ენტონი ბლინკენი: თუ რუსული ჯარები უკრაინის საზღვრებს გადაკვეთავენ, აშშ-ს მხრიდან ამას სამხედრო პასუხი მოყვება
პიზდეც

ასეთი გაცოფებულები ესნეი არ მინახავს
* * *
ჟენევის რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა ენტონი ბლინკენმა, სადაც განაცხადა, რომ
,,დღევანდელი შეხვედრა არ იყო მოლაპარაკებებისთვის, არამედ შეშფოთებების და იდეების გულწრფელი გაცვლა"
ბლინკენმა დაადასტურა, რომ რუსეთის შეშფოთებებთან (გარანტიები არ უწოდა) დაკავშირებით აშშ წერილობით პასუხს გასცემს მომავალ კვირას, მას შემდეგ, რაც კონსულტაციებს გაივლის ბაიდენთან და მოკავშირეებთან.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთს გააჩნია აგრესიის ფართო სპქტრი, როგორც პირდაპირი სამხედრო აგრესიის ისე სხვა ელემენტების გამოყენებით, რომელსაც აშშ და მოკაშირეები განხორციელების შემთხვევაში უმკაცრესს პასუხს გასცემს.
ბლინკენის თქმით მან რუსეთს შესთავაზა, იმის დასადასტურებლად რომ ის მართლაც არ აპირებს შეჭრას უკრაინაში ჯარები უკან დახიოს უკრაინის საზღვრებიდან.
აშშ აფრთხილებს რუსეთს ,,თუ რუსული ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, აშშ-ის მხრიდან იქნება სამხედრო პასუხი " -განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
* * *
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია სერგეი ლავროვმა გამართა, სადაც განაცხადა:
,, რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონი წერილობით პასუხებს გაუგზავნის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მომავალ კვირას"
,,ბლინკენმა პირობა დადო, რომ შემდეგ კვირას იქნება წერილობითი პასუხები"
,,ლავროვმა თქვა, რომ მისი შეხვედრა ბლინკენთან დაეხმარება აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიების წინადადებებზე პასუხების მომზადებაში"
ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან იყო "შუალედური". სწორედ ამიტომ, რუსეთის წინადადებებზე წერილობითი პასუხების მიღების შემდეგ, დაგეგმილია ახალი კონტაქტი შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე.
მან ასევე ისაუბრა, რომ რუსეთი არასოდეს დაუმუქრებია უკრაინას ოფიციალური წარმომადგენლების მეშვეობით.
,,რუსეთის ფედერაცია არ გამორიცხავს, რომ დასავლეთის ისტერია უკრაინის გარშემო მიზნად ისახავს მინსკის შეთანხმებების საბოტაჟის კიევის ხაზის დაფარვას"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ დასავლეთი უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით „ემოციებს შეამცირებს“, თუმცა ამის გარანტიები არ არსებობს.
,,ლავროვის აზრით, უკრაინის საკითხი დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ევროპის უსაფრთხოების მთელი პრობლემა მასზე ვერ დაიყვანება.
ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ღარიბია დაპირებების შესრულებაში, სწორედ ამიტომ მომავალ კვირას ელის გარანტიებთან დაკავშირრებით წერილობით პასუხებს.
როგორც მინიმუმ 5-7 დღე არაფერი იქნება
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი