ევროპული დიდი გუნდების საერთაშორისო აკადემიებს არ გაეკარო, გაპიარებული ფულის საკეთებელი მანქანებია, ლივერპული, ბარსელონა, მილანი, ასტონ ვილა, ა.შ , პროსტა ლიცენზია აქვთ აღებული ფულს უხდიან გრანდებს და იმათაც მაგრად კიდიათ, ერთადერთი ბარსელონა ვიცი რომ მართლა ცდილობს ხარისხიანი პროდუქტის შექმნას, და პროგრესიც აქვთ, მაგრამ დეცენტრალიზებული სისტემაა და ვერ აქვთ დიდი კონტროლი, ლივერპულის აკადემია მგონი ყველაზე პოპულარულია ევროპულებში და აი რავი ... 4 თვიან სეზონში 3 ათასს იხდი და ტიპები ფორმასაც არ გაძლევენ ეგეც შენ უნდა იყიდო
მიჩიგანში ვარ მე და ორი კლუბია აქ Vardar-ი და Michigan Wolves-ი, ორივე ტოპ დონეა.
შენ გააჩნია სად ხარ, ძირითადად MLS-ის გუნდების აკადემიები საუკეთესო გზაა ბავშვის პროფად ქცევის, სინჯებსაც ატარებენ ხოლმე, უბრალოდ დარეგისტრირებაა საჭირო, მასეთ მაღალი დონის აკადემიებში სულ არიან სკაუტები და თუ დაინახავენ ტალანტს თვითონვე მოვლენ.
თუ ნიუორკში ხარ NY რედ ბულს როგორც ვიცი კარგი სკოლა აქვს, NYCFC-ის ხო საერთოდ, ფაქტიურად მანჩესტერში რა სტანდარდებიც აქვთ იგივე აქვთ მანდაც, City Football Group-ს ეკუთვნის და სერიზული კონტროლი მიდის.
ეროვნულ ნაკრებში ყველაზე ადვილად მოხვედრა ხდება თუ ამ ორი პროგრამიდან რომელიმეში მოხვდა ბავშვი
პირველი USSDA უშუალოდ ფედერაციას ეკუთვნის
http://www.ussoccerda.com/contact-usმეორე ODP(Olympic Development Program) სპორტის დეპარტამენტის კონტროლის ქვეშაა თუ არ ვცდები, USSDA-ჯობია როგორც ვიცი
https://www.usyouthsoccer.org/resources/sign-up-to-play/დაურეკე პირდაპირ, აგიხსნიან ყველაფერს. MLS-ის აკადემიებშიც დაგუგლე რომელ შტატშიც ხარ იმ კლუბის საიტი და პირდაპირ დაურეკე არ მოგერიდოს მაგათი საქმე ეგაა

თუ ბავშვს სერიოზული ტალანტი აქვს და აკადემიის პირველ გუნდში მოხვდა ხო საერთოდ ტანკში ხარ, ყველაფერს ისინი გადაიხდიან და თუ ყველაფერი კარგად წავიდა სამომავლოდ კონტრაქტიც გარანტირებული აქვს
თუ რამე კითხვები გაქვს მომწერე პირადში არ მოგერიდოს
რაც შეეხება ყველაზე პატარა ჯგუფს, U15-ია მგონი ყველაზე პატარები
* * *
Deutschland..დაპირებული ბავარია-დორტმუნდი
---------------------
მოვრჩი როგორც იქნა, არ მეცალა ეს დღეები და გამიგრძელდა.
(მეგობრებო, ერთადერთი ქართულად ვწერ ამ ფორუმზე, და ნუ მეგობრებს რომ ვწერ ხოლმე, სხვა მხრივ ქართულად აი მაგალითად ფურცელზე არ დამიწერია სადღაც 11 წელია, ასე რომ საშინელ გრამატიკულ შეცდომებზე ნუ გამკიცხავთ)
სანამ დავიწყებთ, ზოგიერთ მომენტში ზონებს ვახსენებ, ასე რომ მოდი ზოგადად ავხსნი ზონები როგორ იყოფა მოედანზე ტაქტიკის შემუშავების დროს, ზოგს ალბათ ეს ეცოდინება მაგრამ ვინც არ იცით სამომავლო ანალიზებს რომ დავწერ ყველასთვის გასაგები რომ იყოს.
მოკლედ ყველაზე პრიმიტიული მოედნის დაყოფა არის მესამედებად. ეს არის სამწვრთნელო/ტაქტიკური ანბანი , ნებისმიერი სტრატეგია, ფორმაცია, ვარჯიში, ჯანდაბა დოზანა ყველაფერის სამუძველი არის მესამედები. ასე რომ თუ სადმე გაიგეთ ვინმემ ფეხბურთი და სიტყვა მესამედი ახსენა ესეიგი ამაზეა საუბარი.
ინგლისურად მოიხსენიება ასე
(1) Defensive third
(2) Middle third
(3) Final third

