პოლიტიკის განყში რომ იციან ხოლმე, საერთაშორისოში რომ გადააქვთ თემები

ასეა ეს სტატიაც გადმოსატანი//
ჯერ მოკლე ექსკურსს ჩავატარებ, რადგან საფეხბურთო ფინანსებში ძალიან ცოტა ადამიანია ჩახედული და ყველაფერს რომ ნათელი მოეფინოს, მარტო გულშემატკივრის თვალით რომ არ ხედავდეთ, რა ხდება ამ მომენტში იტალიაში...
"პლუსვალენტუსი" და თანამდევი შედეგები მთელი იტალიისთვის
1. კაპიტალის ზრდა - იმ აქტივების გაყიდვით მიღებული შემოსავალი, რომელიც განსაზღვრული ფასით არის კლუბის აქტივში ამ მომენტში. ამორტიზაცია - აქტივის ფასის თვითღირებულების კლება დროთა განმავლობაში
ეს ორი ტერმინი არის აუცილებლად დასამახსოვრებელი, რადგან ზუსტად ამის საშუალებით ჟონგლიორობ(ენ)ს მავანი კლუბ(ებ)ი
დავიწყოთ: კლუბი X ყიდულობს ფეხბურთელ Y-ს 10 მილიონ ევროდ. კონტრაქტი გაფორმებულია 5 წლის ვადით. ამ თანხა, 10 მილიონს (ნუ, ამ თანხაში როგორც წესი სახელფასოც შედის დღგ-ს ჩათვლით) ჩავუტაროთ "ამორტიზაცია" კონტრაქტის ვადაზე, ანუ 5 წელზე. ყოველწლიური ამორტიზაცია - 2 მილიონი ევროა, ამით ვხვდებით ჩვენ ფეხბურთელის დარჩენილ ფასს, ანუ ამ აქტივს კლუბის ანგარიშზე
მაგალითად, 2013 წელს "ნაპოლიმ" რაულ ალბიოლი 12 მილიონ ევროდ შეიძინა, 6 წლის მერე კი "ვილიარეალში" სამჯერ იაფად გაყიდა, 4 მილიონად. კაპიტალის ზრდამ კლუბის აქტივში შეადგინა 3.83 მილიონი, რადგან ბალანსზე იმ დროს მისი ამორტიზირებული ფასი იყო 170 000 ევრო.
ვერდი იყიდეს 24.5 მილიონად "ბოლონიისგან", ერთი წლის შემდეგ ის იჯარით გაასხვისეს, სავალდებულო გამოსასყიდით "ტორინოში", ხოლო კიდევ ერთი წლის მერე "ტორინომ" ის საბოლოოდ გამოისყიდა 22 მილიონად, კაპიტალის ზრდამ კი შეადგინა 11 მილიონი. თუ ხვალ "ნაპოლი" ინსინიეს გაყიდის, მთელი თანხა წავა პლუსვალენცას აქტივში, რადგან ლორენცო კლუბის აღზრდილია და მისი ამორტიზირებული თანხა უდრის 0-ს, ანუ მისი თანხა კლუბის კაპიტალს არ აწვება. არის საწინააღმდეგო შემთხვევებიც - კამილო ზუნიგა 1000 ევროდ გაუშვეს "უოტფორდში", როცა მისი ნარჩენი ფასი იყო 10.2 ათასი, შესაბამისად კლუბმა 9.2 ათასი იზარალა, წავიდა ბალანსი მინუსში
ეს არის ის ეკონომიკა, რითიც ცხოვრობს საფეხბურთო ბაზარი. არის კლუბები, მაგალითად "აიაქსი", "უდინეზე", "ატალანტა", რომელსაც იმდენად გამართული აქვს საკუთარი აღზრდილებით ვაჭრობის სისტემა, რომ ფაქტობრივად ამით ცხოვრობენ
