
ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია და მეტი არაფერი.
მოდი ორ საკითხად გავშლი:
1. რატომ არ უნდა აიკრძალოს
2. აკრძალვა არ იმუშავებს
1.
ჯერ ეს ერთი, დავიწყოთ იმით, რომ იმის კვლევა თუ რამდენად აზიანებს გარემოს 15 წუთით ხლაპუშკების სროლა არ ჩატარებულა და ჰაერზე ამბობ მაგას.
ხალხი თითებს, თვალებს, ხელებს და ფეხებს ავარიაშიც კარგავს, კანიც ეწვებათ და კვდებიან კიდეც.
მანქანები უნდა ავკრძალოთ ? არა რა თქმა უნდა. შეიძლება უსაფრთხოების ზომებზე იფიქრო, მაგრამ არა მანქანის აკრძალვაზე
იგივეა ხლაპუშკებზეც, არსებობს მოთხოვნა, არის მიწოდება
ეს არ გრძელდება მთელი წელი, არამედ კონკრეტული პერიოდის მუღამია, მცირე ხნიანი
კარგ ქვეყნებშიც უხარია ხალხს და ჭირდებათ ასეთი გალამაზება ღამეების და საქართველოს ხო მით უმეტეს ჭირდება და ჭირდება, თუნდაც ეგეთი 15 წუთი რომ ლამაზ ცას უყუროს ხალხმა
ცხოველი ვისაც ყავს მოკიდოს პატრონმა ხელი, შეიყვანოს ოთახში და მოარიდოს ხმაურს. ვინც ამას არ აკეთებს, ის არის უპასუხისმგებლო, რადგან იცის რომ შეეშინდება ცხოველს და არანაირ ზომას არ მიმართავს იმისათვის რომ მოარიდოს და დაიცვას ცხოველი;
მთავრობას ის კი არ უნდა მოთხოვო ხალხს აუკრძალე ხლაპუშკების სროლაო და თქვენ ქენითო, არამედ ის, რომ დეკემბერში დაიწყონ უსახლკარო ცხოველების ძაღლების მოგროვება და წაიყვანონ 31-ში ისეთ ადგილზე სადაც ნაკლები იქნება ხმაური
2.
მაგათ აკრძალვას როდის რას უმუშავია, ეხლა რომ იმუშაოს ?
აგერ, ხო აწიეს სიგარეტზე აქციზი. შედეგი რა მივიღეთ ? კონტრაბანდული სიგარეტით და თუთუნით გაივსო ქვეყანა, აფხაზეთიდან დაიწყეს შემოზიდვა
მოწევის აკრძალვამ გამოიღო შედეგიო და არ იქნება ეგ სწორი მაგალითი, რომ მითხრა. მაგას სახელმწიფო არ აკონტროლებს, არამედ კონკრეტული დაწესებულების ადმინისტრაცია(კაფე, ბარი, რესტორანი და ა.შ.); აქ კი კონტროლის მექანიზმი მთლიანად სახელმწიფოზეა, რომელიც ეფექტური არ არის.
ქართულ რეალობაში ასეა, სახელმწიფო ეფექტურად(მეტ-ნაკლებად) იმას აკონტროლებს, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს ან პოლიტიკოსებს უნდათ და უკვეთავენ. სახალხო სიკეთეებზე ნაკლებად
იმის ძახილი რომ რაღაცა აკრძალო მარტივია, კანონის ფურცელზე მიღებაც მარტივია. აღსრულებაა რთული და რაც მაგ ქმედებას მოყვება მერე ეგ :დ