მთლად ანგლოსაქსური ანალიზი რომ არ გამოვიდეს, ქართულად მოდი დავუძახოთ დაცვითი ზონა ანუ ჩვენი მეკარე სადაც დგას ეგ ზონა, შუა ზონა და ბოლო ზონა სადაც გოლს ვიტანთ. ნუ უფრო გასაგები რომ იყოს ასე ჯობს.
ამ ანალიზში დიდად არ ვიხმარ მაგრამ შემდეგი უფრო ესე რო ვთქვათ შედარებით მაღალი დონეა მოედნის უფრო მცირე ზონებათ დაყოფა, მაგალითად არიან მწვრთნელები რომლებიც ასეთ ჰორიზონტალურ ზონებს ხმარობენ, ასეთ მიდგომაში ზონა 14-ი არის ლეგენდარული, ეს ძირძველი ზონალური მიდგომაა რომელსაც ბევრი აღარ იყენებს.

ეს არის უფრო თანამედროვე, პეპის საყვარელი მოედანი, ბავარიაში რომ მუშობდა ბევრი სავარჯიშო მოედანი ასე ქონდა დახაზული, დღეს დღეობით ძირითადად ასე ხდება პროფესიონალურ ფეხბურთში მიდგომა, ნახევარ ზონები, ცენტრი, გარე ადგილები და ა.შ

როგორც პეპი იტყოდა, ყველა მვწრთნელის მთავარი მიზანი უნდა იყოს ბოლო მესამედში ფეხბურთელის ბურთით მიყვანა, თუ მოამზადე ისე გუნდი რომ ბოლო ზონაში ბურთი მიიტანე დაუკარგავად მინიმუმ ერთი ფეხბურთელით, ესეიგი შენი გეგმა მუშაობს, შენი საქმე გაკეთდა, ამის შემდეგ ხდება უკვე ფეხბურთელებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, ბოლო ზონაში ჩანს ტალანტი, ფეხბურთელის IQ, ხედვა, ფიზიკური მომზადება და ზოგადად საფეხბურთო უნარი.
მაგალითად ბარსაში დაცვით და შუა ზონაში პეპს სადღაც ბიელსას მიდგომა ქონდა, ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო, არავის არ უნდა დაერღვია ზონალური თამაში, ქონდათ მინიმალური იმპროვიზაციის უფლება, ბოლო ზონაში უკვე თავისუფლებას აძლევდა, ადრე იყო ვიდეო სადღაც ანრი ლაპარაკობს ზუსტად ამ თემაზე.
თუ გუნდი ბურთით ვერ მიდის ბოლო ზონამდე ესეიგი რაღაც ვერ მიდის კარგად, თუ პირიქით მიდის და ფინიშინგში ჯვავს გუნდი(გოლის გატანაში) ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელის ბრალი უფროა ვიდრე მწვრთნელის, ასე რომ როცა უყურებთ თამაშს თუ ხედავთ რომ გუნდი შედის ბოლო მესამედში, მაგრამ გოლს ვერა და ვერ იტანს დიდი ალბათობით ფეხბურთელების ბრალია, მაგრამ თუ ბოლო მესამედში ვერ შედიან და ყველა ბურთს ცენტრში კარგავენ შეგიძლიათ სამწვრთნელო შტაბს დაასხათ