2. თუ კაპიტალზრდა ასეთი კარგია, რატომ არის ამდენი სკანდალი ახლა? იმიტომ, რომ ბევრი ფიქტიურად ახდენს ამ ოპეაციებს, ფიქტიურად ზრდის კაპიტალს, სპეციალურად ზრდის ფეხბურთელის ფასს და ამით მანიპულირებს. კი, ძნელი დასამტკიცებელია ეს, რადგან ყველა კლუბისთვის ფეხბურთელის ფასი სუბიექტურია, ინდივიდუალურია, თუმცა მთლიანობაში ყველა ხვდება, თუ რასთან გვაქვს საქმე
ერთი საქმეა, როცა ყიდულობ იგუაინს 91 მილიონად, რადგან კლაუსულაში ასე უწერია, ხოლო მეორეა, როცა როველას "ყიდულობ" 18 მილიონად, იმ დროს, როცა ამ ბიჭს ნახევარი წელიც არ ჰქონდა კონტრაქტით დარჩენილი და რაც მთავარია, მაშინვე იქვე დატოვეს, თავის ყოფილ კლუბში იჯარის წესით, "ტრანსფერის" მერე. სამაგიეროდ, საპირისპირო მხარეს წავიდა პლუსვალენტუსის ორი "ფეხბურთელი", 8 და 10 მილიონად. 18 მილიონი ერთ მხარეს - 18 მილიონი მეორე მხარეს. გაყიდვებით მაშინვე აქტივში იწერ 18 მილიონს, ანუ 18 მილიონით ზრდი საკუთარ კაპიტალს და აქტივებს, ხოლო გაყიდვის ამორტიზაციას ვაკეთებთ კონტრაქტის ვადაზე, ანუ მინუსს გადავიტანთ შემდეგ წლებზე. და რაც მთავარია - არანაირი ფინანსური შემოსავალი არ ყოფილა! ნული! ძერო! როგორ ცარიელიც იყო ხაზინა, ისევ ისეთი ცარიელია, კაპიკი ფული თვალით არავის უნახავს, სამაგიეროდ ორივე კლუბმა გაზარდა საკუთარი კაპიტალი, ანუ აქტივები, ანუ გაიზარდა ზოგადად კლუბის ფასი!
აი, ასე უვლიან გრანდები გვერდს ფინანსურ ფეირ პლეის, ხოლო პატარა კლუბები ასე ჩალიჩობენ, რომ კლუბის ლიცენზირება შეძლონ ახალი სეზონისთვის.
იტალიაში ეს მანიპულაცია დიდი ხანია მუშაობს. 2000იანების შუაში ამას ზოგიერთი კლუბის გაკოტრება მოჰყვა, ზუსტად ფიქტიური კაპიტალის მანიპულირებით. თუმცა იყო სხვა შემთხვევებიც, რომლებიც ასე მძიმე სურათით არ დასრულდა - მაგალითად პირლოს გაცვლა გულიელმინპიეტროზე, ანდა ფრანჩესკო კოკოს გაცვლა კლარენს ზეედორფზე. ეს გაცვლები არ ყოფილა სპორტული თვალსაზრისით განხორციელებული, არამედ მისი ძირითადი არსი იყო კაპიტალის ზრდა.
თუმცა აქ სხვა პრობლემა იჩენს მერე თავს: კლუბები ბერავენ და ბერავენ ამორტიზაციის ფასს, როგორც საპნის ბუშტს. ის კი იმიტომ არის საპნის, რადგან საფუძველი ამას არ აქვს, რეალური ფინანსები ამას არ უმაგრებს ზურგს - მარტივად რომ თქვათ, ცოცხალი ფული არ არსებობს, არის მხოლოდ ციფრები ქაღალდზე და ბუღალტრულ ანგარიშებში...
