მარტო იმის ძახილი- " რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ " კარგის მომტანი რომ არ არის, მე მგონი ყველა ვხვდებით და ზოგჯერ, როგორც ნატვრის ხეშია გალაწუნება არის საჭირო. მაგრამ გაუთავებელ თვითგვემასაც რომ არ მოაქვს შედეგი, არც მაგის მიხვედრას სჭირდება დიდი ჭკუა.
დიდმა ილიამც გაულაწუნა ქართველ ერს და ჯავახიშვილმაც " ჯაყოს ხიზნებით", მაგრამ მაინც არაფერი გვეშველა. რა თქმა უნდა, დღესაც საჭიროა მსგავსი გამოსაფხიზლებელი ტექტსები და არა მარტო დღეს, უბრალოდ არც ყველაფერში ცუდის დანახვა არის მისაღები.
გასაგებია, რომ მხოლოდ ნაცების და ქოცების ბრალი არ არის ის რაც აგერ 30 წელია ჩვენ ქვეყანაში ხდება და უფრო მეტსაც ვიტყვი- ვერც რუსებს დავაბრალებთ ყველაფერს. უბრალოდ არიქა რა ჩათლახი ერი ვართ და არაფერი გვეშველება, არის არა სწორი და ღალატის ტოლფასია, არა მხოლოდ ქვეყნის, პირველ რიგში- საკუთარი თავის. ხშირად, ფეისბუქზე და სხვა სოციალური ქსელებში ისეთ კომენტარებს მოვკრავ ხოლმე თვალს, მეც გადამეწურება ყველაფრის იმედი და ბრაზი მახრჩობს, ასეთი ხალხი რომ არსებობენ ჩვენ ქვეყანაში, თან ძალიან ბევრი არიან. მაგალითად, დღეს ერთ გვერდს ეწერა- ქართველების მიერ არის შედგენილი მარუპოლის დაცვაო. ხოდა, ვიღაცა წერდა კომენტარებში- რას იცავენ ძმაო, აღარ არსებობს ქალაქიო, ეგა დაცვაო ? ასეთები და უარესები სამწუხაროდ ბლომად არიან, ელემენტარული ხალხს არ აქვს მარტივი რაღაცების გააზრების უნარი, იგვე ფეხბურთის ჯგუფებში ისეთ სისულელებს წერენ და სრულიად ლოგიკას მოკლებულ არგუმენტები მოჰყავთ, გული შეგიწუხდება. მაგრამ, მაინც მგონია, რომ გვაქვს მომავალი და ერთ დღეს, როგორც ერი და ქვეყანა შევდგებით.
მალე რომ მოხდეს-ეს ყველაფერი საჭიროა ყველა ჩვენთაგანმა შეიტანოს წვლილი.
ამიტომ, ბიჭებო, ჩვენც შევტიანოთ ჩვენი წვლილი და დღესვე გადავაყენოთ ვილია და მის ნაცვლად ავირჩიოთ ბესტი
წოვაზე ენბარგო დასრულდება და გვექნება სრული თავისუფლება