ასტონ ვილა / მანჩესტერი
ამ ხალხის მოთხოვნა იყო ეს თამაში როგორც მახსოვს
24...HawleyGumpრადგანაც მაქსიმალურად ვეცადე ორივე გუნდისთვის ერთი და იგივე დონის ყურადღება მიმექცია, ყველა მომენტს ორივე მხრიდან განვიხილავ, თან შევადაროთ უნაიტედის მგლებთან თამაშს, რა გაუმჯობესდა, რა არა, თუ დავამთხვიეთ ის ვარაუდები რა უნდა ექნა გუნდს და ა.შ
მეორეს მხრივ ჯერარდის ტაქტიკასაც მაქსიმალურად ვეცდები რომ დეტალებში დავშალო.
----- ფორმაცია ----
უტდ (ალბათ რალფმა ჩემი პოსტი წაიკითხა

) 4-2-3-1-ით გამოვიდა, სავსებით სწორი გადაწყვეტილება რაც მოსალოდნელი იყო. პოზიციები იყო ასე
--- კავანი (CF) ---
ელანგა(LW) ---- ბრუნო(CAM) ---- გრინვუდი(RW)
------- მატიჩი(CM/CDM) ----- ფრედი(CM) ----
ტელესი(LB)----რაფა(CB) ---- ლინდელოფი(CB) ---- დალოტი (RB)
დაცვითი ფორმაცია უტდ-ს ქონდა 4-1-4-1 (ჩემ გუნდს ვათამაშებ ამ ფორმაციას როცა ოპონენტის მეშინია

, იმ 1-ს აგდებ ხაზებს შორის ე.წ drop between the lines ეძახიან, ერთ ერთი იდეა გამჭოლი პასების გაჩერებაა დაცვის ე.წ split-ი რომ არ მოხდეს) მთლიანობაში დაცვითი ფორმა გუნდის თითქოს ნორმალური იყო, მაგრამ 15 წუთის შემდეგ ქაოსი დატრიალდა

ვილამ ითამაშა 4-3-3 ით, თვითონ ფორმაცია საკმაოდ ჩვეულებრივი 4-3-3 მაგრამ პოზიციების გადაცვლაში იყო ქაოსი, თავბრუ დამეხვა ბლიად

მაგრამ შეძლეს ამის გაკეთება, ნუ განვიხილავთ დეტალებში
დაცვის მხრივ 4-3-3 ით იცავდნენ, მაგრამ ცოტა განსხვავებული 4-3-3, ნუ უფრო 4-3-2-1-ს გავდა, წინა 3 ეულს სამკუთხედის ფორმა
ბუენდა(LW)--- ინგსი(CF) ---ვოტკინსი(RW)
რამსი(LM 8/10) ----Luiz(CM) ---- სენსონი(RM 8/10)
დინიე(LB) ---- მინგსი(CB) ---- კონსა (CB) ---- ქეში(RB)

მანჩესტერის ფანი ვინმე თუ წაიკთხავთ ამ ანალიზს, წინასწარ იცოდეთ კარგის დაწერას არაფერს ვაპირებ

წინა გვერდებზე ალბათ შეამჩნიეთ სითის ქომაგობა ვახსენე, მიხუედავად ამისა არ გეგონოთ მანჩესტერი მძულდეს, პროსტა ისეთები აკეთეს ამ თამაშში რომ არ დაეჯვათ არ გამოვა
----- დაცვა -----
ასტონ ვილა: როგორც ზემოთ ვახსენე ვილა რაღაც 4-3-3/4-3-2-1 მიქსით იცავდა თავს. პრესინგის მხრივ ბოლო მესამედს ძირითადად თმობდნენ, მაგრამ ე.წ Burst-ებს აკეთებდნენ, ანუ მომენტები იყო რომ ბოლო მესამედში მაღალ პრესინგს თამაშობდნენ, შემდეგ უფრო უკან ჩადიოდნენ, თავის ნახევარზე თითქმის არასდროს ჩამჯდარნან, შუა მესამედში იდგა ძირითადად გუნდი და იქ ცდილობდა დაცვას, კომპაქტურობის მხრივ, საკმაოდ კომპაქტურად იდგნენ მაგრამ იყო მომენტები რომ იშლებოდნენ.