პირველად სასამართლოში ამის გამო საქმე წამოიწყეს "მილანზე" და "ინტერზე" 2008 წელს (ჩემის მხრივ, ამადეოსგან დავაზუსტებ, რომ ნეაპოლელი ჟურნალისტის სტატიაა და ყველანაირად გვერდს უვლის ხოლმე "ნაპოლის" მაიმუნობებს, აგრეთვე სხვა პატარა კლუბების ამბებს smile.gif ) - მაგრამ გრანდები გაამათლეს, რადგან დანაშაულებრივი შემადგენელი ვერ იყოვა სასამართლომ და წარმოებაშიც არ მიიღო ეს საქმე. მართლაც ურთულესი იყო იმ მომენტში გულის და პირლოს რეალური ფასის დადგენა. მას შემდეგ კლუბები სხვადასხვა სიხშირით მიმართავდნენ ამ ხერხს, ფედერაცია და ლიგა კი ამაზე თვალს ხუჭავდა, რადგან ეს კლუბების გადასაწყვეტი იყო, რამდენად აფასებდნენ თავის ფეხბურთელებს. ფედერაციის ჩინოვნიკებს და მსაჯულებს არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ, რომ დაედგინათ, ხელოვნურად იყო გაზრდილი ფასი ფეხბურთელებზე თუ არა, თუმცა იყო შემთხვევები ახალგაზრდა და ნაკლებად სახელგანთქმული ფეხბურთელების გაცვლის
3. პირველი პრეცენდენტი კი მოხდა 2018 წელს! "კიევო" და "ჩეზენა" გაიშარნენ. პირველს 3 ქულა დააკლეს ცხრილში თუმცა, ისედაც გავარდნილები იყვნენ) მეორეს კი 15 ქულას აკლებდნენ, თუმცა ვერ მოასწრეს, "ჩეზენამ" გაკოტრების შესახებ გააკეთა განცხადება. და აი, ეს პროცესი როგორც ჩანს დაიძრა და ამიტომაც არის ახლა საინტერესო, ეს ყველაფერი რამდენად შეეხება "იუვენტუსს", რადგან რაღაც ფაქტებმა წამოყო თავი - გამოძიების ფარგლებში ჩაიწერეს რამოდენიმე სატელეფონო ზარი "ჩეზენას" და "კიევოს" მესვეურებს შორის, სადაც განიხილავდნენ რამოდენიმე (უფრო ზუსტად 9 - რედ.) მოთამაშის ფასის სპეციალურად გაბერვას. კონკრეტულად ამ საქმის გამო არ დაინტერესებულა პროკურატურა, მათ აინტერესებდათ "ჩეზენას" სტაფის ერთი წევრი, სულ სხვა, სისხლის სამართლებრივ საქმეზე და ამის გამო გასცა სატელეფონო მოსმენის სანქცია სასამართლომ. ასე მიიღო პროკურატურამ უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კლუბები აწარმოებდნენ კაპიტალის ფიქტიურ ზრდას! უფრო მეტიც - ამ ფიქტიური კაპიტალის ზრდის დამსახურებით იყო, რომ "კიევო" და "ჩეზენა" ლიცენზიას იღებდნენ ეროვნულ ლიგებში მონაწილეობის მისაღებად და გადიოდნენ ტურნირებზე 2015 წლიდან 2018 წლამდე, ამიტომაც მიიღო სპორტულმა არბიტრაჟმა მათი დასჯის გადაწყვეტილება
4. რატომ მაინცდამაინც "იუვენტუსი"???
ისმის კითხვა. და მერე მოყვება ხოლმე სჯა-ბაასი, რომ მისი ყველას შურს, რომ მას ებრძვიან. რატომ "ბებერი სინიორა" და იმიტომ, რომ სულ მთლად გადაიჯვეს! აურაცხელი რაოდენობის მსგავსი ოპერაცია, სადაც რეალურად კაპიკი ტანხისა არ ფიგურირებს და არის მხოლოდ ციფრები! მთელი ეს როველები, არტურ-პიანიჩები და უამრავი გამოყლევებული ბავშვი-ნოუნეიმი, რომელიც კაცმა არ იცის, სად დარბიან ახლა და აგორებენ თუ არა ბურთს საერთოდ. - "იუვენტუსი" ეს არაა "ჩეზენა" და "კიევო"! მათ ეს ციფრები რეგისტრაციის გასავლელად არ სჭირდებათ, არამედ იმისთვის, რომ კუნთები შეესხათ, გაძლიერებულიყვნენ მაგრად, და რამე მოეგოთ ევროპაში. მაგრამ ამ ფიქტიური გაძლიერებებით წარმოექმნათ 600 მილიონიანი უზამაზარი ხვრელი, საპნის ბუშტი, რომლის გადაფარვასაც ცდილობდნენ კაპიტალის ფიქტიური ზრდით!