------------------ შესავალი -----------------------------
დავიწყოთ ფორმაციით, ორივე გუნდი მოედანზე გამოვიდა 4-2-3-1 ფორმაციით, თავიდან ტელევიზიამ რატომღაც დორტმუნდი 4-1-3-2-ად გამოსახა მაგრამ აშკარად შეცდნენ.
ბავარიას სასტარტო იყო ასეთი
პოზიციებს ინგლისურად მივუწერ გვერდით, უფრო ადვილია ასე მოხსენიება
მოდი სამომავლოდ სადმე თუ წამიცდა ხელი და თვითონ ანალიზშიც ვიხმარე ჩამოვწერ რა რას ნიშნავს, ვეცდები მინიმალურად გამოვიყენო ინგლისური ენა მაგრამ ხანდახან შეიძლება შემეპაროს

(CF) - Center Forward - ფორვარდი
(LW) - Left Wing - მარცხენა ფლანგი
(RW) - Right Wing - მარჯვენა ფლანგი
(CAM) - Central Attacking Mid - ოზილი
(CM) - Center Mid - ცენტრალური ნახევარმცველი
(CDM) - Center Defensive Mid - საყრდენი
(LB/RB) – Left/Right Back - მარცხენა ან მარჯვენა გარემარბი
(CB) – Center Back - ცენტრალური მცველი
-----ლევანდოვსკი(CF)-----
სანე(LW) --- მიულერი(CAM) --- კომანი(RW)
----ტოლისო(CM) ---- გორეცკა(CM)----
დავიესი(LB) -- ჰერნანდეზი(CB) -- უპამეკანო(CB) --- პავარდი(RB)
----- ნოიერი ----
დორტმუნდი (სახელები ცუდად თუ გამოვთქვი დააიგნორეთ)
-------ჰალანდი(CF)----
ბელინგემი(LW) --- როისი(CAM) ---ბრანდტი(RW)
---- დაჰუდი (CM) ----- კანი(CM) ----
გერერო(LB) --- ჰუმელსი(CB) --- აკანჯი(CB) --- მუნიე(RB)
სანამ კონკრეტულ მომენტებს განვიხილავთ, დავიწყოთ იმითო რომ ორივე გუნდი თამაშობდა თითქმის ერთი და იგივე ტაქტიკით, იყო რათქმაუნდა რაღაც რაღაც სხვაობები
მაგალითად დორტმუნდის დაცვითი ფორმაცია იყო გამოკვეთილი 4-2-3-1, რაც არც ისე ხშირია, ძირითადად გუნდები 4-2-3-1-დან ან 4-1-4-1 ზე გადადიან დაცვის დროს ან 4-5-1-ზე ხანდახან 4-4-2 დან 4-3-3, მაგრამ ასე გამოკვეთილი 4-2-3-1 ით დაცვა ძალიან ხშირი არ არის

ბავარია უფრო ცვალებადი იყო თუ დავიესი ვერ ასწრებდა ჩასვლას რაღაც 3-3-3-1 ან 3-5-2 ჰიბრიდით იცავდნენ თავს,

თუ ჩავიდოდა ან დავუშვათ ისეთ მომენტში იყო დაცვა რომ ვერ ასწრებდა ზემოთ ასვლას დაცვითი ფორმაცია 4-4-2-ს გავდა

მაგრამ ფაქტიურად ორივე გუნდს ერთი და იგივე თამაშის სტილი ქონდა შერჩეული.
ფლანგებს ორივე იცავდა ძალიან ვიწრო ჩაპრესილი ბლოკით
მაგალითად

ერთი შეხედვით ჩანს რომ თამაში ძალიან ახლოს იყო, და გუნდებმა თითქმის ერთ დონე ითამაშეს მაგრამ რეალურად ბავარიამ დაჯაბნა ძალიან ბევრ ასპეკტში და გეტყვით რატომაც.
მოკლედ დავიწყოთ
-------------------------------------- სანე-დავიესი სვლა -------------------------------------
ასეთ რაღაცას ნაგესლმანი ლაიფზიგში აკეთებდა, თუ ჰოფენჰაიმში, ნუ მოკლედ აღარ მახსოვს