4-3-3 ზოგადად არის ძალიან სარისკო ფორმაცია, ხშირად გამიგია ქომაგების ლანძღვა მწვრთნელებზე თუ რატო არ თამაშობს გუნდი 4-3-3 ით, მიზეზი არის ის რომ ცენტრში უნდა ითამაშო იდეალურად, პირველ გვერდზე დავწერე მგონი 433 რომ კარგად ითამაშო ან უნდა გყავდეს ლივერპული/ბავარიას ნაირი ფიზიკური მონსტრები + ძალიან მაღალი ტექნიკური შესაძლებლობებით, ან კროსი, მოდრიჩი, ჩავი, ინიესტას დონის ზე ტალანტი ტრაკიდან ტრაკში 10 დან 10 პასს რომ გაგიკეთებს ისე რო ბურთს არ დაკარგავს, ეს ხდება იმიტომ რომ ფაქტიურად თამაშობ 4-1-5-1 ფორმაციით, 2 შემტევი ნახევარ მცველი გყავს და ის 1 ნახევარმცველიც უკან სრულად საყრდენი არც არის, ერთი ბურთის დაკარგვა და ძალიან დიდ შარში ხარ,
ანუ 3-ვემ უნდა იმოძრაოს ძალიან ძალიან ბევრი, ის ორი 10 ნომერი როგორც კი ბურთი დაიკარგება წამიერად უკან უნდა ჩამოვიდეს, ამავდრუალდ მომენტებში შეტევის აწყობის დრო სიღრმეშიც მოუწევთ ჩასვლა, როგორც კი შეტევა დაიწყება იმ წამში ზემოთ უნდა ავიდნენ, მოკლედ დიდი ტალანტი თუ არ გყავს ცხენები გინდა ცენტრში.
ესეთი თამაში განსაკუთრებით სარისკოა მაშინ როცა ასტონ ვილას ნაირი გუნდი ხარ, თორემ ანჩელოტის ან პეპს ამის დიდი პრობლემა არ აქვთ, ამიტომაა ასეთი საშუალო ან საშუალოზე ცოტა მაღალი დონის გუნდები 4231 ფორმაციით რომ თამაშობენ, თავს იზღვევ, ნუ ჯანდაბას 433 შეუტიე მაგრამ თავი 451-ით მაინც დაიცავი, ამან კაცო 4-3-3 ით კი არა საერთოდ 4-3-2-1 ით იცავდა თავს, ვობშემ დიდი პატივისცემა ჯერარდს ამხელა რისკისთვის.
როგორ მოახერხა ამ ფორმაციის გამოყენება ისე რომ მანჩესტერმა ვერ გაარღვია დავწერ მაგასაც ჯერ მანჩესტერის დაცვა განვიხილოთ.
უტდ: მთლიანობაში მანკების პრესინგი და ზოგადად დაცვის სტილი ძაან გავდა ვილას, ესენიც ბოლო მესამედში არ პრესავდნენ, შუაში ელოდებოდნენ მოსვლას, და არც ესენი ჩამჯდარან თავიანთ ნახევარზე, ბოლო მესამედში პრესინგიც იყო შიგადაშიგ მაგრამ ვილაზე ბევრად ნაკლები, ფორმაციის მხრივ 4-1-4-1 დაცვითი ფორმა კონსერვატიული მიდგომაა, ნუ თითქმის 4-5-1 ია უბრალოდ ის 1 დაბლა ჩადის ხაზებს შორის. არ გარისკა რა რალფმა, ალბათ იცოდა ჯერარდი რასაც ითამაშებდა. მეორე ტაიმში მომენტებში 4-4-2 ით დაიწყეს თავის დაცვა მაგრამ ძირითადად მაინც 4-1-4-1 იყო.

