მერე ეგენიც უნდა შეიცვალოს, ვინ ამბობს რო არა.
ცხოველების ქუჩაში გადაყრაზეც მისაღებია კანონი და გასაკონტროლებელია, ნორმალურ გარემოში ცხოვრება თუ გვინდა.
მანქანების გამართულობაზეც იგივე.
ვინ თქვა რო 25 წლის გაუმართავი მანქანით დავდივარ, ცხოველებს ქუჩაში ვყრი და ნაგავს ძირს?
და რადიკალური მორალისტობა არაა რასაც მე ვწერ, არ ვამბობ რო ყველა ვეგანები უნდა გავხდეთ და ყველამ ველოსიპედებით ვიაროთ და ყველამ 7 კატა შევიფაროთ სახლში.
უბრალოდ, ხალხი ნაგავს თუ არ დაყრის ქუჩაში, რაც მარტივია, გარემო ბევრად უკეთესი გახდება.
ხალხი ქუჩაში თუ არ გადაყრის ცხოველებს, შემცირდება უპატრონო ცხოველების რაოდენობა და არ გაიზრდება მაინც.
და ეს მცირედი ცვლილებაც კი დაეტყობა გარემოს.
ძაან მარტივია რო ნაგავი ქუჩაში არ დააგდო, ძაან.
აბა მთლიანად ვერაფერს აღმოფხვრი, არარეალურია, მაგრამ ასე ###ზე თუ დავიკიდეთ ყველამ ყველაფერი, გაუარესდება, ისე როგორც უარესდება ყოველ წელიწადს.
ჰო რავიცი, დიდი გარემოდამცველი მე არ ვარ, ხე დამირგავს კი და მოჭრით არ მომიჭრია. უპატრონო ცხოველებს ვერ ვიფარებ, არ მაქვს პირობები, მაგრამ პატრონი მომიძებნია რამდენიმესთვის და ყოველ შემთხვევაში, არ გადამიგდია ქუჩაში არასდროს.
ნაგავს მე არ ვყრი და ბევრჯერ ამიღია და ჩამიგდია სანაგვე ყუთში.
გარემოს ზიანს არ ვაყენებ, გამიზნულად და გააზრებულად მაინც.
და ჩემნაირი შეგნებით რომ იყოს ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა, ასეთ სუნიან და ბინძურ გარემოში არ ვიცხოვრებდით, ამაში დარწმუნებული ვარ.
რა 15 წუთი ისროლეს ფოიერვერკები და მეტი არაფერი? მთელი დღე სუნი იდგა დღეს ქალაქში, ახლაც დგას, უმეტეს უბნებში.
ერთ პატარა ასაფეთქებელსაც კი დიდი კვამლი და სუნი აქვს.
ორი დღე ყველამ ვისუნთქეთ ეგ ჰაერი, კიდევ რამდენი დღე ვისუნთქებთ ხრენ ივო ზნაეტ.
მარტო ცუდი სუნია და მაწუხებსზეე არ არის, ვაფშე არ მაწუხებს და ავიტანდი კიდევაც, ჯანმრთელობისთვის საზიანო რომ არ იყოს.
დგას თბილისში ბევრ ლოკაციაზე ჰაერის ხარისხის საზომები და ყველგან დაფიქსირდა რომ გუშინ და დღეს ჯანმრთელობისთვის საშიში ჰაერი იყო ქალაქში.
ანუ რავი, სიმსივნეების გაზრდილი რიცხვი როა საიდანაა, რა გგონიათ? დაბინძურებული ჰაერი და საკვები აჩენს სიმსივნეს უმეტეს შემთხვევაში.
პროსტა, რატო ხართ ხალხი ეგეთი განწყობით ვერ ვხვდები. ანუ, სხვებს თუ კიდიათ, მე რას შევცვლი, ან შენ რას შეცვლი - მიდგომა არის არასწორი.
მანქანის ყიდვა მინდოდა ამ ზაფხულს და ჩემი ერთი ნაცნობი მეჩალიჩებოდა, პრიუსი მეყიდა და კატალიზატორი გამეყიდა, ამოვიღებდი მანქანის საფასურის ნახევარზე მეტს. შიგ ხომ არ გაქვსო რომ ვუთხარი, გაუკვირდა ტიპს და უეჭველი გაიფიქრა დებილია ეს ჩემისაო. ყველას ასე აქვს ქალაქში, რა უჭირს, ტექდათვალიერებას მაინც გაივლისო.
ნაღდად არ მჭირდება ეგეთი კომფორტი, გარემო თუ მოვწამლე, ბოლო-ბოლო მე და ჩემი ახლობელი ადამიანები ვცხოვრობთ მაგ გარემოში.
This post has been edited by weasel on 2 Jan 2022, 00:34