მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ რეალობის შეგრძნება არ უნდა დავკარგოთ. შენ რასაც წერდი ჯარის 30 პროცენტის გამოყვანას წყობიდან უნდა ვუგულშემატკვროდ, რადგან ჩვენზე ომით 10 წელი, მაინც ვერ გაუწევენ არის ზღაპარი - მეთქი მაგაზე დავწერე.
დღეს რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანაა და სავარაუდოდ თუ სასწაული არ მოხდა უახლოეს რამდენიმე წელი ეგრე იქნება, რუსეთი იმდენ რესურს მაინც გამონახავს, რომ ჩვენზე გაიწიოს. ესაა რეალობა და ტყუილად ბრაზდები. თან პოროვნულად არ შეგხებივარ, მხოლოდ ეგ იდეა გავაკრიტიკე, მაშინ, როდესაც შენ სიბრაზე ვერ დამალე და ზღაპარი შენ ხარო შემომიტიე. არადა შეგეძლო, უბრალოდ დაგეწერა,რასაც შენ წერ -ზღაპარი სწორედ ეგ არისო. აღარ გამიკვირდება ბანი რომ დამადო შემდეგში მოდერს რატომ ეპასუხებიო
რაც შეეხება უკრაინის მდგომარეობას: თუ ის ორი სეპარატისტული რეგიონი დაუბრუნდება უკრაინას და ყირიმის თემა გაიყინება, მაშინ ნატოზე უარის თქმა სულაც არ არის წამგებიანი სვლა, პირიქით უკრაინის გამარჯვება იქნება, მაგრამ თუ ახლა რაც აქვს რუსეთს ოკუპირებული ის ტერიტორიები შერჩება და უკრაინა უარს იტყვის ნატოზე, მაშინ მოგებული როგორ არის უკრაინა?! მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას უკრაინის გამარჯვება გვწადია, თავი ხომ არ უნდა მოვიტყუოთ, მოიგო უკრაინამო, მაშინ როდესაც ნამდვილად არ მოუგია. უკრაინა რომ ვერ დაიპყრო პუტინმა მთლიანად მარტო ეგ თუა გამარჯვება და მაშინ ჩვენც მოგვიგია ომი და ეგაა.
პესიმიზმის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რეალობის აღქმა არ უნდა დავკარგოთ