ერთი პრობლემა მქონდა უტდ-ს დაცვასთან, ნუ პრინციპში 1-ზე ბევრად მეტი

, ჯერ ერთი ის რომ ვილას კონტრებზე ბურთი როცა ფლანგზე იყო დაცვა ზედმეტად იწელებოდა და მცველებს შორის დასაშვებზე დიდი ადგილი რჩებოდა, ამის მიზეზი იყო ის რომ მე-5 კაცი არ ჩადიოდა დაცვის ხაზში, ანუ ზოგადად როცა ოპონენტი შენ მესამედშია და ბურთი ფლანგზეა, შენ სუსტი მხარის ფლანგის კაცს ან გარე ნახევარმცველს ეუბნები რომ დაბლა ჩავიდეს და მე-5 მცველი ითამაშოს, ამას არ აკეთებ იმ შემთხვევაში თუ დორტმუნდის, ბავარიას ან ლივერპულის ნაირი 20 მეტრიან კვადრატში ჩატენილი გუნდით თამაშობ და ოპონენტს აბსოლიტურად ყველა საპასე ხაზს უბლოკავ, უტდს პრობლემა ეგ იყო, არც ძალიან კომპაქტურები არ იყვნენ რაც ადგილებს ტოვებდა + როცა მთელი დაცვა გვერდზე გადადიოდა კარებთან დიდი ადგილი რჩებოდა და მე-5 კაცი არ ყავდათ. ამიტომ ვარანს ხშირ შემთხვევაში უწევდა ცოტა სიღმრეში დარჩენა, ორივე გოლი ასეთი პრობლემის გამო გავიდა.

ვილა პირიქით, არც ისინი იყვნენ ბავარიას ნაირი კომპაქტურები მაგრამ მე-5 კაცი ყოველთვის ჩაყავდათ დაბლა.

ეხალ ეს რალფის დავალებაა თუ ფეხბურთელის სიზარმაცე არ ვიცი მაგრამ წილივიზორიდან ასე ჩანდა
კიდევ დიდი პრობლემა იყო დაცვის ხაზის სიზარმაცე, აქ იყო ფილ ჯონსი საჭირო, მგლებთან თამაშში ბურთი როგორც კი მოშორდებოდა საკუთარ საჯარიმოს მთელი ხაზი წინ აყავდა, სულ ყვიროდა, სულ ელაპარაკებოდა მცველებს, მასეთი ტიპის გარეშე დაცვის ხაზი კვდება, აგერ შეხედეთ ბურთის ატანა დაიწყეს და ვარანი/ლინდელოფი ნელ ნელა მიდიან ზემოთ, აქ რომელიმე მცველი განწირული ხმით უნდა წიოდეს STEP, ბურთი წავიდა წინ ეგრევე ზემოთ უნდა აწიო ხაზი.

----------------- ბურთის გარეშე მოძრაობა გახსნა ----------
ასტონ ვილა: გუარდიოლაზე ვამბობდი ნახევარდაცვაში ცვალებადი ფორმაცია აქვსთქო, ჯერარდს ქაოსი ქონდა მთელ მოედანზე, მაგრამ რაღაცნაირად კონტროლირებადი ქაოსი გამოვიდა, ფლანგები ნახევარ დაცვაში, ფორვარდი მცველად, მცველი ფლანგზე შემტევად, საყრდენი ფორვარდად, გარემარბი ნახევარდავაში რა ხდებოდა ჩემი გამოვშტერდი, ასეთი პოზიციების ცვლილებები მემგონი არასდროს მინახავს, მაგრამ გასაკვირი ის იყო რომ ზე დონის ზონალური თამაში დადეს, თითქმის არც ერთ მომენტში არ დაუკარგავთ ფორმა.



აგერ ნახევარ ზონები, ცენტრალური ზონა და გარე ადგილები, ყველგან ფეხბურთელები ყავთ

მანჩესტერი: ხოოო

აქ კაის არაფერს დავწერ, პირველი 20 წუთი არაუშავდათ, ამის შემდეგ დაბრუნდა მგლებთან რაც ითამაშეს ის სტილი, ფეხბურთელები დადიოდნენ, შეტევებს არ მიყვებოდნენ, შემდეგ ნაწილში უფრო მეტ დეტალს შემოგთავაზებთ.
---------------- შეტევის უკნიდან აწყობა და ზოგადად შეტევაზე მიხმარება---------
მანჩესტერი: ეს და ბურთის გარეშე მოძრაობა ერთი და იგივეა თითქმის, ეს იყო კატასტროფა, აი ბოდიშით და ####ბა, გარემარბები ადიოდნენ უკანალში ისე რო დე ხეა მემგონი სათვალის გარეშე ვერ ხედავდა, ერთი ნახევარმცველი მატიჩი ნელ ნელა ჩამოტასავდებოდა, ერთადერთი ცენტრალური მცველები იყვნენ გახსნილები, მაგრამ მისცემ ენტრალურ მცველს და რა უნდა ქნას? გარემარბთან გასაკეთებელი საპასე ხაზი ვილას დაბლოკილი აქვს, ცენტრში მატიჩს ორი კაცი აზის, თამაშობ გრძელ ბურთს, რომელიც 10 დან 9 ჯერ დაიკარგა




