიროა,
შეიძLება ის გათვლაც ქონდეთ რო ცენტრალურ მცველს დაითრევენ და ალაბა საჭიროების შემთხვევაში მარცხენა ფლანგსაც დაკეტავს მენდის თუ რამე მოუვა.
და ნეხევარდაცვაა მისახედი, ჯერ ისკო და ბლანკო მიდიან როგორც ჩანს, ბლანკო იანვარშივეო, ანუ ამათი შეცვლაა საჭირო სუფთა რაოდენობრივად და მერე კიდე მოდრიჩი კროოსი მართლა შეუცვლელად ხო არ ითამაშებენ ყველა თამაშს, ჩანაცვლება დახმარება ჭირდებათ მიუხედავად იმისა რო როტაცია აშკარად არ ეხატება ანჩელოტის გულზე და თან მოდრიჩი კროოსი პირდაპირ მნიშვნელობით ხვალ ზეგ წავლენ და უკვე სრულფასოანი შეცვლა იქნება საჭირო, ჯობია ეხლავე დაიჭირონ თადარიგი რამე კარგი ვარიანტი თუ გამოჩნდა.
ნუ თავდასხმაში მბაპე მოვა, იქ იმედია ვინიციუსს მიზანი არ მოეშლება და იქნება რამე,
აზარიც ათამაშდება

ერთადერთი მეკარის პოზიცია არ იწვევს არანაირ ეჭვს
This post has been edited by *kamikaze* on 12 Dec 2021, 14:49