მოკლედ, უკრაინაში საღამოს 18:00 საათისთვის არსებული ოპერატიული ვითარება:
1. ბელორუსიდან (გომელი) და ბრიანსკიდან ჩერნიგოვის მიმართულებით დაწყებული შეტევა მცირე წინსვლით, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. უკრაინელი სამხედროები მასშტაბურ წინააღმდეგობას უწევენ.
2. კურსკიდან და ბელგოროდიდან სუმას მიმართულებით დაძრული შეტევა, ქალაქ სუმის გარეუბანში გრძელდება. მიმდინარეობს ინტესნსიური შეტაკებები.
4. ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით დაძრული შეტევის შეჩერება შეძლეს უკრაინელმა სამხედროებმა. განადგურებულია 10-ზე მეტი რუსული ტანკი და სხვა ტიპის ჯავშანტექნიკა. აღნიშნული დაპაუზების გამო, რუსულმა ავიაციამ და სარაკეტო ძალებმა დაოწყო ხარკოვის, მათ შორის საცხოვრებელი დასახლებების მასიური დაბომბვა.
5. როსტოვიდან და ე.წ. აღიარებული ტერიტორიებიდან დონეცკისა და ლუგანსკის მთლიანი ოლქების ასაღებად დაწყებული შეტევა მოიგერიეს უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს ათობით ტანკი, ქსმ-ები და ტყვედ იგდეს ცოცხალი ძალა.
6.ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მიმართულებად რჩება დონეცკიდან მარიუპოლის მიმართულებით დაწყებული შეტევა, რასაც უკრაინელი სამხედროები წარმატებით იგერიებენ. რუსულ ძალებს წინსვლა არ აქვთ.
7. ყირიმიდან ხერსონის გავლით დასავლეთით ოდესისკენ დაწყებული შეტევა ხერსონის ოლქში შეაჩერეს უკრაინელმა სამხედროებმა, მიმდინარეობს ინტენსიური შეტაკებები. პარალელურად ავიაციისა და სარკეტო ძალების მიერ იბომბება ოდესა, არის დიდი რაოდენობით მსხვერპლი.
ხოლო, ყირიმიდან აღმოსავლეთით მელიტოპოლი-ბერდიანსკი-მარიუპოლის მიმართულება დილის წინსვლის შემდეგ შეაჩერეს უკრაინელმა სამხედროებმა. მიმდინარეობს ორმხრივი მასიური ბრძოლები.
8. ჩამოთვლილ მიმართულებებს დაემატა, კიდევ ერთი და ყველაზე საშიში მიმართულება, კერძოდ ბელორუსიდან რუსულმა ძალებმა სატრანსპორტო შველმფრენებით დაიწყეს სადესანტო ნაწილების კიევის ოლქში გადმოსროლა, რასაც დაზღვევას უკეთებდა დამრტყმელი შვეულმფრენები, რა დროსაც , 2 Ka-52 განადგურდა. თუმცა, რუსულმა ძელებმა შეძლეს დესანტის გადმოსხმა და მედესანტეებმა კიევიდან 20კმ-ს მანძილზე დაიწყეს ობიექტების დაკავენლბა და პოზიციების გამზადება.
როგორც უკრაინული ძალები აცხადებს, მათი მიზანია კიევზე შეტევის განხორციელება, რის გამოც უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა დაიწყეს მედესანტეების ძებნისა და განადგურების ოპერაცია.
როგორც, უკვე დავწერე ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე ინტესნისურო შეტაკებები მიმდინარეობს. ნადგურდება დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკა, დანაკარგები არის უკრაინულ მხარესაც.
Jede institution dieses Reiches steht unter dem Befehl der obersten politischen Führung und alle institutionen dieses Reiches sind von schwaren einigen dem will und Entschlüs diese Deutschland zu vertreten und wenn notwendig zu verteidigen bis zum letzten Atemzug.