მაგრამ ერთ ერთი საფირმო სვლაა 4-2-3-1-დან შეტევის დროს 3 ცველზე გადასვლა და ამ 3 მცველის ასე რო ვთქვათ გაწელვა.
თითქმის მთელი თამაში დავიესი გადიოდა ძალიან გარეთ და რაც შეიძლება ზემოთ, ფაქტიურად მარცხენა ფლანგად თამაშობდა, საერთოდ როცა გარემარბი გარეთ გადის ფლანგი ცოტა შიგნით უნდა შევიდეს, ერთ ხაზზე გარემარბი და ფლანგი არასდროს არ უნდა იდგეს, საპასე ხაზის დაბლოკვა ბევრად ადვილია ასეთ შემთხვევაში, ამიტომ ყოველთვის ეუბნები გარემარბს და ფლანგს რომ ერთმანეთს უნდა შხედონ და პოზიციები როგორცაა იმის მიხედვით მოახდინონ გადაადგილება, თუ მაგალითად LB აუტის ხაზს ჩაეხუტა, ფლანგი ცოტა შიგნით უნდა შევიდეს და პირიქით.
ბავარიას შემთხვევაში ეს ცოტა სხვანაირად იყო, დავიესი ფაქტიურად სულ გარეთ იყო, აუტის ხაზთან და სანე შიგნით შედიოდა, მაგრამ და აქ დიდი მაგრამ, სანეს შიგნით შესვლას უბრალოდ გარემარბის ერთ ხაზზე დგომის გამო შესვლა არ ერქვა, იმ დონეზე შედიოდა სიღრმეში რომ ხანდახან ლევანდოვსკი უფრო რჩებოდა მარცხნივ.
ფაქტიურად შემტევ ნახევარ მცველ/ფორვარდს თამაშობდა.


გარემარბის ასე გამოყენება რამდენიმე პრობლემას იწვევს, კონტრებზე დირკები გიჩნდება, ამის წამალი ნაგესლმანმა პავარდის უკან დატოვებით იპოვა, მაგრამ ამან კიდევ სხვა პრობლემა გამოიწვია, პავარდი არც ბოლომდე არ შლიდა მოედანს, და არც მთლად უკან არ რჩებოდა, რაღაც ლიმბოში იყო გაჭედილი, თან ცენტრალური მცველი/თან გარემარბი გამოვიდა, ასე რომ იყო მომენტები სადაც ვერც ეფექტურ დაცვას ვერ აკეთებდა და ვერც მოედანს ვერ შლიდა საკმარისად რომ ბურთი მიეღო.
ამიტომ ხშირ შემთხვევაში გრძელი ბურთის თამაში უწევდა. მოდი ეხლა ერთი ორი სხვა რამ განვიხილოთ და დავწერ ამ გრძელი ბურთის თამაშის დროს ბურთის შენარჩუნება როგორ მოახერხა ბავარიამ.

--------------------------- კონტრ-პრესინგი (counter press, gegen press, ტოტალური ფეხბურთი რავი ზოგი რას ეძახის ზოგი რას) ------------------------
ორივე გუნდმა სული დადო მოედანზე რომ ეს სტილი ეთამაშათ, არ ვიცი რა ფიზ მომზადება აქვთ მაგრამ რაგნიკის ადგილას დავსვავდი მთელ მანჩესტერის ორგანიზაციას თავის ფეხბურთელებიანად და ამ თამაშს ვაყურებინებდი რომ გაიგონ რეალურად რას ითხოვს რალფი
ფენომენალური იყო ორივე გუნდის ბურთის გარეშ მოძრაობა, 90% შემთხვევაში ორივე კონტრ პრესინგს თამაშობდა მთელი კოლექტივით.
კონტრ პრესინგიდან გამოსვლა ხდება ე.წ ზონის overload(გადატვირთვი)-ით, რაც ნიშნავს ერთი შეხებით 3-4 პასს, ოპონენტის პატარა ზონაში მოწვევას, ანუ ამ ზონის გადატვირთვას და შემდეგ გრძელ პასს სივრცეში, ეს ბავარიას ბევრაააად კარგად გამოსდიოდა ვიდრე დორტმუნდს,
მაგალითად

