შეტევაში შეიძლება დიდი ვერაფერი, მაგრამ დაცვაში ლა ლიგის საუკეთესო გუნდია სევილია
პრაქტიკულად თამაშს არ აგებენ სეზონში
ხოდა ეს ბონოა თუ ვინ უდგათ კარებში, ეგ რომ არა, თავისუფლად შეიძლებოდა 3-0 გაგვეტენა ეს ხულენას ნაქები და ორგანიზებული დაცვა:დ
საპირისპირო მხარეს კი პირდაპირი მნიშვნელობით შეჭამეს ყველა და ყველაფერი პიკე-არაუხომ:დ
მარსიალი და ოკამპოსი გამოისვეს უმოწყალოდ:დ
ცალკე მინდა აღვნიშნო ფეხზე წამომდგარი კამპ ნოუ, რომელიც აპლოდისმენტებით აცილებდა დემბელეს
ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ წავიდა ბატონი ხავი, როცა მის სკამზე დალპობას არ დათანხმდა
და მაშინვე გვითხრა, მალე ნოუ კამპის სტვენა და გინება აპლოდისმენტებით შეიცვლებაო
ასე აგვიხდეს ყველაფერი კარგი:დ
ბოლოსკენ, უკვე გოლის მერე ძალისმიერი ბრძოლა მოიგო დემბელემ და ისე აღნიშნა, მანდ საბოლოოდ მივხვდი რომ მოტივაციის გენიოსია ბატონი ხავიერ ერნანდესი
9 სიცოცხლე რო აცოცხლო კუმანს, ესე ვერ დამუხტავს ეგ გუნდს. საამისო პიროვნება არ აქვს უბრალოდ
თორე მარტო ტაქტიკა რომ იყოს ფეხბურთი, ყოველი მეორე იუთუბერი მწვრთნელი იქნებოდა