თავიდან, როდესაც ლაპორტა გაიძახოდა ჩავის მოყვანა ჯერ ადრეა გამოცდილება არ აქვს, ძალიან ვღიზიანდებიდი და დიდი იმედებით აღსავსე შევხვდი ჩავის მოსვლას.
შემდეგ რამაც ძალიან გამაღიზიანა იყო ტორესი ტრასფერი ( სწორედ ეგ ამჯობინეს მარტინესს და არა ის, ჩვენი იუმორინას ვარსკვლავი რომ ტროლაობს ვითომ ). ასევე დემბელეს თემა არ მესიამოვნა. ნუ, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ შემიცვლია აზრი და არც შევიცვალე ეგ ყველაფერი ეპატიება ჩავის.
მოკლედ, პროგრესი აშკარაა და იმედია ასე გაგრძელდა წინსვლა.
ვაღიარებ, ცოტა ზედმეტად გავაკრიტიკე ჩავი, მაგ ორი ქმედების გამო არ იმსახურებდა ხაზის გადასმას.
ზოგ ზოგიერთებივით ნამდვილად არ ვაპირებ საკუთარი შეცდომის არ დანახვას და მერე ვალვერადეს სექტად რომ ჩამოყალიბდენ მსგავსი კურსის აღებას.
ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი შიშები ჩავისთან დაკავშირებით თანდათან იფანტება და ისევ ისეთი იმედი მაქვს მისი, როგორიც მქონდა, მაშინ, როდესაც აქ მოვიდა.
ბოლოს და ბოლოს ბარსელონას შესრულებით ფეხბურთს ვუყურებ და არა სვარკას, როგორც იყო ვალვერადეს დროიდან მოყოლებული. ახლა, მაინც დარწმუნდით მწვრთნელს რამხელა ძალა აქვს და მესი და სუარესი რომ გყავს გუნდში სვარკას არ უნდა თამაშობდე. ვიცი, ზოგიერთები ისევ არ გაიტეხენ იხტიბარს და იტყვიან ისინი 30 წლის იყვნენ ძმაოო და მეტი გზა არ ჰქონდა უდიდეს ვალვერადესო
პ.ს დავამატებ მაგ თემას. კარგი იქნება თუ ჩავის წინააღმდეგ რადიკალურად განწყობილი სასტავი ვინც იყო ჩვენი ლეგენდის ათუკას მეთაურობით არ შევაძულებთ აქ შემოსვლას.
ლივერპულის მატჩის შემდეგ რომ ბევრი წავიდა თემიდან არიქა სამუშაო გამომიჩდაო და ამ დროს ლევან -ათა- ხან -ბეგის შემოსევებს მარტო ხვდებოდა ათუკა, იმედია არ დაივიწყებთ.
ნამოკოს გვიზრდის და უნდა გავქაჩოთ მანამდე
მე მგონი ყველას უნდა გვიხაროდეს ჩავის წარმატებები, როგორც იქნა მგონია გვეშველა და ვისაც არ გაუხარდება მაესტროს პროგრესი, ეგ ვან პერსის კლანში გავუშვათ
თავად თამაშზე და ფეხბურთელებზე ორიოდე სიტყვა.
დეიონგს მომატებული აქვს და მგონია გააცოცხლა ჩავიმ.
ადამა თუ ზამენაზე თამაშს დათანხმდება მაშინ დატოვონ, თორემ ისე სუპერ კლუბის შექმნა თუ გვიან მაგით ფონს ვერ გავალთ. გავი ნორმალური იყო. პედრი საოცრება. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უდიდესი ვარსკვლავი გახდება. დესტიც თამაშობს რაა.
ობამენგი ნორმალური შენაძენია, იმედია მაგის იმედად არ ვიქნებით და ვინმე ახალგაზრდა მოვა. ტორესი ეგეთი ღლე არ არის, უბრალოდ დრო უნდა, თუმცა,რა თქმა უნდა სჯობდათ არ ეყიდათ. დემბელემ დაგლიჯა და ცოტა ჭკუა რომ ჰქონდეს თავში, ეგება მართლა მბაპეზე დიდი ფეხბურთი ეთამაშა. ბუსკეცი და პიკე საკაიფოდ თამაშობენ ამ ბოლო დროს.
კუმანისთვი რომ არ გამოეცხადებინათ ნდობა ახლა ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით, თუმცა ერთის მხრივ, ლაპორტაც სწორი იყო- ასე გაშვება არ შეიძლებოდა, ბოლომდე უნდა დარწყმუნებულიყვნე თუ როგორ არ შეეფერებოდა ჩვენ გუნდს კუმანი.
ახლ სეზონში მხოლოდ ჰალანდი და რამოდენიმე მცველი გვინდა.