------------------------- უკნიდან შეტევის აწყობა და დორტმუნდის პრობლემა ------------------------
(build out from the back) - დღევანდელ ფეხბურთში მაღალ დონეზე ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სვლა, ხშირ შემთხვევაში ეს იხმარება ისეთი გუნდების წინააღმდეგ ვინც მაღლა გპრესავს, ან ვინც ავტობუსით გეთამაშება.
მაგალითად თუ გუნდი გეთამაშება ასე ვთქვათ ტოტალური ფეხბურთის მაგვარს, ანუ ბურთი შენია თუ არა მთელი გუნდით მოდის ქორივით, იწყებ უკნიდან შეტევის აწყობას რაშიც ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მეკარეა, ბურთს აგორავებ უკან, რაც ზემოთ დავწერე აკეთებ ზონების გადატვირთვას მოგყავს ოპონენტი რაც შეიძლება ახლოს და შემდეგ აკეთებ სივრცეში დაბალ პასს, ორივე გუნდმა 90% შეტევის დროს ასე ითამაშა, ბავარიას ეს კარგად გამოსდიოდა მიუხედავად დორტმუნდის ზე დონის პრესინგისა ახერხებდნენ ბურთის ამოტანას და ბოლო მესამედში შესვლას, აი დორტმუნდმა მინიმუმ 10-12-ჯერ დაკარგა ასეთი თამაშის დროს ბურთი. ეს რაც დავითვალე, რეალური ციფრი ალბათ ორჯერ მეტი იყო, თითქმის ყველა უკნიდან აწყობის შეტევა ჩაიშალა, ხშირ შემთხვევაში ბურთი იქვე თავიანთ დაცვით ზონაში დაიკარგა და ბავარიას ცოტა ჭკვიანურად რომ გამოეყენებინა შანსები ეს თამაში 5-2-ი მორჩებოდა.
რამდენიმე მაგალითი


მაღალ პრესინგს როცა თამაშობ შენი მიზანია ოპონენტი დააძალო რომ გრძელი ბურთი ითამაშოს, დაჰკრას რა მეკარემ ბურთს და გაუშვას ჰაერში

, ნუ როცა გპრესავენ ეგაა გამოსავალი, დორტმუნდმა ორ რამეში მოჯვა, ერთი ის რომ მაშინაც კი როცა აშკარად ჩანდა რომ ბურთს დაკარგავდნენ მაინც აგორავებდნენ და როგორც დავწერე თავიანთივე დაცვით ზონაში კარგავდნენ, ან თამაშობდნენ გრძელ ბურთს და ცენტრში თითქმის ვერასდროს ვერ იგებდნენ.
ეხლა რა ხდებოდა ბავარიას მხრივ, კლასიკური უკნიდან აგების ფორმაცია არის ასეთი, აგერ ჩემ გუნდს გამოვიყენებ მაგალითად

ორი გარემარბი გადის რაც შეიძლება გარეთ, ოდნავ მაღლა მაგრამ არც ისე, ორივე ცენტრალური მცველი იშლება და ერთ ერთი საყრდენი ჩამოდის დაბლა, ესაა პრიმიტიული სვლა, გამოცდილი გეგმაა რომელიც მუშაობს და დორტმუნდა იხმარა, ბავარიას შემთხვევაში ეს სხვანაირად იყო,

რადგანაც დავიესი მომენტებში ზედმეტად ზემოთ ადიოდა და კომანი ვერ ასწრებდა ასეთ მომენტებში დაბლა ჩამოსვლა, ან ხანდახან არ ჩამოდიოდა ალბათ იმიტომ რომ მერე მარჯვენა ფლანგი ფაქტიურად გაქრებოდა, 3 ცენტრალური მცველი იშლებოდა მაქსიმალურად, ეს პრობლემა რომ არ გამხდარიყო ერთი საყრდენის ნაცვლად მომენტებში მეორეც ჩამოდიოდა უკან, ანუ კი შეიძლება დავიესის მასეთი სვლის და პავარდის უკან დატოვების გამო არ ქონდათ გარე ადგილები პასის გასაკეთებლად მაგრამ ცენტრში ერთის ნაცვლად ორი ნახევარ მცველი ყავდათ,

