იგივენაირად რანაირად ვატარებთ, მესი რო ივლისის მერე დაიარება სტადიონზე გაფხორილი ინდაურივით, ვერ დააგროვებდა ჩვენთან ქულებს და ვერც ოქროს ბკრთს მოიგებდა. ამიტომ გვინდა ქულების კაი სისტემა რომ სუბიექტური მიდგომა მოვსპოთ. შემოგვთავაზე შენი პრინციპი ქულების მინიჭების და შევხედოთ იქნება მართლა კარგია, რაჯაცეებს დავკმატებთ სხვებიც და ეგ არის სოფელიც აშენდება
* * *
მოკლედ ჩემი ვერსია ასეთია:
გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ შემტევები და მეკარეები
ვფიქრობ თითო გრანდიდან ავიღოთ სამი შემტევი და ერთი მეკარე (მაგალითად სიტიდან კევინა, ფოდენი, სტერლინგი და ედერსონი, ლივერიდან სალაჰი, მანე, ფირმინო და ალისონი) ამ საკითხზე გრანდების გულშემატკივრებმა მოგვაწოდონ ოთხ კაციანი სია ვინ უნდა იყოს მათი გუნდიდან.
შიდა ჩემპიონატები დაითვლება ცალკე, ლიგა დაითვლება ცალკე. არ გამოვა სწორი უოტფორდის კარში გატანილი გოლი და ბაიერნის კარში გატანილი გოლი ერთნაირად ფასობდეს.
შიდა სათასო ბატალიები გვჭირდება თუ არა მაგაზე უმრავლესობამ გადაწყვიტოს. ზოგ ქვეყანაში ერთი თასია, ზოგან ორი და ზოგან სამი. ასევე ზოგ ქვეყანაში ერთ მატჩიანი წყვეტს გამარჯვებულის ბედს, ზოგან ორი. ამიტომ დასაფიქრებელია ეს საკითხი

შიდა ჩემპიონატისთვის სულ ავიღე შეფასების 10 კრიტერიუმი, რომლებითაც ქულები მიენიჭებათ ფეხბურთელებს, ზედმეტებში რომ არ გადავიდეთ და დათვლაც მარტივი იყოს. ქულები რამდენი უნდა ეწერებოდეს თითოეულ კრიტერიუმზე, ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებთ და თუ შენიშვნები იქნება გამოუშვით.
1. გამარჯვების გოლი - 5 ქულა
2. გოლი - 3 ქულა
3. საგოლე პასი - 1.5 ქულა
4. საგოლე პასის წინა პასი - 1 ქულა
5. მატჩის საუკეთესო - 3 ქულა (ან ჰუსქორის შეფასება)
6. ტურის საუკეთესო - 4 ქულა
7. მოპოვებული პენალტი - 1 ქულა
8. ქლინ შითი - 2 ქულა
9. სეივი - 1 ქულა
10 მოგერიებული პენალტი - 1 ქულა
ეს იქნება მიმდინარე სტატისტიკა, ხოლო ტურნირების დასრულების შემდეგ:
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - 20 ქულა
ტურნირის ბომბარდირი - 15 ქულა
ტურნირის საუკეთესო ასისტენტი - 10 ქულა
ტურნირის საუკეთესო მეკარე - 10 ქულა
ჩემპიონობაზე განვსაზღვროთ რამდენი იყოს ბუნდესზე, რამდენი პრემიერლიგაზე და ა.შ.
ლიგას რაც შეეხება, პრინციპი იგივე, ოღონდ ქულები განსხვავებული იქნება.