სალამი ყველას, დიდი ხანი მომიწია შესვენება ბოლო ანალიზის შემდეგ მაგრამ ბოლო ბოლო მოვაბი თავი. დღეს ცოტა სხვა სტილის ანალიზს შემოგთავაზებთ, თუ გახსოვთ თავიდან რო დავიწყე დაპოსტვა რამდენიმეჯერ დავწერე მომავალ ანალიზებში უფრო დეტალებში ჩავალთთქო, ხოდა მოდი სანამ თვითონ თამაშის ინფორმაცია დავპოსტავ გაჩვენებთ რამდენიმე ტექნიკურ დეტალს რასაც ანალიზისთვის იყენებენ რომელიც ძირითადად ქომაგებმა არ იციან, ზოგმა შეიძლება იცოდეთ ეს ყველაფერი, ზოგმაც კი შეიძლება არა.
ამ ანალიზში გამოვიყენებ 3 სხვაფასხვა საზომს(სტატისტიკას), 3-ვეს დეტალებში ავხსნი, ცოტა შეიძლება დამაბნეველი იყოს ასე რომ თუ რამე კითხვა გაქვთ მითხარით მაგრამ როცა კარგად გაიგებთ რას ნიშნავს ბევრად უფრო საინტერესო გახდება ანალიზები, თან ეს სტატისტიკა ხშირად შეგხვდებათ სხვადასხვა საიტებზე.
---------------------------PPDA(Passes Per Defensive Action) –--------------------------
ეს საზომი ელემენტი ასახავს გუნდის პრესინგის დონეს და დაცვის ხარისხს, ანუ როგორი მპრესავია გუნდი და როგორ ახერხებს გუნდურად დაცვაში თამაშში, არის მაგალითად ბიელსას სტილის ფეხბურთის მოყვარული, კლოპის კონტრპრესინგის მასტერი თუ პირიქით, ამ პირიქით-ში ორი ვარიანტი შეიძლება იყოს, ან არის ჩოლოსავით კარებში იკარუსის დამყენებელი გუნდი ან უბრალოდ ჩამოშლილი სისტემა რომელიც დაცვაში არაფრის მაქნისია. ამ ციფრის გამოთვლა ხდება ასეთი ფორმულით
ოპონენტის პასების მთლიანი რაოდენობა / გაყოფილი საკუთარი გუნდის დაცვით მოქმედებებზე (defensive actions)
ინგლისურად
PPDA = Number of Passes made by Attacking Team (opponent) / Number of Defensive Actions
Defensive Actions: possession-winning duels, tackles, interceptions, fouls
დაცვით მოქმედებებში შედის 4 რამ
1) მოედანზე დუელი ეს შეიძლება იყოს ჰაერში, მიწაზე, მხარით ჯაჯგური, ნუ ნებისმიერი ტიპის დუელი
2) პადკატი არ ვიცი ქართულად როგორაა Tackle-ს გამოვიყენებ (რათ გვინდა რუსული ნასესხები სიტყვა

