ამაზე ცუდი თავის დამშვიდება ჯერ არ წამიკითხავს ამ თემაში.
მილანის მეორე მხარეც ხედავს, სკუდეტო, სუპერ თასი და პოტენციურად მეორე სკუდეტოთი.
და იქნებ იტალიის თასითაც, ვინ იცის.
შარშან წინ რო ეთქვათ შარშანდელზე, გასაგები იქნებოდა ეს პოზიცია.
ანუ, ამ ლოგიკით, მომავალ წელს რო იგივე სურათი იყოს, მაინც ტაში უნდა დაუკრათ, წლევანდელის მაყურებლები. წინსვლა არ გინდათ?
წელს მილანს ძალიან მაგარი შანსი ჰქონდა სკუდეტოს მოგების და დომინაციის დაწყების.
ნუ, პირველზეა გუნდი და შეიძლება იგებს, ვინ იცის, მაგრამ იმდენად კარგი შანსი ჰქონდათ ზაფხულიდან მოყოლებული, რომ უნდა გამოეყენებინათ და უკვე გაფორმებული ჰქონოდათ რეალურად ეგ ტიტული.
იუვე ჩამოშლილი, ნაპოლი ჩამოშლილი, რომა ჩამოშლილი, ინტერი მწვრთნელის და წამყვანი 3 მოთამაშის გარეშე.
მილანს არავინ დაუკარგავს წელს, იგივე სქუადია, მცირედით გააძლიერეს, საქმეც იმაშია რომ მცირედით არა, მინიმუმ ოდნავ მეტით მაინც უნდა გაეძლიერებინათ და წელს გაიჭრებოდნენ.
ნუ სხვადასხვა სურათია ჩვენი გადმოსახედიდან, შენ ყველაფერს პოზიტიურად უყურებ, "არაუშავს", "მაინც კარგი შედეგია" - ამ მიდგომით.
მე ვთვლი რო რეალურად ვუყურებ.
იმედია მილანის წითელ მხარეშიც შენს მსგავსად უყურებენ, როგორც კონკურენტი გუნდის გულშემატკივარს მინდა ეგ. თავის დამშვიდება და ბევრი ოპტიმიზმი კრიტიკულ აზროვნებას ახშობს და შესაბამისად პროგრესს ანელებს.
ისე, კესის მილანში გადმოსვლიდან დღემდე ჯამში 4-ჯერ ჰქონდა ტრავმა მიღებული და ჯამში გაუცდა 5 მატჩი.
ტიპი სეზონში 50 მატჩს რომ ითამაშებს ეგეთი ფეხბურთელია.
რენატუ სანჩესს მაგ პერიოდიდან დღემდე ჯამში 46 მატჩი გაუცდა, რაც მთელი ერთი სეზონია ჯანმრთელი ფეხბურთელისთვის. 13-ჯერ ჰქონდა ტრავმა და დღემდე ტრავმა აქვს, 12 მარტს დაიმტვრა და აპრილის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
პროსტა ნუ, კესი აფრიკელი ზანგია, დიდი ტანით და მაიმუნის ასოციაციას იწვევს თქვენში, რენატუ პორტუგალიელი ახალგაზრდა, ბენფიკას სკოლა, გოლდენ ბოი, ბაიერნი, პორტუგალია, ევროპის ჩემპიონატი.
რეალურად, რენატუ სანჩესი ვერ განვითარდა და ვერ გამოავლინა პოტენციალი, 6 წელია პროფესიონალურ ფეხბურთშია და შემდგარი ფეხბურთელი მაინც ვერ ეწოდება. კესი 5 წელია იტალიაში სტაბილურად თამაშობს, შარშან ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე ჩემპიონატში. გამოცდილია და მწვრთნელები ენდობიან.
პასი აქვს სანჩესს უკეთესი მხოლოდ, დალშე ყველაფრით კოტ-დ'ივუარელი ჯობს. ასაკშიც სხვაობა 1 წელია, ვერ იტყვი რო ახალგაზრდა მოთამაშით ანაცვლებენ.
მოკლედ, სეზონი არ მორჩენილა და უკვე სუსტდებით, არა თუ ძლიერდებით.
This post has been edited by weasel on 12 Apr 2022, 23:10