სამწუხაროდ ცენტრი თუ ჩაგიპრესეს ეს საკმარისი არ არის, გარე პოზიციები აუცილებელია უკნიდან აწყობის დროს, ესეთ მომენტებში ნოიერი როგორც ზემოთაც ვახსენეთ გრძელ ბურთს თამაშობდა, ამაზე იტყვით რომ დორტმუნდი საქმეს აკეთბდა, ხო ვთვქით არა ზემოთ პრესავ იმისთვის რომ გუნდს დააძალო გრძელი თამაში, და თუ გააკეთეს გრძელი პასი ესეიგი საქმე გააკეთე, ნუ მთლად ასეც არაა
კი ბავარიას უფრო ხშირად მოუწია გრძელი ბრუთის თამაში, მარჯვენა ფლანგის სისუსტის ან დავიესის გამო მაგრამ აი აქ გამოადგათ სანეს სიღრმეში შესვლა, როგორც კი ნოიერი გრძელ ბურთს ითამაშებდა, ჯერ ერთი რომ ყოველთვის ცენტრში უმიზნებდა, იმიტომ რომ იცოდა სანეთი ერთით ზედმეტი მოთამაშე ყავდათ + ყველა ახლო მდგომი მოთამასე რაც შეიძლება სიღრმეში შედიოდა რომ ეს ბურთი მოეგოთ, ამ ნაგესლმანის გეგმამ იმუშავა იდეალურად.

---------- ------ბოლო მესამედში მომენტის დაბოლოვება და ორივე გუნდის fail-ი. -----------------
ეს იყო კატასტროფა, ორივე მწვრთნელი უეჭველი დაცოფავდა ფეხბურთელებს, ძალიან ბევრი მომენტი გაანიავეს, ძალიან, განსაკუთრებით ბავარიამ, ნუ ეხლა არ შეიძლება დორტმუნდს + დავუკარგოთ, დაცვაში სული და გული დადეს, მაგრამ მთლიანობაში ბავარიას მინიმუმ 2-3 ბურთი უნდა გაეტანა, ასევე დორტმუნდს ყველაზე მინიმუმ 1, ორივე გუნდმა მოიკოჭლა გატანაში.
--------------------------- დაცვაში transition-ი და დორტმუნდის შედევრი -----------------------------------------
წინა გვერდებზეც დავწერე თუ არ წაგიკითხავთ გავიმეორებ, transition-ი არის ჩვენებურად რომ ვთქვა გადასვლა გადმოსვლა, ანუ დაცვიდან შეტევაში და შეტევიდან დაცვაში. დორტმუნდის შეტევიდან დაცვაში გადასვლა იყო რაღაც ფენომენი, დორბლები მომდიოდა

. მთელი გუნდით მეტოქის ნახევარზე იდგნენ ორივე გარემარბი ზემოთ ასული და ბურთის დაკარგვის დროს 6-7 წამში დაცვითი 4 ეული და ორივე საყრდენი საკუთარ ზონებში იდგნენ, თან ბიჭო ეს აკეთეს ბოლო წუთამდე, არ ვიცი როგორ ახერხებენ ასეთ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას, მაგრამ ბრავო სამწვრთნელო შტაბს, ამაში 10+-ით
აქედან