მითუმეტეს დღეს დღეობით )
3) ართმევა(ბურთის ჩაჭრა, წართმევა, მოპარვა)
4) ჯარიმა
მეორე მოქმედებამ არაა აუცილებელი ბურთის დაბრუნება გამოიწვიოს, უბრალო Tackle საკმარისია თუნდაც უშედეგო გამოდგეს
მაგრამ !!!! ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი არ უნდა გამოგვრჩეს, ეს ყველაფერი გამოითვლება ოპონენტის პირველ და მეორე მესამედში, თუ არ წაგიკითხავთ ვინმეს წინა პოსტები და არ იცით რას ვგულისხმობ მესამედებში, ადვილად რო აგიხსნას ასეა გაყავით ფეხბურთის 105 მეტრიანი მოედანი 3 ნაწილად და წარმოიდგინეთ რომ ამ ციფრების დათვლა ხდება ოპონენტის მოედნის პირველ 2 ნაწილში, მაგალითად თუ გვინდა გამოვითვალოთ მანჩესტერის PPDA ლივერპულთან, დავითვლით მანჩესტერის გაკეთებულ დაცვით მოქმედებებს, ართმევებს, ჯარიმებს და ა.შ ლივერპულის მხარეს, თვითონ მანჩესტერის დაცვით მესამედში (დე ხეასთან) რა ხდება მნიშვნელობა არ აქვს
მთავარი კითხვაა რაში გამოიყენება პპდა, ძირითადად ამას იყენებენ იმის გამოსათვლელად თუ დაცვაში როგორი ეფექტურია გუნდი, მაგალითად ფეოლას უნდა რომ უქიმერიონმა ითამაშოს მაღალი ხარისხიანი გუნდური პრესინგი , კარგი იქნება თუ უქიმერიონის პპდა არის დაბალი, რაც ნიშნავს რომ ოპონენტი ბურთის მოძრაობას(პასების შეერთებას) და პოზიციური შეტევების აწყობას ვერ ახერხებს.
ლივერპულის ნაირი გუნდისთვის რომელიც მაღალ პრესინგს თამაშობს 6-9 შუალედში მყოფი პპდა არის კარგი მაჩვენებელი, არის თამაშები სადაც შეიძლება 5 ქონდეთ ან 10, სხვათაშორის 2018-19 წლებში საუკეთესო საშუალო პპდა ევროპაში ეიბარს ქონდა სადღაც 6.7 მგონი
პ.ს (თუ გინდათ მერე ეიბარზე მოკლე ანალიზს დავწერთ რო ვნახოთ როგორი „hidden gem” გუნდი იყო მაგ წელს)
რადგან ლივერპული ვახსენეთ, მანჩესტერი ლივერპულის 4-0 თამაშში ლივერის პპდა იყო 8.7 რაც ნორმალური ციფრია, მანჩესტერის კი 26.2 ნუ ეხლა ამ თემაში მანჩესტერი საკმარისად ვლანძღე ასე რომ თავისი ეყოფათ აღარ დავწერ ეს ციფრი რას ნიშნავს მაგრამ მიხვდებით.
პპდას რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანოთ
--- სითი - ატლეტიკო ---
--პირველი თამაში 1-0--
სითის პპდა - 7.1
ატლეტიკო პპდა - 21.4
პირველ თამაშში ნათლად ჩანს რომ ატლეტიკოს ავტობუსი ეყენა
--მეორე თამაში 0-0—
სითის პპდა - 9.1
ატლეტიკოს პპდა - 12.6
--- ლივერპული - ბენფიკა 3-3 ---
ლივერის პპდა - 8.2
ბენფიკა - 20.4
მთლიანობაში ასე ვიტყოდი 5-7 ფარგლებში არის იდეალური მაგრამ სტაბილურად ასეთი სტილი დაჭერა შეიძლებელია, ეს ნიშნავს რომ გუნდი თამაშობს მაღალ პრესინგს და გუნდურად თავს კარგად იცავს, რაც ხშირ შემთხვევაში შეტევაში ხარისხიან ფეხბურთს იწვევს და ოპონენტი ვერ ახერხებს დაბლიდან ბურთის ამოტანას
12-15
ნუ არც კატასტროფა და არც კარგი მაგრამ ჰა და ჰა,
20+
ეს ნიშნავს ორიდან ერთ რამეს ან გუნდი მოედანზე სიმეონესავით იკარუსით გამოდის ან უბრალოდ ოპონენტის პოზიციურ შეტევას ვერაფერს უხერხებს და დაცვაში სრული კრახია
გადავიდეთ შემდეგ მაჩვენებელზე
---------------- XG(expected goals) და XA(expected assists) მოსალოდნელი გოლები და საგოლე გადაცემები-----------------
ძალიან გრძელი რომ არ გამოვიდეს მარტო გოლებს განვიხილავ ასისტებიც ზუსტად იგივე ნაირად ითვლება
დარწმუნებული ვარ ბევრს შეგხვედრიათ ონლაინზე ეს xG, ყველაზე პოპულარული advance metric-ია უკვე ვიდეო თამაშებმაც დაიწყეს მგონი ამის გამოყენება, ისე ეს უკვე ცოტა მოძველებული საზომი ერთეულია მაგრამ მიუხედავად ამისა აქტიურად იხმარება, ეს არის ასე ვთქვათ საგოლე შანსის გამოყენების მაჩვენებელი, გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდურად.
ეს ციფრი თუ ერთ კონკრეტულ მომენტს განვიხილავთ ყოველთვის მერყეობს 0-ს და 1-ს შორის (ნუ ახლა 1 დარტყმიდან 1-ზე მეტ გოლს ვერ გაიტან

