Seamusაუ სმაილი ყოფილა დაწერილი და შუაში გაუწყვეტია პოსტი

კაი ტექსტია წაიკითხეთ
15 წლის წინ დავტოვე აკადემიური ფიზიკა და წავედი ნავთობინდუსტრიაში. კონკრეტულად კიდევ ნავთობის სერვისის კომპანიაში. აქაც ფიზიკოსი ვარ, ხურმას არ ვყიდი.
ბევრმა არ იცის, არის ნავთობის სერვისის კომპანიები, არის ნავთობკომპანიები. ამ უკანასკნელების სახელები გაგიგიათ, BP, Exxon, Chevron, Shell, გაზპრომი, ლუკოილი, როსნეფტი. აი სერვისი რა არის, ან რომელი კომპანიებია, ფართო საზოგადოებამ არ იცის.
ესენია ტექნოლოგიური კომპანიები. ქმნიან ყველა საჭირო ტექნოლოგიებს ნავთობის დასაზვერად, ჭაბურღილების გასათხრელად, დასამუშავებლად. ამაში შედის ხელსაწყოები სხვადასხვანაირი გაზომვებისთბის, IT თავისი სოფტით, მთელი სამეცნიერო ზოოპარკი.
დღეს არის სამი დიდი სერვისის კომპანია, რომელთა სახელები იშვიათად გექნებათ გაგებული. Schlumberger, Halliburton, Baker Hughes. ყველა ფაქტიურად ამერიკულია, თუმცა პირველის სამშობლო საფრანგეთია.
არიან პატარებიც, მაგრამ ასეთები მუშაობენ ლოკალურად, თავისი ხელსაწყოები არა აქვთ, და როგორც წესი არც სრული ციკლი.
ნავთობკომპანიები იღებენ და ყიდიან ნავთობს, გადაამუშავებენ, ყიდიან ნავთობპროდუქტებს. ოღონდ მანამდე ყველაფერს აკეთებენ სერვისის კომპანიები. აი აშენებული სახლის გასაღებს რო ჩააბარებენ მშენებლები მყიდველს, დაახლოებით ისეა. სერვისი აკეთებს ყველაფერს, იღებს ამაში ფულს, და აბარებს ნათობკომპანიებს მომუშავე ჭაბურღილებს.
მუშაობა რო დავიწყე, ამის გაგებაში არ ვიყავი. ისევე როგორც თქვენ, მეც მეგონა, რომ ნავთობი ბენზინის სახით მოდის ნავთობგასამართი სადგურიდან, და საუდი არაბეთში და კუვეიტში ხალხი ურტყამს წერაქვს, მოჩქეფს ნავთობის შადრევანი, და წერაქვის დამრტყმელი მდიდრდება.
გასაგებია, იწყებ მუშაობას, და ნელ-ნელა ერკვევი ყველაფერში, არა მარტო შენ კონკრეტულ საქმეში. ეცნობი ბიზნესს, ვინაა კონკურენტი, ვინაა კლიენტი კომპანია და ა.შ. ეს ტრენინგის ნაწილიცაა.
და რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როცა აღმოვაჩინე, რომ რუსეთის მთელ ნავთობს ემსახურება ზემოთხსენებული სამი გიგანტი. და თავად რუსეთს არაფერი მსგავსი არ გააჩნია.
ცხადი გახდა, ამერიკამ რო მოინდომოს, მოსპობს რუსეთის ნავთობ ინდუსტრიას. მაგრამ ეს წარმომედგინა როგორც ლამის ბირთვული ომის დაწყება. და სულ ვფიქრობდი, ამას არასდროს არ გააკეთებდენ. მაგალითად, 2014 წელს გამოცხადებული სანქციები იყო მხოლოდ თვალის ასახვევი, ფაქტიურად არც შეხებიან არაფერს. არა და როგორ მკაცრად ჟღერდა. გადაუკეტეს ფიქლის ნავთობის ტექნოლოგიები რუსეთს. ამ დროს სულ არ იყენებდა ამას რუსეთი.
თუმცა ხშირად მითქვამს, საქმე საქმეზე რო მიდგეს, ამერიკა რო რუსეთს დაეტაკოს სამკვდრო სასიცოცხლოდ, ამას გააკეთებენ მეთქი. და ყოველთვის ვფიქრობდი ამაზე როგორც რაღაც შეუძლებელზე და ჰიპოთეტურზე.
გუშინ ეს მოხდა. გუშინ, პარასკევ საღამოს, ორმა კომპანიამ გამოაცხადა, რუსეთს ვტოვებთო. დღეს დილით მესამემ. ეს არ ხდება ასე მარტივად.
ოფიციალური სანქციები გამოცხადებული ამაზე არაა. ოფიციალურად რაღაც ტექნოლოგიებზეა მხოლოდ აკრძალვა, ბევრი არაფერი.
და უცებ ყოველგვარი სანქციების გარეშე სამივე კომპანია აჩერებს ბიზნესს რუსეთში. ერთდროულად. ეს არაა საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევა. საზოგადოებამ სულ არ იცის წესიერად ეს კომპანიები რას და სად აკეთებენ. და ასეთ რამეებს თავისით არავინ აკეთებს პარასკევს სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ.
დიდი ალბათობით დარეკეს თეთრი სახლიდან, მოვიდა დრო, და დაახვიეთ მაქედანო.
დაეტაკა ამერიკა რუსეთს სამკვდრო სასიცოცხლოდ.
და ვინც მოიგებს, მაგასაც ვნახავთ. რუსეთს გაუკეთებენ უკან მის “სასწაულ” იარაღს, ანალოგები რო არა აქვს მსოფლიოში.
ეს არის მოვლენების ჩემი ინტერპრეტაცია.
დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!