აქ ფრედი გარემარბზე იშვერს ხელს პასი იმას მიეციო მიუხედავად იმისა რო გახსინლია, კავანი ფრედზე, ვისი ვისაშია გაუგებარია

აქ ელანგა მიდის კაციშვილი არ ეხსნება, აი ცენტრში იმას შეხედეთ, ტიპი დგას, განა მიძუნძულებს ან კაი ჯანდაბას ნელ ნელა ნაბიჯ ნაბიჯ მაინც მიდის, მთელ შეტევას უყურებს გუნდი ბურთს კარგავს და ეს დგას .....

კაი ჯანდაბას იყო მომენტები რო ახერხებდნენ აწყობას, ხანდახან ბრუნო ჩადიოდა დაბლა და მოქონდა ბურთი, მაგრამ რა ხდებოდა მერე? აი ეს ხდებოდა:
აი ეს ნახეთ ბიჭო, ეს რა არი ჩემი, აი იმენო ნერვები მომეშალა, გიჟივით ვუყურებდი ეკრანს და ნერვები მეშლებოდა, აქ რალფს როგორ უნდა დააბრალო რამე, რა ხდება მოკლედ რო ავხსნა, მატიჩმა დაითრია ბურთი და მიფრინავს წინ, ადგილი გახნისლი აქვს, შეხედეთ გუნდს პროსტა რა, ელანგა იმის ნაცვლად რო მიფრინავდეს დგას, ცენტრალური ნახევარმცველი დგას იქ მარჯვნივ გარემარბიც დგას, გრინვუდი ჩაცუცქული სიგარეტს ეწევა, კავანი საერთოდ უკან ჩამოდის, ამას მწვრთნელი არ ჭირდება რა, აი 10 წლის ბავშვმა რო გააკეთოს ეს კიდე ხო მარა ამხელა დონის ფეხბურთელებს ეს არ ესწავლებათ, ესენი რო ჩემი ფეხბურთელები იყვნენ აი მეხს დავცემდი მარტო ამ მომენტის გამო, იმენო ფსიქოლოგიური კატოკით გადავუვლიდი.

ვილა: ვილას buildup¬-ი იყო შედევრი, მიღებული არ ქონდა ცენტრალურ მცველს ბურთი მინიმუმ 2-3 საპასე ხაზი იყო გახსნილი, 90% შემთხვევებში ან 2 ნახევარცმველი ჩადიოდა უკან ან 3-ვე, როგორც კი ბურთი ავიდოდა ეს ნახევარ მცველები ზემოთ მიფრინავდნენ, თუ დავუვათ ესენი ძაან ზემოთ იყვნენ და ვერ ასწრებდნენ ფლანგები ან ფორვარდი ჩადიოდა დაბლა, გრძელი ბურთი თითქმის არ უთამაშიათ, აი კაკრაზ აქ იყო ის ქაოსი რასაც ვწერდი, ძალიან ბევრი პოზიციური ცვლილება ხდებოდა.




ჩემი ვარაუდი ასეთია, მითითება ქონდათ რომ კონკრეტული ზონები უნდა შეევსოთ,აი მოდი ეს გამოვყენოთ, სავარაუდოდ ფეხბურთელებს დავალებული აქვთ რომ ნებისმიერ მომენტში ყვეალე ზონაში მინიმუმ ერთი ფეხბურთელი უნდა იდგეს, ამს ძალიან დიდი საფეხბურთო ინტელექტი უნდა მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მთელი 90 წუთი 360 გრადუსით სკანირება უნდა მიდიოდეს.
ეს არის ზონალური თამაშის მონალიზა