) თუ რამდენიმე მომენტის საშუალო მაჩვენებელს რათქმაუნდა 1-საც ცდება, ამ ყველაფრის გამოთვლა ხდება წარსულში გატანილი გოლების გამოყენებით, ათი ათასობით გოლის ანალიზი მოხდა წლების განმავლობაში და ამ ინფორმაციის მიხედვით მიიღება ეს ციფრი
ყველა საგოლე შანსს აქვს xG კოეფიციენტი, მაგალითად ბეილმა დაარტყა 45 მეტრიდან ამას აქვს xg, თავისთავად xg დაბალია, სავარაუდოდ 0.01 ან უფრო დაბალი მაგრამ მოდი ავიღოთ 0.01 ეს ნიშნავს რომ მაგ კონკრეტული ადგილიდან წარსულში გატანილი გოლების მიხედვით 100 დან 1ხელ მოხდა გოლის გატანა.
ან თუ სალა გავიდა ერთი ერთზე მეკარესთან იმის მიხედვით თუ რა პოზიციიდან დაარტყავს ამასაც ექნება xg სავარაუდოდ ეს იქნება 0.9 ან 0.8, ანუ 10 დან 8 ჯერ მასეთ მდგომარეობაში მოხდა გოლის გატანა
შემდეგ ხდება ყველა დარტყმის ხგ-ს შეჯამება და საშუალო კოეფიციენტის გამოყვანა, დავუშვათ ლევანდოვსკიმ რაიმე თამაშში დაარტყა 6-ჯერ, შეჯამდება ყველა დარტყმის xg გაიყოფა 6-ზე და მიიღება საბოლოო ციფრი, თუ დავუშვათ ამ ამ თამაშში ლევანდოვსკის xg იყო 2.95 ნიშნავს რომ საშუალოდ მასეთი 6 შანსიდან 3 გოლი უნდა იყოს.
თუ ფორვარდს სეზონში გოლების რაოდენობა xG-ზე მაღალია თავისთავად ეს კარგია გამოდის იმაზე მეტი გოლი გააქვს ვიდრე სტატისტიკის მიხედვით უნდა იტანდეს
შარშან ლა ლიგაში ბენზემას შეჯამებული xG იყო 19.45 ანუ ყველა შეჯამებული საგოლე მომენტიდან სტატისტიკურად უნდა გაეტანა 19-20 გოლი, ამან კი 23 გოლის გატანა მოახერხა, 3.55-ჯერ მეტის ვიდრე სავარაუდო, რაც მაღალი მაჩვენებელია, გამოდის შანსებს კარგად იყენებს
შარშან ლევანდოვსკის xg იყო 32.08. გაიტანა 41, +8.92 მაჩვენებელი, ეს ძალიან დიდი ციფრია,
იგივე ნაირადაა საგოლე გადაცემები, expected assists, რამდენი ასისტი უნდა გაეკეთებინა და რამდენი გააკეთა
და ბოლოს მესამე და ყველაზე თანამედროვე
------------------ (xT) expected threats კოეფიციენტი -----------------------
ქართულად როგორ იქნება threat? სახიფათო მომენტი ალბათ, ან ხიფათის შექმნა რაღაც ამდაგვარი.
ყველაზე კომპლექსური ესაა, ამავრდროულად ყველაზე კარგად ასახავს ფეხრბურთელის შეტევაში ეფექტურობას, 2021-დან დაიწყეს ამ მაჩვენებლის აქტიურად გამოყენება
აგერ არის რუკა,

ამ რუკის მიხედვით გამოითვლება ბურთის ატანის კოეფიციენტი დავუშვათ თუ ვინიციუსმა(შარშან ლა ლიგაში ლიდერი იყო) ბურთი აიტანა ა დან ბ პუნქტამდე დააგროვა 0.028 ხტ, ანუ წარმოიდგინეთ თითქოს ვიდეო თამაშია და რამდენ კუბიკითაც წინ წაიწევთ ქულა გემატებათ, უკან და გვერდითი პასები, ისეთი პასები რომელიც შეტევისთვის არაფრის მომცემია არ ითვლება, მხოლოდ ისინი რომელიც თამაშის გამწვავებას იწვევს, ითვლება ორივე დრიბლინგით მიღებული ხტ და პასებით, ბოლოს იკრიბება და გამოდის ერთი მთლიანი ციფრი.
ძალიან ზოგადად რომ ავხსნა, xt ასახავს ფეხბურთელის გუნდის შეტევაში შეტანილ წვლილს, შეტევაში ეფექტურობას ასე რომ ვთქვათ.
2020-21 წლებში პრემიერ ლიგაში გრილიში იყო პირველზე, საშუალოდ 0.3 ქონდა ტოტალი xt ანუ მისი მოედანზე ყოფნა 30%-ით ზრდიდა გუნდის გოლის გატანის შანსს
ამ თამაშის და მომავალი თამაშის ანალიზებში გამოვიყენებ ამ ციფრებს, ამ ყველაფერს მე ვერ ვითვლი, რო იცოდეთ

