ხუედიოსივინსტონი

მოკლედ, დონბასში კონტაქტის ხაზზე სიტუაცია შემდეგნაირია:
სეპარატისტული ძალები, ფრონტის ხაზის მთელს მიმართულებაზე ინტენსიურად ისვრიან უკრაინული პოზიციების მიმართულებით 120,122 და 152მმ-იანი საარტილერიო ჭურვებს, აგრეთვე მსხვილკალიბრიან ტყვიამრქვევებს, ყუმბარმტყორცნებს და ზოგიერ მიმართულებაზე დაფიქსირდა სატანკო ცეცხლიც.
უკრაინული ძალები, თავდაცვითი დანიშნულებით შეზღუდულ ცეცხლს აწარმოებენ, რათა მოხდეს მტრული საცეცხლე პოზიციების ჩახშობა.
რათქმა უნდა ეს რუსეთისთვის საკმაირისი საბაბი არ არის და ცდილობენ მასიური უკრაინული ცეცხლის გამოწვევას, სწორედ ამ მიზნით იბომბება დასახლებული ფუნქტები.
მიუხედავად ამისა, უკრაინის შეარაღებულ ძალებში მკაცრი მოთხოვნაა გაცემული, რომ არ მოხდეს შეტაკებების უკონტროლო დარტყმებში გადასვლა.
სავარაუდოდ, ღამით კიდევ უფრო გამწვავდება სიტუაცია, როდესაც მოქმედებას დაიწყებს დივერსიული ჯგუფები. მარტივად, რომ ვთქვა სეპარსტისტული ძალები, რომელთა სამეთაურო რგოლებში არის რუსეთის რეგულარული ნაწილების ოფიცრები, მსხვერპლის მიღებაზე დაიწყებენ ზრუნვას.
პარალელურად, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკბეში დაიწყო ვეტერანების მობილიზება და რუსეთიდან ჩამოსული ,,მოხალისეების" მიღება. საგანგებო რეჟიმში გადავიდა სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.
რაც შეეხება თავად შეტაკებების ინტენსივობას, მხოლოდ ბოლო 12 საათში ეუთო-ს სადამკვირებლო მისიამ 500-ე მეტი სხვადასხვა ტიპის ცეცხლის შეწყვეტის ფაქტი დააფიქსირა, რაც ერთად აღებული მეტია ბოლო 5 თვეში დაფიქისრებული რაოდენობის.
მე-2 ფოტოზე წარმოდგენილია გრაფიკულად, მხოლოდ დღეს როგორ გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ფაქტები, ხოლო მე-3 ფოტოზე თუ რა მიმართულებით ხდება უკრაინული პოზიციების დაბომბვა, პრაქტიკულად ყველგან.
რაც შეეხება დანაკარგებს:
დაჭრილია 2 უკრაინელი სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე.
სეოარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინული ცეცხლის შედეგად დაიჭრა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.
შეტაკებები გრძელდება.

აჰა თენგიზ ეს სიტუაციაა ამ წამს
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი