არ ვიცი აქ რამდენს გაქვთ ომი ნანახი პირადად
ყველა ომი ასეთია მეგობრებო
ყველა ომი
ჩემ თვალწინ ,აი ჩემ თვალწინ,რამე მონაყოლი ხო არა,დაიჭირეს აფხაზებმა მამაჩემი,დიდი კოლონა იყო ტყვეების ,შეაბეს ამათ და წაიყვანეს
ნახევარი წელი იყო ტყვეობაში,როგორ და რანაირად გადარჩა და გამოიქცა ცალკე საკითხია
იბოზა და გამოუშვესო რომ ვთქვა ტყუილი იქნება,გლეხი კაცი იყო და თოხის მეტი ნანახი არ ჰქონდა არაფერი და არც არაფერი სათქმელი ვინმესთვის
სამაგიეროდ მისი ბიძაშვილი ისე დაანაწევრეს რომ დებმა ვერც იცნეს
ბიძაჩემი პარტიზანობდა და ტყვეებს ყელს ჭრიდაო გამწარებული მეთაური
ესეთებიც ხდებოდაო
სახლშიც შემოსულან აფხაზები,მაშინ ვნახე პირველად მუხა ერქვა რაღაც სასროლი იყო ჯაველინივით,ხოდა მე და დედაჩემი რომ მნახეს წავიდნენ და დედაჩემს მივაძახე ,დედა თურმე აფხაზები ადამიანები ყოფილან მეთქი,იმან გამიღიმა და კიო შვილო ჩვენც ადამიანები ვართო

არაფერს ვამბობ ლაივში ნანახ ხეცხლ წაკიდებულ სახლებზე
ომზე საშინელი არაფერია,არანაირი ტერიტორია და იდეა,იდეოლოგია ვერ გაამართლებს იმ სისასტიკეს რაც ომს მოყვება უეჭველად
აქ ბევრი აღტკინებულები ხართ,ვიომოთ და აფხაზეთი დავიბრუნითო გაჰყვირიხართ ,გეგონება ქაუნთერს თამაშობთ
არაა მეგობრებო მასე
ომში იდეურ მხარეს არ აქვს მნიშნელობა,სწორ მხარეს მხარეს ხარ ,იცავ თუ არა მიწას ,სახლს დ ა.შ ომი ყოველთვის არის ნგრევა დასახიჩრება და სიკვდილი.
ცხოვრება ვერ გაგვიაზრებია,ამიტომაც ვკლავთ ასე მარტივად
მშვიდობა მხოლოდ მშვიდობა
ნუ აყვებით ემოციებს,პროპაგანდას და ათას სისულელეს,ცხოველიც კი გცეცოდევა,ზოგჯერ მოჭრილი ხე შეგეცოდება კაცს და ადამიანზე ისე ნუ ვილაპარაკებთ როგორც მწვანილზე