არ მაქ ამის ხელსწაყოები, პროგრამები და ა.შ, მაგრამ ყველა თამაშის შემდეგ სხვა და სხვა ასე ვთქვათ ხარისხიან საიტებზე იდება ხოლმე ეს სტატისტიკა, შევაჯამებ ყველა წყაროს გავყოფ შუაზე და ასე თუ ისე მიახლოვებულ ციფრს შემოგთავაზებთ
შესავალი
ფორმაცია
ოფიციალურად რეალი 4-3-3-ით გამოვიდა
ვინი-ბენზემა-ვალვერდე
მოდრიჩი - კაზემირო - კროსი
მენდი - ალაბა- ნაჩო - კარვახალი
ჩელსის ოფიციალური 4-3-3 იყო მაგრამ რეალურად 3-4-3 ით დაიწყეს
ვერნერი-ჰავერცი-მაუნთი
ალონსო-კოვაჩიჩი-კანტე-ლოფტუსი
რუდიგერი-სილვა-ჯეიმსი
რეალი დაცვაში
კარლო აშკარად თავიდანვე დაცვითი მენტალიტეტით გამოვიდა, მთავარი პრობლემა მილიტაოს არ ყოფნა იყო, ნაჩო კიდევ რამდენადაც უნივერსალური არ უნდა იყოს ასეთ თამაშებში ცენტრალურ მცველად ყოველთვის სარისკოა, ამიტომ რამდენიმე ცვლილება იყო ტაქტიკურად.
პირველი რაც ძალიან ხშირია ვალვერდეს დაბლა დაწევა მე-5 მცველად, ეს ტიპიური სვლაა რომელიც ხშირად გაუკეთებია,

მაგრამ როგორც ჩანს უფრო სიფრთხილე გამოიჩინა ამიტომ მომენტებში კაზემირო ფაქტიურად მე-6 მცველი გახდა, დაცვაში მომენტებში 6-3-1 ან 5-1-3-1 ით იცავდნენ თავს


ჩელსი მეორეს მხრივ დაცვაში 4-4-2 ით იდგა, ალონსო და მაუნტი ჩამოდიოდნენ დაბლა, ჰავერცი და ვერნერი რჩებოდა ზემოთ


შეტევაში ხშირი იყო წინა ხაზზე ოთხი მოთამაშე, ალონსო თამაშობდა აქ მნიშვნელოვან როლს

ალონსოს ფენომენი
ალონსო იდეაში ფლანგი იყო მაგრამ ძალიან დიდი თავისუფლება ქონდა, ფაქტიურად ყველგან ითამაშა, იყო მომენტები ცენტრში შევიდა და ვერნერი გავიდა მარცხნივ, იყო მომენტები სასერთოდ ვერნერი ჩამოვიდა დაბლა დაცვაში და ეს ზემოთ დარჩა

ჩელსის ქომაგი არ ვარ ასე რომ არ ვიცი ალონსოს შესაძლებლობები მაგრამ ფაქტია ტუხელს ნდობა აქვს, პრინციპში გამოაჩინა კიდეც ის გოლი რომ გაიტანა (ნუ არ ჩაითვალა მაგრამ მაინც)
მთლიანობაში შეიტანა წვლილი შეტევაში მაგრამ ამან დაცვაში პრობლემა გამოიწვია, წინაზე რო განვიხილეთ სითი-ჩელსი, მაგ თამაშში ტუხელმა უფრო ფრთხილი ტაქტიკა არჩია რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ის ფინალი იყო აქ კიდე მოსაგები ქონდა მაგრამ მესამე გოლის გატანის შემდეგ ცოტა მეტი სიფრთხილე იყო საჭირო
ფაქტიურად ორივე გოლი ალონსოს ფლანგიდან გავიდა, პირველ გოლში როდრიგოს ვერ დაეწია იმიტომ რომ ძალიან ზევით იყო ასული, მეორე გოლში კიდევ რუდიგერი მარტო დარჩა და ზუსტად იმ პოზიციიდან გავიდა გოლი სადაც წესით მარცხენა გარემარბი უნდა ყოფილიყო, ნუ აქ შეიძლება ისიც ვთქვათ რომ ჯეიმსი გამოვიდა პოზიციიდან და ამიტომ გაუჭირდა რუდიგერს მაგრამ მაინც მარცხნივ ვინმე უნდა ყოფილიყო


