MAKIAVELI_და სად დავაფიქსირე ჩემი პირადი პოზიცია?

ღარიბაშვილი და ოცნება რა პოლიტიკასაც აწვება მაგის ანალიზი გავაკეთე უბრალოდ, რა პოზიციაც მათ უჭირავთ და თავის მომხრეებს რა კუთხიდან აჩვენებენ. არსად მითქვამს ჩემი შეხედულება მათ ამ პოლიტიკაზე. რადგან თემამ მოიტანა დავწერ მაშინ ჩემს პოზიციასაც მთელ ამ აბებზე
- ქართული ოცნება არის ანტი-დასავლური ხელისუფლება. პრორუსულობასა და საკუთარ ტრაკზე ფიქრს შორის არიან დაახლოებით. როგორც კი საქართველოს გამოუჩნდება რეალური ვარიანტი რომ დასავლეთთან ურთიერთობები გააღმავოს, რომელიც ჩემი პირადი აზრით არის ერთადერთი გზა რომ ამ ქვეყანას რამე ეშველოს, ეს ხელისუფლება ყველა მეთოდებით უნდა მოვიშოროთ. ვინ მოგვყავს ოღონდ ამათ რომ გავყრით, ამას უკვე ვეღარ ვხვდები. ნუ პირველ ეტაპზე ვისურვებდი რომ თითონ დასავლეთიდან წამოვიდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფების მიმართ ღია სიმპათია რაც საქართველოს მოსახლეობას "ნამიოკივით" მისცემს რომ ევროპა&ამერიკა მზადაა ამ ხალხთან ითანამშრომლოს. აქვე აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს ნამიოკი ნაციონალურ მოძრაობაზე არ იქნება გაკეთებული, თუმცა მთავარი მაინც დასავლეთთან ინტეგრაციაა და ვინც ამის გარანტორი იქნება, ის მოვა ხელისუფლებაშიც.
- სანქციებს რაც შეეხება, ვფიქრობ რომ არ ვართ ახლა იმ პოზიციაში რუსეთს ჭიდაობა დავუწყოთ, ეს პირველ რიგში ქართულ მოსახლეობას უფრო დააზარალებს ვიდრე რუსეთს ზიანს მიაყენებს. იმედი მაქვს რომ ამ ჩვენს ტრაკულ მდგომარეობაში ყოფნას (გინდა ეკონომიკურად და გინდა ოკუპაციის გათვალისწინებით) დასავლეთიც რაციონალურად აფასებს და არამგონია ვინმემ იმის გამო გაგვრიყოს რომ რუსეთთან ღია დაპირისპირებას ვერიდებით. მორალური კუთხით დასავლეთი აქეთ არის ჩვენთან მინუსში, 2008 წლის ომში რომ ვერაფრით დაგვეხმარა და იმის შემდეგაც მხოლოდ ფურცელზე რომ გვიდასტურებენ მხარდაჭერას და საქმით ვერაფერს გვიკეთებენ, ასე რომ მხოლოდ იმის გამო რომ სანქციებს არ შეუერთდებოდა საქართველო, დიდი რეპუტაციული ზიანი წესით არ უნდა მიდგომოდა. მაგრამ ღარიბაშვილის განცხადებები იყო გულისამრევი, სრული პოლიტიკური და დიპომატიური იმბეცილობა გამოავლინა, რითიც სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი და მეორე დღესვე უნდა გადამდგარიყო რამე ღირსების ნატამალი რომ ქონდეს. მაგრამ ნუ ყველამ ვიცით ვინცაა ღარიბაშვილი და მის ღირსებაზე ლაპარაკი სასაცილოა.
- რა პოზიციაც ნაციონალებს აქვთ ეგ ჩემი აზრით არის ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი. რეალურად ეგრე რუსების წინააღმდეგ პირველ ხაზზე დგომა სერიოზული ზიანის მომტანი იქნება ჩვენთვის ფინანსურად და იმის რისკს და ალბათობასაც გაზრდის რომ საქართველოშიც დაიწყოს მსგავსი პროცესები რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს კი დამღუპველი იქნება საქართველოსთვის. არ ვამბობ რომ ახლა რაიმეთი დაზღვეულები ვართ რომ მასე არ მოხდება და არ ვფიქრობ რომ ოცნების ეს პოზიცია რაიმე გარანტიას გვაძლევს. არსებობს ობიექტური რისკები იმის რომ პუტინმა აქაც დაძრას ჯარი, ხოლო ნაციონალების მიერ გაჟღერებული პოზიცია ამ რისკს კიდევ უფრო მეტად ზრდის და რეალურ საფრთხედ ქმნის.
- აქვე ზელენსკის პოზიციასაც მინდა შევეხო, იმ პერიოდში როდესაც მთელი მსოფლიო შემოგყურებს და შენს სიტყვას დიდი ფასი აქვს, ადგე და 3 მილიონიან ქვეყანას დააჯვა და ღია ზიანი მიაყენო მის იმიჯს, იმ ქვეყანას რომელიც ათასჯერ ათრია უკვე მაგ რუსეთმა და ნაცემი ბავშვივით არის ისედაც მიგდებული, სულ მცირე ვფიქრობ რომ არაკაცური საქციელია და პირველ რიგში იმ ხალხისთვის არ უნდა გაეკეთებინა ესეთი რამე ვინც რუსთაველზე ასეთი მხარდაჭერა გამოუცხადა. აი ხალხი კაი ხართ მარა ობში შოტში მაგარი ყ*ე ქვეყანა ხართო და ელჩი გაიწვიო, ეს არის ღარიბაშვილის დონის დედამოტ*ნული საქციელი.