ბავარიის ფანები რომ კლიფონას ფანებს უმბავენ მხარს ცოტა სასაცილო სანახავია, თუმცა მესმის მათი.
მართლა ბავარიის ფეხბურთელები იჩაგრებიან ხშირად
ოვენის კეისი იყო ნახსენები და მანდ მართლა ოლივერ კანს ეკუთნოდა.
ოვენმა იმ წელს უეფას თასი მოიგო და რაღაც კლე თასები ინგლისში. სუპერ თასზე დაამარცხეს ბავარია და იქ დუბლი შეუსრულა მგონი კანს, მაგრამ მაინც სასაცილო იყო ოვენისთვის მაგ ჯილდოს მიცემა. კანმა რა პრეფორმასიც დადო ლიგაზე, ეგეთი მე პირადად არ მახსოვს მეკარეებს გაეკეთებინოს ამ ტურნირზე.
საოცრება იყო ოლი და უსამართლობა მოხდა დიდი, თუმცა ისტორიამ თავის ადგილებზე მოსვა ყველა. დღეს ფეხბურთში კანი ბევრად წინ არის, ვიდრე ოვენი.
აი, რიბერიზეც შეიძლება კამათი, მაგრამ მანდ ძაან უსამართლობა მოხდაო ვერ იტყვი. ერთადერთი შეწყვეტილი ხმის მიცემა რომ განაახლეს, თორემ რიბერიც არ იყო მაგ წელს ისეთი რომ გეთქვა, ულაპარაკოდ უნდა მოეგოო. ისე რეალის ფეხბურთელი რომ ყოფილიყო რიბერი უფრო მეტი შანსი ექნებოდა მოეგო )))
აი, 2020 ხო ### წელი იყო და არც ფრანს ფუტბოლი ჩამორჩა, იმენა ღლეობა ჰქნეს. ლევანდოვსკი იმსახურებდა მაგ ჯილდოს და მიუხედავად პანდემისა, რადგან სეზონი მაინც ჩატარდა უნდა მიეცათ. ყველა კმაყოფილი იქნებოდა (რონადლოს ფანების გარდა ) გუშინდელ დაჯილდოვებაზე ორი ოქროს ბურთი რომ გდაეცათ.
რაც შეეხება იმას, თითქოს ოქროს ბურთი მესის კოპა ამერიკის გამო მისცენ მხოლოდ, არის სიცრუე
მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ.
ლევანდოვსკი ხომ არის გამოკვეთილი ფორვარდი და არა მესივით ლამის გამთამაშებელი ?
ხომ უკეთეს გუნდია ბავარია, ვიდრე გაფარჩაკებული ბარსელონა ?
ხომ უფრო რთული ჩემპიონატია თუნდაც ჩაღლევებული ლა ლიგა, ვიდრე ბუნდესლიგა, სადაც კონკურენტი არ ჰყავს ბავარიას ?
მიუხედავად ყველაფრის სტატისტიკას თუ გადავხედავთ მესი მხოლოდ გოლებში ჩამორჩება ლევანდოვსკის და ისიც დიდი სხვაობით არა.
მესიმ გაიტანა ხალხო 30 გოლი ლა ლიგაში და გახდა ბომბარდირი ლა ლიგის, იყო საუკეთესო ლა ლიგაში, კოპაზე და კოპა ამერიკაზე.
რომ გაიძახით კოპას გამო მისცენ და ეგ კოპა თუ ესეთი მნიშვნელოვანი იყოო, იგვე სანჩესი რატომ ვერ მოხდა 30 კაცში იმ წელს ან სხვები რომ იგებდენ რატომ
ვერ ხდებოდენ ტოპ 5 მაინც ოქროს ბურთს ნომინატებს შორისო- მაგაზე გიპასუხებთ ახლა.
სანჩესმა როდესაც მოიგო კოპა, იმ წელს პრემიერლიგაში 16 გოლი გაიტანა, ბომბარდირებში სამეულშიც არ იყო, ხოლო კოპაზე 1 ბურთი გაიტანა, მასზე უკეთესი ტურნირი ჰქონდა სხვა ჩილელებს; მესიმ გაიტანა ლა ლიგაში 30 გოლი და გახდა ბომბარდირი ლა ლიგის + კოპას და +ასისტებშიც საუკეთესო იყო.
ასე რომ, რაის სანჩესი. საქმე იმაში გახლავთ, რომ კოპა ამერიკის მოგებამ განამტკიცა მესის სტატუსი, თორემ მარტო კოპა რომ მოეგო და ლა ლიგაში ბომბარდირი ვერ გამხდარიყო და 16 გოლი გაეტანა, იმდენი დასამახსოვრებელი მატჩი არ ჰქონოდა, ხუთეულშიც ვერ მოხდებოდა ოქროს ბურთის ნომინაციაში.