მეორეს მხრივ რთულია ტუხელი გაამტყუნო, 3 გოლი გაქვს გასატანი და რისკზე წასვლა აუცილებელია, მაგრამ მთავარი ფაქტორი ისაა რომ ეს ყველაფერი 3-0-ზე მოხდა, ჰაერში რუდიგერი ყველაფერს იგერიებდა, ცენტრშიც გარღვევა ფაქტიურად არ ქონიათ, ანუ დაცვაში გუნდი კარგად იდგა, აღარ იყო რისკი და შტევის გაგრძელება საჭირო, 3-0 და ეგრევე ავტობუსი წესით უფრო ეფექტური უნდა ყოფილიყო
კაზემირო
როცა რეალის ნახევარდაცვაზე მიდის საუბარი ყოველთვის ყველას კროსი მოდრიჩი ახსენდება, მაშინ როცა კაზემიროც ზუსტად იგივე კრედიტს იმსახურებს, ეს თამაში იყო იდეალური მაგალითი რატომ დგას იგივე დონეზე.
მთელი თამაში ფაქტიურად ითამაშა ცენტრალურ მცველად, საყრდენად, ცენტრალურ ნახევარმცველად და მომენტებში შემტევად, ძირითადად ევალა ნაჩოს და ალაბას დაზღვევა, არ ვიცი ეხლა ეს რატომ მოხდა, იმიტომ რომ მილიტაო არ იყო და ნაჩოს კარლიტო ბოლომდე ვერ ენდო, თუ უბრალოდ ფრთხილობდა და 0-0-ზე თამაშობდა მაგრამ ფაქტია კაზემიროს ჩაჯმულის გამოსწორება ევალა რასაც უმეტეს შემთხვევაში თავი კარგად გაართვა. მაგრამ ყველაფერი აქ არ დასრულდა, ფაქტიურად 3-ვე მესამედში იმოძრავა, ზე დონის თამაში დადო.


ალაბას შეცდომა, ეს გოლი ალაბაზეა, გამოდის ხაზიდან რომ პასი ჩაჭრას მაგრამ დაგვიანებულია, თან უაზრობაა მანდ ხაზიდან გამოსვლა, ძალიან სიღრმეში უწევს ასვლა, საერთოდ ასეთ მომენტში ერთი დაუწერელი კანონია, თუ დაცვის ხაზიდან გამოდიხარ პასის ჩასაჭრელად მილიარდი პროცენტით დარწმუნებული უნდა იყო რომ პასს გააჩერებ თორემ 99% შემთხვევაში ეს პრობლემით მთავრდება

რეალიც და ჩელსიც უკნიდან პოზიციურ შეტევაზე ნახევარმცველებს კარგად იყენებდნენ აქ საერთოდ სამივე დაბლა ჩადის

