ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, აშშ-ის საზღვაო ძალების საავიამზოდო დამრტყმელი ჯგუფი ევროპის მასშტაბით NATO-ს ბრძანების დაქვემდებარებაში მოვიდა, კერძოდ დღეიდან ხმელთაშუაზღვაში განლაგებული NATO-ს საზღვაო დამრტყმელი ჯგუფი და ხმელთაშუაზღვაში მყოფი აშშ-ის საზღვაო ძალების მე-8 საავიამზოდო დამრტყმელი ჯგუფი ნიმიცის კლასის USS Harry S. Truman ავიამზიმიდის ფლაგმანობით ხემლთაშუაზღვაში იწყებს მუდმივ საპატრულო აქტივობას.
პარალელურად კი, NATO-ს ძალები აღმოსავლეთ ევროპაში აძლიერებენ სამხედრო ძალების ყოფნას. კერძოდ, ლიეტუვაში F-16-ებს გზავნის დანია, ბულგარეთში F-35-ებს გზავნის ნორვეგია და რუმინეთში სამხედროებს გზავნის საფრანგეთი, ხოლო შავ ზღვასა და ხმელთაშუაზღვაში სამხედრო გემებს გზავნის ესპანეთი. შესაბამისად, ამ ძალების მხარდასაჭერად უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს NATO-სა დამრტყმელი და აშშ-ის მე-8 საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი.
ნიმითცი <3
* * *
ამბები უკრაინიდან
მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვს უერთდებიან. მოხალისეები სამხედროებთან ერთად, კიევის ერთ-ერთ პარკში ვარჯიშობენ. ინფორმაციასა და ფოტოებს Associated Press-ი ავრცელებს.
* * *
მოკლედ, ახლა გეტყვით რა ხდება უკრაინის დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, სადაც ჩვენი აზრით შესაძლო ფართო მასშტაბიანი შეჭრის მთავარი ,,საფუძველი" მომზადდება.
დავიწყოთ იმით რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ახალი ნარატივი. კერძოდ, თითქოსდა უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავისი დასავლელი მოკავშირეების წაქეზებით და მომზადებით პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე აპირებს დონბასში თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებზე, ხოლო რუსეთი არ აპირებს აღნიშნული ქმედების გატარებას და დასჯის ოფიციალურ კიევს, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ მათ დაზვერვას აქვს ინფორმაცია ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების სიახლოვეს 120 000 უკრაინელი სამხედროს მობილიზების შესახებ, რომლებიც ემზადებიან მათ ,,სახელმწიფოებზე" და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისათვის. პუშილინის თქმით, დაზვევრის ინფორმაციას ამყარებს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა ე.წ. საზღვარზე მსხვილკალიბრიანი რეაქტოული არტილერიის ,,ურაგანებისა" და ,,სმერჩების" მობილიზება დაიწყო. სწორედ ამიტომ პუშილინმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი არმია მზად არის დაიცვას საკუთარი ,,სახელმწიფო" და მოსახლოება, მეტიც ისინი იმყოფებიან საუკეთესო მდგომარეობაში კონტრშეტევისთვის.
პუშილინის გუშინდელ განცხადებას,დღეს მოჰყვა ე.წ. დონეცკისა ლუგანსკის სახალხო არმიების მეთაურების განცხადება, რომ უკრაინული სპეციალური ოპერაციების ძალები, თავის ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად გეგმავს თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე, ამავდროულად კი სეპარატისტული დაზვევრის ინფორმაციით, ,,საზღვარზე" უკრაინულ ძალებში მასშტაბური წინასაომარი მზადყოფნა მგამოცხადდა, კერძოდ, გაუქმდა შვებულებები, სატანკო ნაწილებზე მიმდინარეობს დამატებითი ჯავშნების მონტაჟი, აქტიურად მზადდება შემტევი პოზიციების მომზადება და მასში მონაწილეობს სამეთაურო შტაბი.
როგორც ხედავთ ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოების დამუშავება და უკრაინის აგრესორად გამოყვანის ქმედებები, ამავდროულად კი მოსალოდბელი უკრაინული თავდასხმისათვის საფუძვლის შემზადება.
* * *
აქვე ქეში ფული
უკრაინა 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს ევროკავშირისგან
აქიდან 600 მილიონი სასწრაფო წესით
საგრანტო დაფინანსება 120 მილიონი ევრო მიუვათ და
საინვესტიციო განვითარება (დროში აგწელილი) 6 მილიარდი
ევროკომისიის ოფიციალური განცხადებაა
ომში დიდი ფულია :
დ
2008 წელს გამდიდრდა ნაცობა 100% :დ