დასკვნა:
ვობშემ ჯერარდს დავუწერდი 10+ ით, დე ხეა და ის პატარა ინდივიდუალური შეცდომები რო არა ამ თამაშს ალბათ 4-0-ს მოიგებდა. ლივერპულის ფანებს რაც შეეხება ჯერარდი ამ თამაშით თუ ვიმსჯელებთ დონეა, ასე რომ სამომავლოდ თუ ჩააბარებენ ლივერპულს მემგონი რო დადებს დასადებს, ცოტა უკეთესი ფეხბურთელები რომ ყავდეს ვილაში მთლად უკეთესი იქნებოდა
რალფს, რავი ბიჭო რა დავაბრალო ამ კაცს, გამორიცხულია ამ შეცდომებს მე ვხედავდე და ის ვერა, აი დარწმუნებული ვარ ყველაფერი რაც აგ დავწერე + კიდე ერთი 10000 დეტალი რასაც მე ვერ ვხედავ უკვე განხილული აქვს და დეტალებში ახსნილი, ეს უფრო ფეხბურთელების მონდომების პრობლემა მგონია, რავი ვითომ ესეთი დაბალი დონის ტიპები არიან რო ვერ ქაჩავენ რალფს რაც უნდა? არ ვიცი რა მაგრამ აი შანსი არ არის ეს რაც ითამაშეს რალფის გეგმა იყოს გამორიცხულია, ტიპი ბიელსას ნაირად ლეგენდაა და ფეხბურთის რევოლუციონერი, არ არსებობს ეს ნაგავი ამის დაგეგმილი იყოს.
კიდე ერთი რა მაინტერესებს, ცუდად არ გამიგოთ მაგრამ გრინვუდს 150 მილიონიანი ფეხბურთელობა ვინ დააბრალა? მე-2 თამაშია უკვე მიკროსკოპით ვუყურებ და ამის 150 მილიონი ვერაფერი დავინახე, აგერ ამ მომენტში, ამ ბურთს მბაპე, ჰალანდი, სალა, ვინიციუსი, მარეზი, სანე თუნდაც ბერნარდო, დაითრევდა აფრინდებოდა ფლანგზე და რაღაცას იზავდა, ეს კიდე ჩერდება და რაღაც უაზრო პასს აკეთებს, სხვა მომენტებშიც რაღაც სულელურ გადაწყვეტილებას იღებს, შეტეხავს შიგნით და სადღაც ჯანდაბაში ურტყავს + უკან ჩამოსვლა არ უნდა, არ ვიცი სირბილი ეზარება თუ რა ხდება, მოკლედ შეიძლება ვცდები 2 თამაში მაქ ბოლო ბოლო სულ ნანახი მაგრამ ჯერ ჯერობით 50 მილიონის ვერ დავინახე ამ ბიჭისგან ვერაფერი არა თუ 150-ის


პირველ ანალიზში დაწერილ რამდენიმე პრობლემას რომ გადავხედოთ:
1) ფორმაცია
2) ორი ფორვარდი
3) გარემარბების გამოყენება
4) დაცვის და შეტევის ორივე transition-ის გაუმჯობესება
5) გამოკვეთილი 8 ნომერი
1) ფორმაცია 4-2-3-1
2) ორი ფორვადიც მოაშორა 100% სწორი გადაწყვეტილება
3) გარემარბები მარცხენა აშკარად ჩაერთო შეტევაში ანდერლეფებიც და ოვერლეფებიც აკეთა, დალოტი დაბოლილი იყო ალბათ, მარჯვენა ფლანგი მკვდარი იყო
4) დაცვაში გადასვლას არაუშავდა, ბევრად უკეთესი იყო ვიდრე მგლებთან, შეტევაში გადასვლა იგივე ნაგავი
5) ეს კი გააკეთა მაგრამ ფრედი .... ნუ მიხვდით ალბათ
რა არის ამ გუნდის საშველი:
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ გუნდში რა ხდება, სამწუხაროდ არავინ არ ვიცით ეს ასე რომ რთულია სპეკულაცია, თუ დავუშვათ შიდა სამზარეულოში ყველაფერი კარგადაა და არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაშინ ფიზ მომზადება და ტაქტიკა, თავი უნდა დააკლან, წინაზეც რო დავწერე მთელი გუნდი ბაზაზე გადაიყვანონ 1 თვე და გაუჩერებლივ მიდიოდეს გაუმჯობესებაზე მუშაობა, ვინც იტყვის არ გადმოვალო ნახუი გუნდიდან, ვინც არ უნდა იყოს.
თუ შიდა სამზარეული არეულია მაშინ სანამ ეგ არ მოგვარდება არაფერი ეშველება ამ გუნდს.
ბოდიში მანჩესტერის ფანებს თუ ძალიან ხისტად გამომივიდა, პროსტა 5 საათი ვარჩიე თამაში და წესიერი ვერაფერი დავინახე ამათგან
This post has been edited by Gio.. on 22 Jan 2022, 10:46