ქალმა როგორ უნდა გააჩინოს შვილი სუროგატი დედისგან?
35 წლის მსახიობი, ემბერ ჰერდი დედა პირველად გახდა, მსახიობს პირველი შვილი სუროგატი დედისგან 8 აპრილს შეეძინა, თუმცა ემბერმა სასიხარულო სიახლე მხოლოდ ახლა გაუზიარა მსოფლიოს. ჰერდმა სოციალურ ქსელში, შვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა და ემოციური წარწერაც დაურთო.
"ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ამბის გაზიარება რომ შემიძლია თქვენთვის, შვილის ყოლა 4 წლის წინ გადავწყვიტე და ამის გაკეთება საკუთარი გზებით მსურდა. ახლა ვხვდები, რამდენად რადიკალურია ჩვენთვის ქალებისთვის ასეთ ფუნდამენტალურ საკითხზე ფიქრი. იმედია, ოდესმე მივალთ იმ მომენტამდე, როდესაც აუცილებელი აღარ იქნება თითზე ბეჭდის ქონა, რათა სახლში პატარა საწოლი გაჩნდეს.