გაახელს,რადგან ამერიკას სკლეროზა „მართავს“.

მოკლედ, დღეს მთელი დღის განმავლობაში ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენთან ილჰამ ალიევთან მართავდა მოლაპარაკებებს. მთავარი განსახილველი თემა აზერბაჯანიდან უკრაინის კრიზისის ფონზე და მისი კიდევ უფრო გამწვავების შესაძლებლობიდან გამომდინარე, ევროპისათვის დამატებითი რაოდენობის გაზის მიწოდება იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა აზერბაიჯანს 2 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური პაკეტი გამოუყო, პარალელურად კი ალიევმა განაცხადა, რომ ევროპულ ბაზარზე გაჩნდა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოთხოვნა, სწორედ ამიტომ აზერბაიჯანი მზადაა გაზარდოს ევროპაში გაზოს მიწოდება. კერძოდ, დღეს არსებული 6.5 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება 2022 წელს გაიზრდება 10 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მიწოდებამდე. სამომავლო გაზრდის შესაძლებლობით.
სამხრეთის გაზის დერეფანით ევროპის დამატებით გაზით მომარაგების იდეა და რუსული ბუნებრივი აირის დივერისფიკაციის მცდელობა დიდი მოწონებით სარგებლობს აშშ-ში, რის გამოც ევროკომისარი ენერგეტიკის სამითხებში კადირი სიმონსი უახლოეს დღეებში აშშ-ის ეწვევა, შემდეგ კი კვლავ ბაქოში გამართავს შეხვედრას.
აშშ-ის მხრიდან მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ,,შაჰ-დენიზი-2"-ის პროექტში არსებული დიდი კორუფციული გარიგებებია, რის გამოც 2014-2021 წლებში BP-ის ფინანსური ნაკადები ყალბი გადასახადებისა და მავნე კონტრაქტების გამოყენებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მფლობელობაში მყოფმა ორმა შვილობილმა კომპანიამ Bos Shelf და Star Gulf FZCO-მა, ჯამში 1.7 მილიარდი დოლარით აზარალა. რაზეც თავად BP-ის სამართლებრივი საქმის აღძვრა არ მოუთხოვია, რადგან არსებობს ეჭვები, რომ ის მჭიდროდაა დაკავშირებული აზერბაიჯანულ ფარულ გარიგებებთან და საბოლოო სარგებლის გათვალისწინებით უმსხვილესი ბრიტანული კომპანია ზიანს ვერ ნახულობს, თუმცა რამდენად იქნება ეს საკმარისი აშშ-ის მხარდაჭერისა და ფინანსური ნაკადების მოსაზიდად ევროკომისრის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ გავიგებთ.
ეს დედა ატირებული არაფერი გვაქვს მიწაში.ერთი თამარ მეფის საფლავი და ისაც ვერ გვიპოვნია.
Chelsea forever Blue.
London Is Blue.
-----------------------------
We are back.