გახსოვთ ბაიდენმა ადრე მცირე შეჭრა რომ ახსენა
სავარაუდოდ ევაჭრნენ პუტინს მარტო უკრაინაში შეიჭერი ცოტაზე ან საშუალოზეო
იმის მერე ბაიდენი ხაზს უსვამს ნატოს წევრ ქვეყნებს არ შეეხოვო
აქედან ჩანს პუტინის მადა დიდია და უკრაინას კი არა მთლიანად ემუქრება ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანას
დიქტატორი და სისხლიანი ყოველთვის იყო
ახლა უბრალოდ გაუბერა, ისე როგორც დიქტატორებს ემართებათ ბოლოში
აი ჰიტლერიც ხო გაგიჟდა
გასაკავებელია ძალით
არ გამოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებით ამის გაკავება და ეს ბაიდენმაც იცის და ევროპამაც
ალბათ აქამდე ეს ლაპარაკები უფრო ახსნა და გაცხადებაა იმის, რომ "აი არ გამოდის"
ძალიან ცუდს მიგრძნობს გული
ადრე ვფიქრობდი რომ დიდი ომი გამორიცხულია
ეხლა არაფერი არ არის გამორიცხული
რუსეთის გაჩერებას ძალა უნდა : (
* * *
ამაღამ შეიჭრება ალბათ
ბოლოს ასე 2008 წლის აგვისტოში ვათენებდი
მაგრამ მაშინ რატომღაც ისე არ მინერვიულია, როგორც ეხლა
ძაან ძლიერი მეგონა საქართველო და თავის საბანკო სისტემა
არც ფინანსური სისტემა ჩამოიშლება და არც თბილისზე წამოვლენ, გორიდანაც აახვევენ მეთქი
ისე რაციონალური საფუძველი რა მქონდა არ ვიცი
მგონი მეც, როგორც საშუალო სტატისტიკურ ქართველს, ღრმად მჯერა, რომ სამუდამო ვარსკვლავზე ვართ გაჩენილი

რწმენა კიდე ბრმა არის
უკრაინასაც ექნება თავის მისტიკა