ამ რაოდენობის ამორტიზაციის (და მათი დაფარვა, ადრე თუ გვიან აუცილებელია) და ხარჯების გადაფარვას "პლუსვალენტუსი" აპირებდა სუპერლიგაში მონაწილეობით და იქიდან მიღებული საპრიზო ფულით, რომელიც მარტო მონაწილების ხარჯზე ჩაერიცხებოდა ანგარიშზე. სუპერლიგამ გედის სიმერა იმღერა და ახლა უფრო ცანს, რატომ მიილტვოდა ასე სინიორა ტავისი ანიელებით და სხვა ჩინოვნიკებით სუპერლიგისკენ და ოფიციალურად დღესაც სუპერლიგის მონაწილედ ითვლება, ჯერ კიდევ არ უთქვამს მასზე უარი. აბა, როგორ წარმოგედგინათ ეს ფაქტი - 2018 წელს კლუბმა ფინანსური წელი 20 მილიონიანი ზარალით დახურა, თუმცა რამოდენიმე დღეში რონალდუ გაიფორმა! ამ ხვრელებს შევსება ხომ უნდა? ამის გამო იყო, რომ პარატიჩის ხელში ასეთი ოპერაციების სათვალავი აირია, იმდენი გახდა. აქვე გაითცალისწინეთ, რომ ტურინი პროკურატურის მიერ მოპოვებულ სატელეფონო ზარებში ამ ოპერაციებზე საუბარი უფრო ადრე ფიგურირებდა, სანამ კორონა კრიზისი დაიწყებოდა, რადგან ფინანსური პრობლემები ზებრებს უკვე მანამდე ჰქონდა. ამიტომაც არის, რომ ტურინის პროკურატურა გამალებით სწავლობს ბოლო სამი წლის ფინანსურ ანგარიშებს
4. და ახლა მთავარი: ამ ყველაფერს ისეთი სავალალო სახე აქ ექნებოდა, რომ არა "იუვენტუსის" საფონდო ბირჟაზე გასვლა და აქციებით ვაჭრობა - ეს რომ არა, პროკურატურა ამ საქმით არც დაინტერესდებოდა! ყველაფერი იმით დამთავრდებოდა, რომ ყველა ხელს შეაწმენდდა საკითხს, რომ "ფეხბურთელების შეფასება სუბიექტურია და კლუბების გადასაწყვეტია". მაგრამ "იუვენტუსი" საფონდო ბირჟაზე ოპერირებს, ასე რომ ნებისმიერი მაქინაცია, ეს არის ინვესრორების სახსრების საფრთხეში ჩაგდება და აქციების ვარდნის გამომწვევი უმთავრესი მიზეზები! ეს არის წინასწარგანზრახული დანაშაულებრივი მანიპულაცია, რომელიც ფინანსურ ბაზარს აზიანებს, მარტივად რომ ვთქვათ, სკანდალი უკვე ცდება შიდაიტალიურ სამზარეულოს. ამის გამოა, რომ "გუარდია დი ფინანზა" ასე გამალებით ჩაერთო პროცესებში. ამიტომაა, რომ პროკურატურა ასე მუხლჩაუხრელად შრომობს. და თუ პრესაში გადინებულ ინფორმაციას ვენდობით, მათ აქვთ რაღაც რაღაცეებზე ხელი ჩასაჭიდებელი
5. იუვე სერია B-ში? იმის გამო, რაც პრესაში დაიწერა აქამდე, სავარაუდოდ ნაკლებად შესაძლებელია. აქ საქმე უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ოპერაცია Prizma, რომელსაც ახორციელებენ სამართალდამცავი ორგანოები - ეს ეხება პინანსურ მაქინაციებს და არა სპორტულს. მაგრამ რა თქმა უნდა ტურინის პროკურატურა ამ საქმეს აუცილებლად გადასცემს ფედერკალჩოს, სადაც უკვე მასზე მუშაობას დაიწყებს სპორტული არბიტრაჟი. და ზუსტად მათი გადასაწყვეტი იქნება, რა სასჯელს დააკისრებენ, გადარჩება თუ ვერ გადარჩება იოლად "ბებერი სინიორა". ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას ამოქექავს საბოლოოდ ფინანსური პოლიცია.
