კაროჩე, ქართველებს რატო გვაქვს ასე აცდენილი თვითშეფასების ამბავში?
გავიგე რო საკუთარით უნდა იამაყო

მარა იმენა დაუკრეფავში გადაგვდის.
ჯერ იმიტო რო სხვისი პატივისცემა არ ვიცით.
სხვას თუ პატივს სცემ ამით ჰგონიათ რომ საკუთარ ქვეყანას აკლდება რამე. არადა, სხვისი წარმატება და წინსვლა მოტივაციად უნდა აიღო და ჯიბრში კი არ უნდა დაუდგე, ქილიკით და დატოლებით.
ტიპებს ივან ლენდლი ვიღაც ### ჰგონიათ, იმიტო რო ვინ ჩემი ###ა ივან ლენდლი, არც ამერიკელია, არც რუსი და გვარიც არ ჟღერს კარგად.
ზატო, ლაშა ტალახაძე მილიარდში ერთია და თურმე უგანდაშიც და ამერიკაშიც იციან, იმდენად დიდია და რაც მთავარია, ქართველია ბიჭოოო.
კაროჩე, არც ლენდლს და არც ტალახაძეს არ ვერჩი, უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე.
რატომღაც თავი ძალიან დიდები გვგონია, არადა პირველები არაფერში ვართ და ბევრი ისეთი ქვეყანა გვჯობნის რაღაცეებში, რომელის საშუალო სტატისტიკურ ქართველს სასაცილოდ არ ყოფნის.
ვინ ჩემი ###ა ბიჭო ამერიკა, სამი საუკუნეა რაც შეიქმნა, აგერ საქართველოში ძმაო მაგ დროს კანტანტები იწერებოდა.
ჩამყაყებული ვართ რეალურად რა, იმენა დავით აღმაშენებლით და საქართველო რო ღვინის ქვეყანაა მაგის დამამტკიცებელი იმ უძველესი ქვევრის ნატეხებით ვირჩენთ თავს დღემდე და ვიკვებავთ ეგოს.
რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში და ირგვლივ, საზოგადოებაში გაგონილი მოსაზრებებიდან გამომდინარე დაწერილი პოსტია ეს.
ნუთუ მართლა წილხვედრობის დამსახურებაა ეს ყველაფერი?

ბავშვობაში მეც ეგრე ვიყავი, ტოესწ, სულ ყველაფერი კარგი მახსენდებოდა ეგრევე ჩვენი, რაც კი გვაქვს.
მარა რავი, მომემატა წლები და ყელში ამოვიდა ამდენი ნაგვის ფონზე ღირებულის გამორჩევა და მარტო მაგაზე ფიქრი. ცოტა რეალობას უნდა გაუსწორო თვალი.
This post has been edited by weasel on 23 Jan 2022, 02:48