აქ გადასასვლელად დაჭირდათ 7-8 წამი

თავის მხრივ ბავარიაც არ უდებდა ტოლს, ამათი გადასვლაც საკმაოდ ეფექტური იყო მაგრამ დორტმუნდი ამ მხრივ გაცილებით უკეთესი იყო
---------------------- დასკვნა --------------------------------
ორივე გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, როგორც ზემოთ დავწერე ისე ჩანდა თითქოს ორივემ ერთი დონე დადო მაგრამ ბავარიას დაცვაში მცირე შეცდომებს თუ არ ჩავთვლით მთლიანობაში ბევრ ასპექტში აჯობეს.
გარედან ასე ჩანდა: ბავარიას დაგეგმილი ქონდა მაქსიმალური ბურთის ფლობა, ბურთის მოგების შემდეგ უკნიდან შეტევის აგება, დავიესის გარეთ გასვლა და სანეს სიღრმეში შესვლა, სანეს გამოყენება ცენტრის გადასატვირთათ რაც დავიესს ზონებს უხსნიდა, ამავდროულად კომანის მხარეს თამაშის გადაყვანა როცა დავიესი იჭედებოდა.
დაცვაში კონტრების დასაცავად, პავარდი დატოვეს უკან, დავიესს თუ აგვიანდებოდა ტოლისო ან გორეცკა იყო დამზღვევად. თუ საჭირო იყო ცენტრალურ მცველად თამაშობდა ერთ ერთი ამ დროს ჰერნანდესი მარცხენა გარემარბი ხდებოდა
ახლა სად აჯობა ნაგესლმანმა დორტმუნდის შტაბს, ყველა პრობლემა რაც გამოჩნდა მოედანზე მალევე მოგვარდა, თავიდან პირველი 15-20 წუთში ერთი ორი გარბენი რომ გააკეთა ჰაალანდმა, მეორე ცენტრალური მცველი მალევე ოდნავ სიღრმეში შეწია კი მაინც ქონდა გარღვევები ერლინგას მაგრამ მინიმალურამდე დავიდა ეფექტურობა. პირველი გოლის შემდეგ დორტმუნდი ბურთს იგებდა თუ არა დავიესი თუ დაცვაში იყო დისტანციას ამცირებდა ცენტრალურ მცველთან(პირველი გოლი ამიტომ გავიდა) კომანი თავიდან რომ დაიკარგა და ბურთს თითქმის არ იღებდა, აშაკარად დავალება მისცა რომ დაბლა დაეწყო ჩასვლა ბურთის მიღებაც დაიწყო, ამით კიდევ მოაგვარა მარჯვენა ფლანგის არ არსებობის პრობლემა, აი გამოჩნდებოდა რაღაც და ეგრევე ახერხებდა ადაპტირებას, მომკალით და მევასება ეს კაცი რა

მე რომ გუნდის მფლობელი ვიყო და მწვრთნელი მჭირდებოდეს #1 არჩევანი იქნებოდა ნაგესლმანი, ჩემი აზრით თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელია
აი ეხლა შეადარეთ ამას პოჩეტინო და ლივერპულთან ლიგის ფინალი, აი პოჩეტინოც მაღალი დონეა კი მაგრამ როგორ ეტყობა რო ტიპი ბიელსას მოსწავლეა, 90 წუთი თამაში არ გაშალა, 90 წუთი ტიპმა ბურთი ცენტრში ტენა და 3 კაცი გაჭედა, აი ხისთავიანი რა, 10 წუთი იყო დარჩენილი ფინალს აგებდნენ და მაინც იგივეს აკეთებინებდნა გუნდს, ტელევიზორში ყვირილამდე ცოტა დამაკლდა, არადა არც ტოტენჰემის ფანი ვარ არც ლივერპულის, მაგრამ აი ნერვები მეშლებოდა

დორტმუნდის სამწვრთნელო შტაბზე არ მომეწონა ის რომ ტიპები ხედავდნენ ამ უკნიდან აწყობით თითქმის ყოველთვის ბურთს კარგავდნენ და აკეთებდნენ და აკეთებდნენ, ალბათ იმ იმედით რომ ბავარიას გაშლილ დაცვას ჰაალანდის სისწრაფით გაარღვევდნენ და კი ქონდათ გარღვევები კონტრებზე მაგრამ რავიცი აბა მომენტებში გადაწყობა არ იქნებოდა ურიგო. მაგალითად უფრო გრძელი პასები მეკარისგან გარემარბებზე, overlap-ები, ჩაწოდებები, რაღაც მრავალფეროვნება, ნაგესლმანს ერთ სტილს რომ ეთამაშები 90 წუთი დათვურ სამუშაოს უწევ.
პ.ს კიდევ ერთ 30 სურათი მქონდა გადაღებული, წვრილმანები უბრალოდ ძალიან გრძელი გამოვა, და მოსაწყენი, ვეცადე მთავარი შემდეგი თამაშისთვის მანჩესტერი ვილას ვუყურებ, ვნახოთ 1 თვის წინანდელის შემდეგ რო განვიხილეთ რა შეიცვალა და რა არა + რომელიმე გოლის სრულ ანალიზს გავაკეთებ, როგორ გამოიყენება ე.წ 5W (why, when, what, who, where) მიდგომა და გოლის პრობლემის პოვნა შემდეგ ვარჯიში დაგეგმვა.
* * *
ეს მხოლოდ პირველი ტაიმი

Sebastian... After All This Time...?
Always. ( ˘_˘ )