თუ იქ იქნება უეჭველი და წყალგაუვალი მტკიცებულებები - იქნება ფულადი ჯარიმები, ან შეიძლება საჯარიმო ქულები, განსაზღვრული რაოდენობის. მაგრამ სერია B-ში გაგდება, როგორც კანონში წერია, შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - თუ ეს ბნელი სამეები იმისთვის იწარმოებოდა, რომ კლუბის ლიცენზირება გაევლო! ეს კი ცოტა არ იყოს საეჭვოა. თუმცა, არსებობს პროკურატურაში მოთხოვნა, რომელიც გააგზავნა CODACONS ხელმძღვანელმა, სადაც წერია, რომ "იუვენტუსი" უკანონოდ იღებდა უპირატესობას სხვა კლუბებთან მიმართებაში! აი, თუ ამ საქმესაც მისცეს გაგრძელება, მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს!
და რაც მთავარია და საგულისხმოა ამ სიტუაციაში - ოგორც იქნა, გაიღვიძა ფედეკალჩომ და ლიგამ. გრავინა უკვე ამზადებს ახალ კანონს: ყველა ოპერაცია, რომელიც ცოცხალი ფულით არ იქნება გამყარებული, არ იქნება გათვალისწინებული კლუბის ბალანსში. ანუ, ფიქტიური კაპიტალის ზრდა გახდება უსარგებლო ინსტრუმენტი. ეს კი კარგი იქნება, მაგრამ ისმის კითხვა - აქამდე სად ბრძანდებოდა ფედერაცია, რომელსაც ცხვირწინ დაუტრიალეს არტური-პიანიჩის აფიორა? და არა მარტო - ამაზე ხომ დიდი ხანია საუბრობენ იტალიაში?
6. და რა ნაპოლის? ოსიმჰენის საქმეც ფიგურირებს Covisoc ნგარიშებში. ჯერჯერობით ტურინის პოკურატურა მხოლოდ იუვეს საქმეს იძიებს, ჯერ ნაპოლის ოფიციალურად არ მისდგომიან. აგრეთვე თუ საქმე შეეხება "მილანის", "ინტერის", "ჯენოას", "ნაპოლის" თუ "ბოლონიას", აქ უნდა ჩაერთოდ მილანის, გენუის, ნეაპოლის და ბოლონიის პროკურატურა. ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ. მეორეც, ეს მარტო ოსიმჰენის საქმე არაა, არამედ აქცენტია "ნაპოლის" პრიმავერას ფეხბურთელებზე და პლუს კარნეზისზე, რომლებმაც ოსიმჰენის დარჩენილი ტანხა, 20 მილიონზე მეტი დაფარეს "ლილში". მესამეც, "ნაპოლი" არაა გასული საფონდო ბირჟაზე და აქციებით არ ვაჭრობს - ეს არის კერძო ადამიანის კერძო კლუბი, აქ ის საერთაშორისო ინვესტორებს პრობლემებს არ უქმნის. მეოთხეც, "ნაპოლის დე ლაურენტისის ხანაში არასოდეს ჰქონია ლიცენზირების პრობლემა, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა მიეღო. მეხუთეც - ოსიმჰენის ოპერაცია ერთჯერადია და ამას აჰ ჰქონია სისტემატიური ხასიათი (ბებერ სინიორას ხომ უფრო იმაზე აწვებიან, რომ ესაწყობილი სისტემაა, სისტემური ხასიათის ოპერაციებია). მეექვსე, აქ თუ ვინმე არღვევდა, არღვევდა "ლილი" (ც) რადგან მათ ჰქონდა ფინანსური ანგარიშების პრობლემა, მათ შეიძლება ლიცენზიაც ვერ იეღოთ. საჭირო იყო კაი დიდი წონიანი პიუსი, ამიტომაც აწიეს ფასი 70 მილიონამდე, თუმცა აქედან 20 მილიონი მიიღეს ფეხბურთელების სახით, რომელიც ვინ სად დარბის ახლა, მაგის გასარკვევად, გუგლს უნდა მივმართოთ smile.gif
* * *
აქვე დავამატებ, რომ ეს სტატია დაწერილია ცოტა ხნის წინ, როდესაც ჯერ არ იყო გამოძიება დაწყებული კონკრეტულად რონალდოს ტრანსფერზე...