კაი ცოდოა ეგრე რო მოიგოს
სიედაც #####ულ ყავდა იანს ის მუხლი როარ ელეწა და ეხლა სნაქციების გამო კიდე
უარესად შეძულდებათ
* * *
სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე თითქმის ნახევარ-მილიონიანი საპორტო ქალაქი უკრაინისთვის სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენს აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე.
▪️რუსებს უკვე რამდენიმე დღეა ქალაქი ალყაში ჰყავთ მოქცეული, გათიშული აქვთ ელექტრო ენერგია და ვერ ხერხდება საკვებისა და წყლის შეტანა.
▪️უკრაინელებს უახლოესი სამხედრო ძალები 100 კილომეტრში ყავთ, რომლებსაც ასევე შეტაკება უწევთ რუსეთის სხვა დანაყოფებთან. ამიტომ მარიუპოლში დროული დახმარების გაგზავნა ვერ ხერხდება.
▪️დღეს რუსებმა დაბომბეს მარიუპოლის ხელოვნების სკოლა, რომელსაც 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე თავს აფარებდა. ჯერჯერობით ცნობები დაშავებულების შესახებ უცნობია. რამდენიმე დღის წინ რუსებმა დაბობმეს მარიუპოლის დრამის თეატრი, სადაც ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა იმალებოდა.
▪️ომის დაწყების დღიდან მარიუპოლის დაბომბვა ფაქტობრივად არ გაჩერებულა, რის გამოც თითქმის სრულად არის განადგურებული ქალაქის ინფრასტრუქტურა.
▪️მარიუპოლის მერის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ათასობით მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები იძულებით წაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე
▪️მიუხედავად ყველაფრისა, ამ დრომდე რუსები ვერ ახერხებენ მარიუპოლის აღებას სრულად. ისინი აკონტროლებენ ქალაქის გარკვეულ ზონებს, თუმცა უკრაინელები მედგრად იბრძვიან და იცავენ საკუთარ ქალაქს.
ეს მდგომარეობაა ქალაქში
როგორც ხედავთ სიტუაცია საგანგაშოდ მძიმეა
* * *
კიდევ ერთი კოლონა კიევთან 1-2 დღის ალბათ