ეს კი კლასიკური 4-2 buildup-ი

ეხლა გადავიდეთ სტატისტიკაზე
გოლების xG სტატისტიკა
5-ვე გოლი xg ციფრების მიხედვით საკმაოდ კარგად შესრულებული იყო
1) მაუნთის გოლი xG 0.30
2) რუდიგერი xG 0.08 (ყველაზე რთულად გასატანი ეს იყო)
3) ვერნერი xG 0.20
4) როდრიგო xG 0.39
5) ბენზემა xG 0.41
ამ სტატისტიკით შეიძლება ვთქვათ რომ ხუთივე გოლი საკმაოდ რთულად გასატანი იყო, რაც თავისთავად დაცვის ეფექტურობას ნიშნავს, არ იყო გამჭოლი ხაზის გაჭრა, ან ერთი ერთზე მცველის მოტყუება და მეკარესთან დარჩენა
ეხლა მოდი 3 საუკეთესო განიავებულ შანსებს და ამ მოთამაშეების თამაშში ტოტალს შევხედოთ შევხედოთ
1) პულისიკი 93 წუთზე xG 0.55 (თამაშის ჯამი 0.65)
2) ჰავერცი 117 წუთზე xG 0.33 (თამაშის ჯამი 0.62)
3) ჯორჯინიო 119 წუთზე xG 0.38 (თამაშის ჯამი 0.38)
ჩელსის მხრიდან სტატისტიკური მაჩვენებელის მხრივ გოლის გატანის ყველაზე კარგი შანსი ამერიკელს ქონდა 0.65, რეალის მხრიდან ბენზემას 0.48 რომელიც გამოიყენა
გუნდური მაჩვენებელი
რეალი xG 1.03
ჩელსი xG 3.09
საბოლოო ჯამში ამ ციფრებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ ჩელსის თამაში მინიმუმ 1-3 უნდა დაემთავრებინა
------------- PPDA(Passes Per Defensive Action) -----------
რეალის საშუალო მაჩვენებელი 11.5
ჩელსის საშუალო მაჩვენებელი 7.9
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის მიმდინარეობის დროს ცვალებადობა
ამ სურათში კარგად ჩანს რომ პირველი ტაიმში რეალი პრესინგშიც და დაცვაშიც უფრო ეფექტური იყო ვიდრე მეორეში, მეორეში ვარდნა დაიწყო, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 75-ე წუთი, კარგად ჩანს კამავინგას შემოსვლამ რამხელა ცვლილება გამოიწვია.

ბოლოსკენ უკვე ჩელსის ეფექტურობა იკლებს და ფაქტიურად რეალს უტოლდება, დიდი ალბათობით დაიღალნენ, რთულია 120 წუთი მაღალი პრესინგის თამაში
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი ხშირ შემთხვევაში იმ მომენტში როცა რეალის პპდა ზემოთ ადიოდა ეს უფრო დაცვითი ფეხბურთით იყო გამოწვეული ვიდრე გუნდური დაცვის ჩამოშლით, ჩელსის შემთხვევაში პირიქით, ეს არა იმიტომ რომ ჩელსი ჩამოიშალა და რეალმა რაღაც ზე ბუნებრივი დაცვის ხარისხი აჩვენა, უბრალოდ მაღალი ინტენსიური პრესინგი მომენტებში წვავდა გუნდს და ეფექტურობა იკლებდა, ჩელსი რეალივით სრულად უკან ფაქტიურად არ ჩასულა
------------ xT(expected threats) ---------------
ეხლა გადავიდეთ ხტ-ზე
ჩელსის ფეხბურთელების შეტევითი ეფექტურობა პასების მაჩვენებლით

რეალის ფეხბურთელების შეტევითი ეფექტურობა პასების მაჩვენებლით

ჩელსის ფეხბურთელების შეტევითი ეფექტურობა დრიბლინგის მაჩვენებლით

რეალის ფეხბურთელების შეტევითი ეფექტურობა დრიბლინგის მაჩვენებლით
ეს კარგად აჩვენებს რომ ვინიციუსს ძალიან გაუჭირდა, ერთი მხრივ ჩელსის მაღალი დონის დაცვის გამო, მაგრამ მეორეს მხრივ კარლოს დაცვითი ტაქტიკის სადაც მომენტებში ვინიციუსი თითქმის საყრდენად ჩავიდა

ესეც კი მთლიანი გუნდის ხტ გრაფა, კარგად ჩანს ჩელსის ეფექტურობა შსეტევაში, იმ რამდენიმე მომენტის გარდა შეტევის მხრივ დომინირებენ

არ შემიძლია რუდიგერზე ორი სიტყვა არ ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო შეტევით პოტენციალში, აგერ ცენტრალურ მცველებთან პასების რაოდენობა უველა უკნიდან ბილდაფი რუდიგერისგან წამოვიდა

