მილან კუნდერა / Милан Кундера (post #58990948)კუნდერა,ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე
საბინას საქციელი,ვინმე ქართველს რო ექნა,ამ თემაში და საქართველოში მოღალატეთ გამოაცხადებდით,სიმუსა ბევრ ხუმრობას დაწერდა ალფა მდედრიაო,სხვები ახსნიდით რო ეს ქოცია,ალტინფოელი და რუსეთუმე
ნუ უმეტესობა არა ,ღვთის მადლით
ბოლოს და ბოლოს საბინა დაიყოლიეს,ჩეხი ემიგრანტების საზოგადოებას სტუმრებოდა.ძირითადად იმაზე მსჯელობდნენ,იარაღით ხელში უნდა ებრძოლათ თუ არა რუსული ოკუპაციის წინაამღდეგ.რა თქმა უნდა,ემიგრაციაში მცხოვრები ჩეხები,რომლებიც უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს,ერთხმად გაიძახოდნენ,რომ უნდა ეომათ.საბინამ მიაძახა-მაშ დაბრუნდით და იომეთ.
ეს არ უნდა ეთქვა.ჭარარა მამაკცმა,რომელსაც დალაქის მიერ ლამაზად დაწყობილი დატალღული თმა ამშვენებდა,მისკენ გრძელი საჩვენებელი თითი გაიშვირა-ასე ნუ ლაპარაკობთ,ჯობია,გაჩუმდეთ.ყველას მიგიძღვით ბრალი იმაში რაც იქ მოხდა.მათ შორის თქვენც.ჩეხეთში ყოფნისას რა გააკეთეთ კომუნისტტური რეჟიმის წინაამღდეგ?არაფერი,მხოლოდ ხატავდით...
მოქალაქებიის გამუდმებული შემოწმება და შეფასება კომუნისტრუი ქვეყნების მთავარი საზრუნავია.თუ მხატვარს გამოფენის მოწყობა უნდა ან მოქალაქეს ვიზის მიღება,რომ ზღვაზე გაატაროს შვებულება ფეხბურთელს კი ეროვნულ ნაკრებში თამაში სწადია,პირველ რიგში მის შესახებ არსებული მთელი ინფორმაცია უნდა შეგროვდეს(მეეზოვეებისგან,კოლეგებისგან,პოლიციისგან,პარტიული ორგანიზაციისგან,პროფკავშირისგჰან)რომელსაც სპეციალურად ამისთვის განკუთვნილი თანამშრომლები შეისწავლიან და შეაფასებენ.თუმცა ეს ინფორმაცია არ ეხება მოქალაქის ხატვის ნიჭს,ფეხბურთის თამაშის უნარს ან მის ჯანმრთელობას,რის გამოც ადამიანს ზღვაზე დასვენება ჭრდება.მთელი ეს ინფორმაცია მხოლოდ ეგრეთ წოდებულ "მოქალაქის პლიტიკურ სიმწიფეს" ეხება(ანუ იმას,რას ლაპარაკობს და ფიქრობს,როგორ იქცევა,მიიღო თუ არა მონაწილეობა პარტიულ შეკრებებსა და საპირველმაიოს დემონსტრაციებში)რადგან ყველაფერი(ყოველდღიური ცხოვრება,სამსახუროებრივი წინსვლა და შვებულება)იმაზეა დამოკიდებული,როგორ იქნება მოქალაქე შეფასებული,ის ის ეუნდა იქცეოდეს(თუ უნდა ფეხბურთის თამაში ეორვნულ ნაკრებში,გამოფენა,ზღვაზე დასვენება),რომ შეფასება დადებითი იყოს.
ამაზე ფიქრობდა საბინა,როცა ჭაღარა მამაკაცს უსმენდა,რომელსაც სრულებით არ აინტერესებდა,როგორ ხატავდა მხატვარი და როგორ ითამაშებდა ფეხბურთელი(არც ერთი ჩეხი არასდროს დაინტერესებულა საბინას მხატვრობით).სამაგიეროდ მისთვის მნიშვნელოვანი იყო,ესა თუ ის ადამიანი კომუნისტური რეჟიმის წინაამღდეგ აქტიურად იბრძოდა თუ პასიურად,მართლა თუ მოსაჩვენებლად,თავიდანვე თუ ბოლო დროს.
როგორც მხატვარს,უყვარდა ადამიანების სახეების დაკვირვებით თალიერება და პრაღიდან ახსოვდა იმათი სახეები,რომლებსაც სხვების შემოწმება და შეფასება მოწოდებად ექცათ.მათ ყველას,საჩვენებელი თითი შუაზე გრძელი ქონდათ და ამ თითს იმათ უმიზნედნენ,ვისაც ელაპარაკებოდნენ.სხვათა შორის პრეზიდენტ ნოვოტნისაც,რომელიც 1968 წამდე მთელი თოთხმეტი წელი იყო ხელისუფლებაში ,დალაქის მიერ დატალღული ჭაღარა თმა ჰქონდა და ყველაზე გრძელი საჩვენებელი თითი ცენტრალურ ევროპაში.
როდესაც დამსახურებულმა ემიგრანტმა მხხატვრისგან,რომლის არც ერთი ნახატი არ ენახა,გაიგონა რომ კომუნისტ პრეზიდენტს ჰგავს გაწითლდა,გაფითრდა,მერე ისევ გაწითლდა,ისევ გაფითღდა/აღარაფერი უთქვამს და დადუმდა.მასთან ერთად სხვებიც დუმდნენ და ასე გაგრძელდა იქამდე,სანამ საბინა არ ადგა და იქაურობა არ დატოვა.
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
ოკ იმ პენალტის დედა ######, იქ ჟირუმაც ვერ გიატანა პენალტი, ასე რომ გაიქვიტა ეგ თემა@