3 თვე გავიდა ამასობაში ომის დაწყებიდან 
საპანიკო არაფერი გვაქვს 
* * *
 ბოლო 5 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსული მედიის მისამართით ყველაზე აგრესიულად განწყობილები არიან: ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი, თუმცა სიაში ასევე შეიყვანეს: მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი", — ამბობს რუსი დეპუტატი
კაია ეგღა გვაკლია თქვენ გვაქოთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს წერილს წერს.
წერილში, რომელიც ქართულმა მხარემ მასზე დატანილი თარიღიდან ერთი თვის თავზე გაასაჯაროვა, სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად.
"მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს უკრაინაში, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას ომის დანაშაულებისთვის"- ამბობს ბლინკენი წერილში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
22 აპრილით დათარიღებულ წერილში ბლინკენი დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და აღნიშნავს, რომ აშშ კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს.
ნუ ეს აღიქმება როგორც ომში ჩართვის მცდელობა