შეჯამება
ზედაპირულად თუ შევხედავთ ჩელსიმ თამაშით აჯობა, მაგრამ იმის თქმა რომ 90 წუთი რეალი მიმწყდეული ყავდა არ იქნება სწორი, სრული დომინაცია არ ქონიათ და იყო მომენტები სადაც პირიქით წავიდა ყველაფერი.
კარლოს ტაქტიკა ძალიან კონსერვატიული იყო, უკან ყოველთვის 2 მცველს ტოვებდა, დაცვაში 5 ხანდახან 6 კაციანი ხაზი, 0-0, 1-1 ზე იყო ყველაფერი გათვლილი, სიმართლე გითხრათ ვერ გავამტყუნებ, მასეთ მომენტში მწვრთნელმა იცის რომ ჩელსი მთელი ძალით შეუტევს, ასე რომ ქვაზე ქვით დატაკებას და რისკს ფრთხილი თამაში ჯობდა. ბოლო ბოლო 3-1-ით გამოდიხარ მოედანზე, რომ არა მილიტაოს არ ყოლა სავარაუდოდ 3-0-ზე ჩელსი ვერც მივიდოდა
ჩელსის მხრივ მთლიანობაში კარგი იყო როგორი შთაბეჭდილება დამრჩა იცი, აი ტუხელი გამოვიდა საომარი მენტალიტეტით, არანაირი უკან გადადგმული ნაბიჯი, არანაირი დაცვაზე ნერვიულობა, სრული შტურმი, მთლიანობაში გაამართლა
უბრალოდ ერთ რამეში ვამტყუნებ, ზემოთაც ვახსენე, 3-0-ზე გუნდი უკან უნდა წამოსულიყო, აუცილებლად რა, არაფერში არ იყო საჭირო კიდევ შეტევის გაგრძელება, არ იყო რეალი ისე აჭრილი რომ მე-4-ეც ადვილად გაეშვათ, თან სამწვრთნელო შტაბმა იცოდა რომ რეალი უკვე 100%-ით შეუტევდა, როგორც კი მე-3 გაიყვანეს ეგრევე უკან, აი „ემ საათში“ drooooop და ჩამოვიდა გუნდი უკან, ავტობუსი, 5-4-1 და კონტრებზე თამაში. ასეთ მომენტში 3-0-ზე შეტევის გაგრძელება შეიძლება გაუკეთო ბენფიკას, ლაიფციგს, აიაქსს, დორტმუნდს და ა.შ, მაგრამ მაშინ როცა რეალს ეთამაშები და დაგეშილი ბენზემა, მოდრიჩი და კროსი მოსაკლავად მოგდევს, არავითარ შემთხვევაში არ ღირს შეტევის გაგრძელება, აი ოდნავი მცდელობაც კი, ყველანი უკან, ჟოზე mode, მინიმუმ 6 კაცს დავტოვებდი საკუთარ ნახევარზე
აგერ მოდრიჩი ასისტის დროს ჩელსის ფორმაცია

კიდევ ერთი დადებითი მხარე ასეთი მიდგომის იყო ის რომ მოედანზე მილიტაო არ იყო, იყო ნაჩო, მიუხედავად იმისა რომ ნაჩო კაცური კაცია და ყველგან პროდუქტიულია მილიტაოს დონის არ არის და სწრაფი კონტრების გაჩერება უჭირს, ვერნერის, ჰავერცის სისწრაფეს ვერაფერს მოუხერხებდა.
ნუ ახლა თავისთავად ასე გარედან ადვილია საუბარი, არ ვიცით ჩელსის ანალისტები რას ხედავდნენ, რატომ გადაწყვიტეს ასე, მაგრამ ჩემი გლეხური მხედველობით ასე ჩანს.
უჰ მემგონი ძალიან ბევრი გამომივიდა, მოკლედ ეს იყო ცოტა უფრო ასე ვთქვათ advanced(ღრმა) ანალიზი, უფრო მეტი დრო სტატისტიკას და თანამედროვე მეტრიკებს დავუთმე ვიდრე კლასიკური მომენტების გარჩევას როგორსაც აქამდე ვპოსტავდი ხოლმე, ერთი ორი ასე გავაკეთოთ, მერე უფრო სიღრმეში ჩავიდეთ

ინდივიდუალური გარჩევები, პასების ანალიზი და ა.შ
უბრალოდ რაც უფრო დეტალურ ანალიზს დავწერ მეტი დროა საჭირო, დროში ძალიან მიჭირს, ასე რომ ნუ მიწყენთ თუ დავიკარგე ხოლმე

პ.ს თუ რამეს ვერ გაიგებთ ამ მეტრიკებში მკითხეთ, პროფესორი არც მე ვარ, ბოლომდე კარგად ჯერ კიდევ არ მესმის მაგრამ შეძლებისდაგვარად ავხსნი
This post has been edited by Gio.. on 23 Apr 2022, 06:59